სასვენი ნიშნების ხმარება გამოყენება ქართულ წინადადებაში

სასვენი ნიშნების ხმარება გამოყენება
პუნქტუაცია

სასვენ ნიშანთა ერთობლიობას პუნქტუაცია ეწოდება. ტერმინი პუნქტუაცია ანუ
ინტერპუნქცია რომაულია, თუმცა მისი წარმოშობის დრო უცნობია. არაა დადგენილი, იყო თუ არა ცნობილი იგი არისტოტელესთვის. ასეა თუ ისე, პუნქტუაციის ჩანასახი უძველეს ბერძენ
გრამატიკოსებთან გვხვდება. მაგრამ ამ ტერმინის ბერძენი და რომაელი გრამატიკოსებისეული
გაგება თანამედროვისგან განსხვავდება. უძველეს დროში პუნქტუაციას, ძირითადად, ორატორული დანიშნულება ჰქონდა (სიტყვის წარმოთქმა, დეკლამაცია) და მხოლოდ წინადადების ბოლოს წერტილების დასმით გამოიხატებოდა. წერტილს სვამდნენ აბზაცების გამოსაყოფადაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პუნქტუაცია ამ უძველესი ნიშნებიდან კი არა, ალექსანდრიული ეპოქის ინტერპუნქციიდან იღებს სათავეს. იგი არისტოფანეს სახელთანაა დაკავშირებული. VIII საუკუნის ბოლოსთვის კი იმდენად შეიცვალა, რომ ვარნეფრიდმა და ალკუინმა, კარლოს დიდის
თანამედროვეებმა, მისი პრინციპები ხელახლა შეიმუშავეს.
ბერძნები თავდაპირველად ერთადერთ ნიშანს, წერტილს იყენებდნენ (ბერძ. στιγμή),
რომელსაც სტრიქონის ხაზის ზედა ნაწილში, შუაში ან ქვემოთ სვამდნენ (დიონისე ფრაკიელის
στιγμαϊ τελέια, μέσν, ύποστίγμή). სხვა ბერძენი გრამატიკოსები, მაგალითად, ნიკანორი (რომელიც კვინტილიანეს შემდგომ ცხოვრობდა), ინტერპუნქციის სხვა სისტემებს იყენებდნენ (ნიკანორი რვა ნიშანს იცნობდა, სხვები – 4-ს და ა. შ.), მაგრამ ყველა მათგანი მეტყველების სინტაქსურ მხარეს ლოგიკურში ურევდა და არანაირი განსაზღვრული წესები არ ჩამოუყალიბებიათ (შტეინტჰალ, წესების ასეთი გამოუკვეთელობა იყო დამახასიათებელი შუა საუკუნეებისთვისაც. ეს დაახლოებით XV საუკუნემდე გაგრძელდა, სანამ ძმებმა მანუციუსებმა, ტიპოგრაფებმა, პუნქტუაციის ნიშნების რაოდენობა არ გაზარდეს და მათი გამოყენება განსაზღვრულ წესებს არ დაუმორჩილეს. სწორედ ისინი უნდა მივიჩნიოთ თანამედროვე ევროპული პუნქტუაციის ფუძემდებლებად. მართლაც, მანუციუსების შემდეგ პუნქტუაციაში არსებითი ცვლილებები არავის შეუტანია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ევროპული ენების ინტერპუნქცია ზოგიერთი დეტალით განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ინგლისურში ,,და” კავშირის (ანდ) წინ ხშირად იწერება ტირე ან მძიმე მაშინ, როცა დამოკიდებული წინადადების წინ იგი საერთოდ არ გამოიყენება.
დაახლოებით ასეთივე ვითარებაა ფრანგულშიც. შედარებით რთული და ზუსტი ინტერპუნქციაა გერმანულ ენაში, რომლის ძალიან საინტერესო თეორიაც აქვს ბეკერს ისტორია და დახასიათება კი ბიელინგს ქართული ინტერპუნქცია (ისევე, როგორც სლავური ენებისა) ბერძნულის მიხედვითაა ჩამოყალიბებული. იგი საკმაოდ რთულია, თუმცა, დახვეწილი.
ქართულ ენაში წერისას გამოიყენება შემდეგი სასვენი ნიშნები: წერტილი (.), მძიმე (,),
კითხვის ნიშანი (?), ძახილის ნიშანი (!), კითხვა-ძახილის ნიშანი (?!), წერტილ-მძიმე (;),
ორწერილი (:), მრავალწერტილი (…), ტირე (_), დეფისი (-), ბრჭყალები (,, “), ფრჩხილები ( ).

წერტილიწერტილი იწერება თხრობითი წინადადების ბოლოს. იგი გვიჩვენებს, რომ წინადადება
დასრულდა. იდგნენ და ელოდენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი.

სავარჯიშო # 1. დასვით სასვენი ნიშნები
1. ყავარაყრილი ორსართულიანი პატარა ოდის პალატში იცოხნება ცალი ხარი და
ქალბატონი ეკატერინეს უშობელი ზედა სართულის აივანზე მოჩანს კედელზე ჩამოკიდებული
სასროლი ბადე და მოძველებული კეხი ოდის წინ ნიგვზის ძირში გაფენილ ჭილოფზე წევს
პერანგისამარა ბეგლარი გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე
(ნ. ლორთქიფანიძე)
2. იდგა მკათათვე ხართგამოშვების დრო მოტანებული იქნებოდა მზე დასავლეთისაკენ
გადახრილიყო შემდგარ-შეტბორებულ ჰაერში მხოლოდ ხანდისხან ოდნავ წამოუბერავდა ხოლმე
ქვენა აღმოსავლეთის ქარი (ნ. ლომოური)
3. სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის გარემოც
ალერსით ეგებება სოფელი კეთილი და მადლიანია დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა (ს. კლდიაშვილი)
4. კვირა დღე იყო ის-იყო სოფლის ეკლესიაზე წირვაც გათავდა სალოცავად მოსული ხალხი
ეკლესიის გალავანში გაიფანტა შეიქნა ჩვეულებრივი სჯა-მუსაიფი სოფლელებს შორის ერთ
ადგილას რამდენიმე კაცი გულმოდგინებით ყურს უგდებდა რაღაც მხიარულ ამბავს
(დ. კლდიაშვილი)
5. იგი არც ძველი ნამამასახლისი იყო და არც ახალი ნათავმჯდომარევი ამ კაცისთვის
ვინმეს არც სოფლის თავკაცობა მიუნდვია და ძალისძალად არც სოფელზე მზრუნველობა
მოუხვევია თავზე სერაფიონ გორდაძეს არც ერთი მეზობლის ძაღლი არ შეუყეფდა (ო. იოსელიანი)
6. ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა დაუბერა ნოტიო ნიავმა მთელ დღეს
იქროლა მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა იწვიმა შუაღამემდე შუაღამის შემდეგ წვიმა
თოვლმა შეცვალა (რ. ინანიშვილი)
7. ხვალ საავადმყოფოში მივდივარ გარეთ გრილა ჩემს ნაცრისფერ პალტოს ჩავიცვამ
(ქ. თუთბერიძე)
8. ვაჭრობის დასრულებისას ევაც ამოვიდა გემზე მამას ბეწვეულში გაცვლილი სანოვაგის
ჩაზიდვაში ეხმარებოდა მშობელთან საუბრისას ის არ იყენებდა მუნჯის სპეციფიკურ ჟესტებს მამა- შვილი კარგად ირჯებოდა მეზღვაურებიც ეხმარებოდნენ (რ. თაბუკაშვილი)
9. დაბალ სკამზე ჩამომჯდარი შიოლა წარბშეჭმუხნილი დასცქეროდა სოხანეს ბუხარში
ცეცხლი ენთო სინათლე დასთამაშებდა შიოლას სახეზე სამი ვაჟკაცი ატუზულიყო დედაბოძთან
(გ. დოჩანაშვილი)
10. ნუცა და ხელმძღვანელი წყაროსთან ისხდნენ ნუცას ხელში ახლად აღმოჩენილი
საბჭოური წარმოების სინი ეჭირა და მთელი ქვეყანა თავზე ექცეოდა ხელმძღვანელი მშვიდად
ლაპარაკობდა მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველი არ იყო და ცდილობდა ახალბედა
“არქეოლოგისთვის” ინფორმაცია მეტისმეტად შოკისმომგვრელი არ ყოფილიყო (თ. დოლენჯაშვილი)
11. წინა ღამის უძინარს კედლის საათის ჟღრიალზე გამომეღვიძა თორმეტჯერ დავითვალე
ისევ მომერია თვლემა ახლა ზარის ხმა მომესმა ტალანიდან (კ. გამსახურდია)
12. მტერი დიოდა და დიოდა პირველად მზვერავი ცხენოსნები ამოვიდნენ არსად არავინ არ
ჩანდა ყველაფრის ჭაჭანება იყო გამწყდარი (ლ. გოთუა)
13. ერეკლემ აჰყარა ალყა აწყურს დასძრა თავისი ჯარი და გაუძღვა როკეტის გზაზე ჩვენი
ჯარი ძლიერ ნელა მიდიოდა ცუდი და უცნობი გზის გამო (ი. გოგებაშვილი)
14. თავიდან ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბებოდა დიდი პანიკა იყო ხალხი სარდაფებში
და თავშესაფრებში ათენ-აღამებდა მერე თანდათან საჭმლის მარაგი გაუთავდათ ბომბები უფრო და უფრო იშვიათად ვარდებოდა და ხალხიც თითქოს შეეჩვია ახალ სიტუაციას თვითმფრინავის
დანახვაზე მხოლოდ იმას თუ აკვირდებოდნენ სად დაეცემოდა ბომბები (დ. გოგია)
15. ბარი დღითიდღე იკრებდა ძალებს ბარი დღითიდღე უფრო და უფრო ბევრ მნახველს
იზიდავდა ბარი ფართოვდებოდა და სამუშაო საათების რაოდენობას ზრდიდა ღამით ძილი
შეუძლებელი გახდა (მ. მიქელაძე)
16. ქუთაისში არ იყო თოვლი და იყო ქარი ცივი ქარი იყო აკაკიმ სადგურშივე დაიჭირა
ეტლი (ა. მორჩილაძე)
17. დიდი ხნის წინათ სახლებს ბუხრებით ათბობდნენ ქალაქში ხშირად ნახავდით თავით
ფეხამდე გამურულ კაცებს ისინი ბუხრებს ჭვარტლისაგან ასუფთავებდნენ და დიდი თუ პატარა მათ ჭვარტლიწმენდიებს ეძახდა (გ. პეტრიაშვილი)
18. თამაზს გამოეღვიძა მზის სხივები უკვე იღვრებოდა ოთახში სიხარული დაეუფლა
ვაჟკაცის სხეულს ადგა პატარა აივანზე გააბიჯა არემარეს გადახედა დილის მზე უშურველად
აფრქვევდა თავის სხივებს წვიმით გაჯერებულ მიწას (გ. რობაქიძე)
19. უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის
დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამოების
დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე ცალკეულ სამოსახლოებს კი ამავე ადგილებში ვხვდებით
ენეოლითის დროიდანაც (გ. რჩეულიშვილი)
20. იყო ორი ყანჩა მათი თავგადასავალი სამწუხაროც არის და სასაცილოც ადრე
დაობლდნენ საბრალო დედამ სიკვდილის წინ ვერაფერი დარიგება ვერ მისცა უმწეო შვილებს
თევზებზე ნადირობის ხერხი არ იცოდნენ და ღონე ხომ სრულებით არა ჰქონდათ (ა. საჯაია)
21. უშველებელ ფუღურო მუხის გვერდით ნაბადი იყო გაშლილი ზედ წამოწოლილიყო
ვიღაც თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცი თოფის კონდახი მკერდში ჩაეხუტებინა წელზე შავი რქისტარიანი ხმალი ერტყა ხელში დამბაჩა ეჭირა ხის ტოტზე მიბმული იყო გიშერივით შავი ბედაური ცხენი ნაბადზე მწოლი თითქოს თვლემდა (უიარაღო)
22. საჭესთან ძია სანდრო ზის ჩვენ წინ მანქანებია ჩვენს უკან მანქანებია უწინ შავი
მიკროავტობუსი მიდის ბებიას მიასვენებს ჩვენ ეკლესიაში მივდივართ იქ ბებია უნდა დავასვენოთ
(დ. ქართველიშვილი)
23. კიდევ ერთხელ დადგა თორმეტი ნოემბერი გარეთ გაავებული ქარი ქროდა და ყვითელი
ფოთლები დაღლილი პეპლებივით ფარფატებდნენ ჰაერში აბელი სკამის საზურგეს გადასწოლოდა
(ჯ. ქარჩხაძე)
24. გაზაფხულის გრილი ღამეა ბაღის ბოლოში ვზივარ გავცქერი თითქმის მიძინებულ
ქალაქს და ვოცნებობ (შ. ჩანტლაძე)
წერტილი იწერება სახელდებითი წინადადების ბოლოსაც. ასეთი წინადადებები ხშირად
ერთმანეთს მოსდევს და სურათს ქმნის. მკათათვე. გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები.
(გ. ლეონიძე)
სავარჯიშო # 2. დასვით სასვენი ნიშნები
1. ანტონას ეზო ისლით დახურულ სახლის წინ დიდი ხე მის ძირთან დასაჯდომი ქვები
მარცხნით ყორე და წნელის ჭიშკარი ყორეს გადაღმა სოფლის გზა (დ. კლდიაშვილი)
2. ცხრიანი კომპიუტერის ჯოისტიკი კაცი ასკინკილა ხტუნაობს წვერიანი კაცი წევს მთა
მთის იქეთ კიდევ მთა იქეთ კიდევ მთა ქართულის მასწავლებელი ჩემი პირველი შეყვარებული
ბაღში ბრინჯის ფაფა (გ. მეგრელიშვილი)
3. სკოლის ეზო ასწლოვანი ჭადარი აჟრიამულებული ბავშვები ქვაფენილზე უწესრიგოდ
მიყრილ-მოყრილი ჩანთები
4. წიგნების თარო ნიკოლოზ ბარათაშვილი ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი ვაჟა-ფშაველა
5. მასწავლებლის მაგიდა ჟურნალი წიგნები კალამი სურათებიანი წიგნი საკონტროლო
წერის რვეულები
წერტილი იწერება გეგმაში საკითხების ჩამოთვლისას, ასოებისა და ციფრების შემდეგ.
ინფლაციის ზრდაში ყველაზე მაღალი ზეგვლენის მქონე ცალკეული პროდუქტების წვლილი
წლიურ ინფლაციაში:
1. ხორბლის თეთრი პური (3,0),
2. ხორბლის ფქვილი (0,3),
3. ბუნებრივი გაზი (0,9),
4. თხევადი გაზი (0,2),
5. მზესუმზირის ზეთი (1,2),
6. ქალაქის შიგნით მგზავრობა ავტობუსით, მიკროავტობუსითა და ტაქსით (0,6),
7. ბენზინი (0,5),
8. ცივი წყლის გადასახადი (0,4),
9. ნაგვის გატანის გადასახადი (0,3).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების წილი მთლიან იმპორტში:
ა. ნავთობი და ნავთობპროდუქტები (10,6),
ბ. მსუბუქი ავტომობილები (7,0),
გ. ნავთობის აირები (6,4),
დ. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისგან (4,9),
ე. სამკურნალო საშუალებები (2,7),
ვ. ხორბალი და მესლინი (2,6),
ზ. კავშირგაბმულობის აპარატურა (2,0),
თ. შაქარი (1,7).

სავარჯიშო # 3. დასვით სასვენი ნიშნები
სპორტის სექტორის პროექტები

1 ხელმოკლე სოციალური ფენების საბავშვო ასაკის ნიჭიერი წარმომადგენლების
გამოვლენისა და ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება
2 სპორტული განვითარების მიმართულების ადრეული გამოკვლევის მეთოდიკა ბავშვების
ტესტირების საფუძველზე

ხელოვნების სექტორის პროექტები

I ხელოვნებაში დაოსტატებისა და განვითარების მიმართულების ადრეული გამოკვლევის
მეთოდიკა ბავშვების ტესტირების საფუძველზე
II საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში არსებული ფერწერისა და ქანდაკების
ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გოლოგრაფიული ფიქსირება და ეროვნული კულტურის
მონაცემთა ბაზის შექმნა
III მცირე ზომის ჭედური ხელოვნების ნიმუშების შექმნის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება
ნამზადის ვირტუალური დაპროექტებისა და ელექტროქიმიური ტექნოლოგიით დამზადების მეთოდის
გამოყენებით

კულტურის სექტორის პროექტები

ა საქართველოს ლიტერატურული ნაწარმოებების ეროვნული ციფრული მონაცემთა ბაზის
შექმნის მიზნით მათი კომპიუტერული ამოცნობის სისტემის შემუშავება და აპრობირება
ბ საქართველოს არსებული და დანგრეული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნახაზების
მიხედვით მათი ვირტუალური სამგანზომილებიანი მოდელირება და ციფრული ფორმით ეროვნული
კულტურის არქიტექტურის ძეგლების მონაცემთა ბაზაში შენახვა
გ საქართველოს არქივებში არსებული ქართული ფოლკლორული სიმღერების გადაყვანა
ციფრულ ფორმაში და ეროვნული კულტურის ფოლკლორული სიმღერების მონაცემთა ბაზის
შექმნა
დ ქცევის ყოფითი კულტურის სამაგიდო წიგნი
ეკონომიკის სექტორის პროექტები

1 ტრასეკას სატრანსპორტო დერეფნის ჩრდილოეთ-სამხრეთის მიომართულებით განვითარების
პერსპექტივების გამოკვლევა
2 ქვეყნის ფინანსური ნაკადების მოდელირება და პროგნოზირება ადამიანის ფსიქო-
ფიზიოლოგიური რეაქციების ვებერ-ფეხნერის კანონის გათვალისწინებით
3 გეგმური საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პოსტულატების ფორმულირება
4 მცირე და საშუალო მეწარმეობისათვის ბიზნესგეგმების შედგენის სახელმძღვანელოს და სათანადო პროგრამული უზრუნვეყოფის შემუშავება
5 მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საბანკო-საკრედიტო დაწესებულებებთან
ურთიერთობების სამაგიდო წიგნი
6 ქალაქისა და სოფლის შორის სასაქონლო ბრუნვის აღდგენა და განვითარება
7 მევენახეობაში ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების ეფექტურობის
განსაზღვრა
8 რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების და მათი
თანამშრომლების ეფექტურობის შეფასება საერთო მონაცემთა ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით
9 რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების საკადრო
პოლიტიკის ვიწრო ადგილების გამოვლენა შეფასება და ფორმირება
10 ბაზრის საზღვრების განსაზღვრისა და მისი კონკურენტულობის დონის შეფასების
მეთოდიკის შემუშავება
11 კასპიის რეგიონის ნავთობის ტრანსპორტირების ბაზრის კონკურენტულობის მოდელირება
და ნაკადების პროგნოზირების მეთოდიკის შემუშავება
12 სარკინიგზო ტრანსპორტში განვითარების სტრატეგიული გეგმების ფორმირების
ავტომატიზებული სისტემის შექმნა
13 ქვეყნის სატარიფო პოლიტიკის შემუშავების მეთოდიკა სატრანსპორტო სექტორში
14 სატრანსპორტო სექტორში არსებული ფარული ეკონომიკის შეფასების მეთოდიკის
შემუშავება
15 პროგნოზირების კომპლექსური სისტემისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის
მეთოდიკის შემუშავება
16 სახელმწიფო მოხელეთა ტესტირებისა და შეფასების მეთოდიკის შემუშავება

მედიცინის სექტორის პროექტები
ა კარდიოტელემედიცინის განვითარების მიზნით ექიმის კომპიუტერული კონსულტანტის
მუშაობის ალგორითმის და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
ბ მხედველობადაკარგული ადამიანებისათვის გამოსახულების აკუსტიკური სკანერის
ალგორითმის შემუშავება და სადემონსტრაციო მოდელისათვის სათანადო პროგრამული
უზრუნველყოფის მომზადება
გ მეტყველებადაკარგული ადამიანებისათვის მეტყველების სინთეზატორის ალგორითმისა და
სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
დ მხედველობადაკარგული ადამიანებისთვის კომპიუტერული გამოსახულების
ამოცნობა/იდენტიფიცირების და აკუსტიკური გახმოვანების სინთეზატორის შემუშავება
ე ავადმყოფისათვის ინტენსიური მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების თარიღის
დაგეგმვის ოპტიმალური კალენდარული გრაფიკის შედგენა მისი ფსიქოფიზიოლოგიური
ბიოლოგიური რიტმების გათვალისწინებით

განათლების სექტორის პროექტები

I ძილის პროცესში სასწავლო ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობის გამოკვლევა
II მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის კომპიუტერული სწავლების პროგრამებისა
შემუშავება ინტერნეტის გამოყენებით მეწარმეობის საფუძვლების შესასწავლად
III პროფესიის არჩევისას ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიური ტესტირების მეთოდიკის
შემუშავება
IV ინფორმაციის სუბსენსორული აღქმნის პროცესების გამოყენებით სწავლის ახალი
ტექნოლოგიის გამოყენება დასამახსოვრებელი სასწავლო მასალის ასათვისებლად ტელეგადაცემების
ყურებისა და კომპიუტერთან მუშაობის პარალელურად (25 კადრის ტექნოლოგია)

ადამიანის უფლებების დაცვის სექტორის პროექტები

1 საქართველოში ე წ თურქი მესხების დაბრუნებისათვის საჭირო მოსამზადებელი
საინფორმაციო მონაცემთა ბაზის ფორმირების ღონისძიებები
2 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების
მარეგულირებელი სამართებლივ-ნორმატიული აქტების კრებულის გამოშვება და ვებგვერდზე
განთავსება

3 მასმედიის კრიტიკული გამოსვლების მონიტორინგის და კასკადური რეაგირების სისტემის
შემუშავება ამ პროცესში სათანადო უწყებებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვით
4 ადამიანის უფლებების დამცველი სტრუქტურების ერთიანი სისტემის ცალკეული
რგოლების ამსახველი კრებულის მომზადება მათი უფლება/ვალდებულებებისა და საკონტაქტო
რეკვიზიტების მითითებით
5 საქართველოში მოქმედი და ძირითადი საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციების
ცნობარის მომზადება მათი პრიორიტეტებისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით
წერტილი იწერება სიტყვების შემოკლების დროსაც, მათ შორის, ინიციალების შემდეგ.
აკად. (აკადემიკოსი), პროფ. (პროფესორი), და ა. შ. (და ასე შემდეგ), იხ. (იხილეთ), ნახ. (ნახატი,
ნახაზი), სურ. (სურათი), გვ. (გვერდი), წ. (წელი), წწ. (წლები), სს. (საუკუნეები), ე. წ. (ეგრეთ
წოდებული), ე. ი. (ესე იგი), მაგ. (მაგალითად), სავ. (სავარჯიშო), და სხვ. (და სხვანი)…

სავარჯიშო # 4. დასვით სასვენი ნიშნები
1. აკად დ ტატიშვილი უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია
2. პროფ ნ დავითაშვილმა ნევროლოგიის სფერო მრავალი მიღწევით გაამდიდრა
3. ქართულ-შვედურ ბიზნესფორუმში მონაწილეობენ ცნობილი კომპანიები ერიქსონი, ტელია
სონერა, საპა პროფაილზი და ა შ
4. თვალსაჩინოებისთვის იხ ნახ 5
5. სურ 3 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლების კახეთში
ვიზიტს ასახავს
6. ფიცსიმონზი ინგლისელი მძიმე წონის მოკრივე რომელიც 1897 წ მსოფლიო ჩემპიონი
გახდა მას შემდეგ რაც ჯემ კორბეტი დაამარცხა
7. ჯ ჯოისი ულისე თბ 1983 წ გვ 33
8. XIX-XX სს ამ მხრივ ნაკლებად ნაყოფიერი იყო
9. ე წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის წარმომადგენელთა
განცხადებით ცხინვალს გაზი ქართული მხარის დაუდევრობის გამო არ მიეწოდება
10. სავ 7 ში გამოსახულების გამარტივების ტიპობრივი ნუმუშებია თავმოყრილი
11. კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება ე ი ის კომპანიები
რომელთა ხელმძღვანელებმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მუშახელი დაასაქმეს
12. უცხოური პროდუქცია მაგ რუსული ფილმები აღნიშნულ საკონკურსო ჩვენებში საერთოდ
არ იყო წარმოდგენილი

კითხვის ნიშანი

კითხვის ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების ბოლოს. მართლაც, საიდან მოდის
სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?

სავარჯიშო # 5. დასვით სასვენი ნიშნები

1. ეგ ეტლი ვისი მოგონილია (ი. ჭავჭავაძე).
2. ვერც მისი დისწულიო იკითხეს კარისკაცებმა (ა. წერეთელი).
3. რადა შვრებოდა ჩემო პაპავ ორბი იმასაო (ვაჟა-ფშაველა).
4. რას მიბრძანებთ შენი ჭირიმე ბატონო (ნ. ლომოური).
5. ვერ გამიგია დაარღვია სიჩუმე ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასლან-ბიიმ რისთვის მოდის
ტანმოკლე ფაშათ-ფაშა ჩვენზე რა უნდა ჩვენგან რა დაგვიშავებია მისთვის (უიარაღო).
6. ვართ პოეტურები და ემოციურები მართალია ვერაფერს იტყვი ნამდვილად ვერ შეედავები
ამ მოსაზრებას მაგრამ კარგია ეს თუ ცუდი თუ ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგი ერი ასეთია ზოგი
ისეთი რატომ იგებენ მარკესს არა მხოლოდ პოეტური და მეოცნებე არამედ რაციონალისტურად
მცხოვრები ქვეყნების მკითხველებიც რატომ არა გვყავს ჩვენ ჩვენი საქვეყნოდ ცნობილი მარკესი
რაც მთავარია როგორ ვიცხოვროთ ჩვენ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების ერმა დემოკრატიულ
მაგრამ არაილუზორულ რაციონალისტურ და პრაგმატულ სასტიკ კაპიტალისტურ რეალობაში
ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა და მაშასადამე ქართველობა ხომ სწორედ ამას გულისხმობს საერთოდ
რამდენად რეალურია და საფუძვლიანი ასეთი მეტამორფოზა (ნ. ჩუბინიძე).
7. გუშინწინ ამ ხევში დაესხნენ თავს (გ. რობაქიძე).
8. პარდონ მესიე ბოდიშს ვიხდი რა ენაზეა დაბეჭდილი ეს წიგნი
ჟორჟიენ ვუპასუხე ქართულია გაგიგონიათ ქართული საქართველო (მ. ჯავახიშვილი).
9. შეგიძლიათ ახლა ლაპარაკი გულდამშვიდებით შეგიძლიათ ასეთი საუბრის მოსმენა
(გ. ტაბიძე).
10. კარგია რომ დაგვხედე სად გადაიკარგე (გ. ლეონიძე).
11. სადაური ხარ ჰკითხა ციხისთავმა.
აქაური
რომლისა
მზევარისა
რა გინდა მეფესთან (რ. ინანიშვილი).
12. შვილიშვილი ასე იცის პაპა მაჭარმა
პაპა ზოგჯერ ჰო ზოგჯერ არა
შვილიშვილი ზოგჯერ რატომ
პაპა იმიტომ რომ ზოგჯერ ქვევრის კედელი თხელია
შვილიშვილი მერე
პაპა მერე მაჭარი კი ზედმეტად მდუღარეა
შვილიშვილი ზოგჯერ კი
პაპა ზოგჯერ კი ქვევრის კედელი სქელია მაჭარიც ნაკლებად მდუღარეა
შვილიშვილი მერე
პაპა მაშინ არ სკდება
შვილიშვილი პაპავ ეგ ქვევრი აღარ ვარგა (გ. რჩეულიშვილი).
13. ლევან დაგეძებდი კაცხის სვეტი გაგიგია ოდესმე (ლ. გოთუა).
14. რად გინდა თოფი ბადრია ჰკითხა ბაბუამ (ნ. დუმბაძე).
15. ხოლო რაც შეეხება მომდევნო შეკითხვას თუ რომელი მეცნიერება მიტაცებს ესე იგი
მიყვარს არა მიძნელდება პასუხის გაცემა შეიძლება ჯერ ისა ვთქვა რომელი არ მიყვარს
(გ. დოჩანაშვილი).
16. რად არ მოდიან ესენი კოცონთან არ სცივათ ვეკითხები ენის ბორძიკით მურაბის
პატრონს (გ. ოდიშარია).
17. მერე არ ჰკბენენ იკითხა ჩუმადვე ცოტნემ
ჰკბენენ ხედავ როგორ ტოკავს და იგრიხება ჰკბენენ და უძლებს ითმენს
ნეტავ რა აიძულებს გაიკვირვა ცოტნემ (გ. აბაშიძე).
18. ესე იგი არ მომკლავდნენ ეს მხოლოდ გამოთქმაა ამგვარი (ზ. აბზიანიძე).
19. ასანთს ხომ არ ეძებ შიშით ჰკითხა ვანომ (ე. ახვლედიანი).
20. რა არის კოსმოსი ვინ ვართ ჩვენ სად არის დასაწყისი ან დასასრული რა გველის
კოსმოსის სიღრმეებში როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ვარსკვლავებს ადგილს საიდანაც მოვედით
ამ პლანეტაზე როგორ არის შესაძლებელი არსებობა ქაოსის თეორიის პრინციპებზე სად გადის
ცნობიერების შესწავლის საზღვარი არსებობს თუ არა ცხოვრების რაიმე ფორმა სტრატოსფეროს
იქით შესაძლებელია თუ არა კულტურა კომუნიკაციის სრულიად განსხვავებული საშუალებებით და
არხებით განსხვავებული ეკონომიკით და განსხვავებული მსოფლაღქმით როგორი შეიძლება იყოს
ეგეთი კულტურა შეიძლება თუ არა გრავიტაციით ინფორმაციის გადაწოდება პარალელურ

სამყაროებში შეიძლება თუ არა უიქენდებზე ოჯახთან ერთად წრე დავარტყა დედამიწას ისე რომ
პრობლემები არ შემექმნას კონტინენტალურ კაგებესთან (ზ. ჯიშკარიანი).
21. რა არის ბაბუ ეს ვკითხე წყალი არ დაღვინდა-მეთქი (ბ. ჯანიკაშვილი).
22. ვეჟო ის ჩემი ცოდვით სავსე არსენა აღარ გამოჩნდა მეათეჯერ იკითხა ზაალმა
(მ. ჯავახიშვილი).
23. გახსოვთ მდინარეში რომ გადახტა შარშანდელს იხსენებდა ვიღაც ბიძა რო გადაარჩინა
ტანსაცმლიანად რომ ისკუპა (ბ. ხვედელიძე).
24. განა მხოლოდ ახლა ადრეც მიკითხავს ჩემი თავისთვის რითი მომხიბლა ამ მიუსაფარმა
ბოგანომ (ბ. ხარანაული).
25. ვინც რამეს დააშავებდა სულ ჩემი ბრალი იყო ვინ რა მოიპარა იმერელმა ვინ რა გატეხა
იმერელმა ვის დასცინიან იმერელ ბიჭს ვისა სცემენ გაჯავრებულ გულზე იმერელ ბიჭს ვის
გასაჯავრებლად თქვეს იმერლების დასაცინი ანდაზები იმერლის ბიჭისა (დ. ჭონქაძე)
26. მოსაწვევი ბარათებია შეიძლება
როგორ არა რამდენი გინდა
ერთი ორი რამდენსაც მომცემ ხვალ არის
კი (რ. ჭეიშვილი)
27. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო რა გვაქვს დღეს სასურველი რომ დავიკვებოთ
და შევირჩინოთ რა გვაქვს ხვალ სანატრელი რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ (ი. ჭავჭავაძე)
28. რამ შეგვაძლებინა რამ გვიხსნა ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით
წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა რამ გვასულიერა (ი. ჭავჭავაძე)
29. ხომ ხედავ მკითხა მამაჩემმა
რატომ არა ბრმა ხომ არა ვარ
იცნობ მეკითხება მამა
რა დიდი ცნობა უნდა
ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო
ვისა
ამ პატარა ბიჭს
ბიჭი კი არა ის არ გინდა კიდე ჩემი ლანდია
რა იცი რომ ლანდია
რატომ არ ვიცი განა ცოტა მინახავს წყალში (ა. წერეთელი)
30. ძნელია ნეტა მწყერებზე ნადირობა უმისამართოდ იკითხა ესტატემ (გ. ჩქვანავა)

31. ჰო მდიდარია მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე ჰკითხა მან. გვარგებს თუ
ჭკუით მოვიქცევით ამ მდიდარს კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი
(ი. გოგებაშვილი)
32. რა არის ჩვენი ცხოვრება რანი ვართ ჩვენ და რანი ვიქნებით მომავალში რას ვითხოვთ
ადამიანებისგან და რას ითხოვენ ისინი ჩვენგან საით მიექანება ჩვენი ცივილიზებული სამყარო და
რა როლი გვაკისრია კაცობრიობას ამ სამყაროში (თ. აქუბარდია)

ძახილის ნიშანი

ძახილის ნიშანი იწერება ძახილის ან ბრძანებითი წინადადების ბოლოს. რა ლამაზია!
დაყარეთ იარაღი!
ძახილის ნიშანს ვწერთ მიმართვასთანაც, თუ იგი ცალკეა ხმარებული, ანდა დიდი
გრძნობითაა წარმოთქმული და წინადადების თავშია ან ბოლოში. შვილებო! _ დაიძახა
გამწარებულმა.
ძახილის ნიშანი დაისმის ცალკე ხმარებულ შორისდებულთან, ან როცა შორისდებული
წინადადების თავშია ან ბოლოში და დიდი გრძნობითაა წარმოთქმული. ყოჩაღ!
ძახილის ნიშნით გამოიყოფა მიგებითი ნაწილაკი, თუ ის ცალკე დგას და ძლიერ ემოციას
გამოხატავს. დიახ!

სავარჯიშო # 6. დასვით სასვენი ნიშნები
1. უი დამიდგა თვალები წამოიძახა კნეინა ეფემიამ შვილო ტატე დაბრუნებულხარ კნიაზო
ზაალ გეთაყვა დაადევნე ვინმე თორემ ჩამოვარდება და დამღუპავს (მ. ჯავახიშვილი)
2. არა ასეთ აუგს ვერც ზაალის ყმები მოითმენენ ეყოთ ამდენი სირცხვილი ეყოთ სამი
თავმომწონე ვაჟკაცის გალახვა (მ. ჯავახიშვილი)
3. ასე სჯობს აგაშენოს ღმერთმა ივლიანემ ჭიქა დაცალა და ცოტნეს შესთავაზა
(გ. აბაშიძე).
4. თქვენ უნდა დაბრუნდეთ დიახ თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ კერას
(ზ. აბზიანიძე).
5. ოჰ საწყალო დედაჩემო აგრე როგორ დაიტანჯე (ლ. არდაზიანი)

6. აკაკი აკაკი და სულ აკაკი (ლ. ასათიანი).
7. დე არხვატს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი (გ. ჯაბუშანური).
8. ლეონარდოს საიდუმლო სერობა სვეტიცხოვლის კედელზე რომ ეხატოს რა დიდებული
საქმე იქნებოდა (ლ. ასათიანი).
9. უნდა გავმრავლდეთ მალთუსის ჯინაზე (ლ. ასთიანი).
10. არ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება (ნ. ბარათაშვილი).
11. არა ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას (თ. ბაძაღუა).
12. როგორ გაგვფანტეს ქარიშხლებმა და გადაგვხვეწეს (ა. ბუაჩიძე).
13. დედა ისევ მიყურებს გამოვიხედავ აქეთ ვგრძნობ მაინც ჩემკენ იყურება თან ლამაზია ეგ
ოხერი (ლ. ბუღაძე).
14. რუსი გოგონები ისე დაიბოღმენ რომ ჩემს მტერს (ლ. ბუღაძე).
15. ის დალოცვილი იმას კი არ ფიქრობს რომ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს მეტი
ღონე აღარა გვაქვს ან ჩვენ უნდა ვიყოთ და ან ივანიკა სთქვა ერთმა გლეხმა (ე. გაბაშვილი).
16. ვაი შენ დედას შვილო ვაი შენ დედას დაბადებიდგანვე დაგყვა შე უბედურო ეგ ბედი
(ე. გაბაშვილი).
17. კლაენგური მართლა იტყუებოდა ფრანგი გოგოები ასეთები არ არიან მე მაინც ნუ
მასწავლის (დ. გაბუნია).
18. ო შუა გზაზე რა ძნელია შემოღამება
რომ უკვდავებით შეისყიდო ქვეყნის წამება (კ. გამსახურდია)
19. ჰოდა აღარ ჩამოვუტანთ საქონელს და გათავდა არ უნდათ კარგად იყვნენ (ა. გეგენავა).
20. ყოჩაღ ქალო სრულიად მართალი ხარ სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს
მე ქართველი მეფე გარეგნობითაც ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს კარგი ჩინებული
დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლითა ბარაქალა შენს ქართველ ქალობასა
(ი. გოგებაშვილი).
21. არ გაჩერდეთ იარეთ იარეთ ტყის დაწყებამდე გაუძელით არ გაჩერდეთ ცოტაა
დარჩენილი (გ. ოდიშარია).
22. აჰა ეს შენ და გადაწერე ლამაზად ოღონდ დროზე (ნ. აბულაძე)
23. შენ გეთაყვანოს ჩემი თავი გაიანე უთხრა ბოლოს ბებერმა რა სახით გიხდება ღირსი
იყავ და მოგეცა კიდეცა გადაყარე ეგ შავები (ლ. არდაზიანი)
24. აბა ჩემზე თუ რამე გაიგოთ გადმოდით არ დაიზაროთ (თ. ბიბილური)
25. აბა შენ იცი კინოში არ წახვიდე იცოდე მთვრალი ხარ გამოსძახა დახლიდარმა
(თ. ბიბილური)
26. ვაცქერდები მის სახეს ბნელ ფონზე ვკითხულობ ძირს ჩამომიღე დამასვენე შე
ქრისტიანო (კ. გამსახურდია)
კითხვა-ძახილის ნიშანი

კითხვა-ძახილის ნიშანი იწერება იმ შემთხვევაში, თუ კითხვასთან ერთად გამოხატულია
გაკვირვება, აღტაცება, აღშფოთება. რას მიბედავ?!
კითხვა-ძახილის ნიშანი უნდა დაიწეროს რიტორიკული შეკითხვის ბოლოსაც. განა ეს ბოლო
სანატრელი არ უნდა იყოს?!

სავარჯიშო # 7. დასვით სასვენი ნიშნები
1. ოხ ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი / როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება (ი. ჭავჭავაძე)
2. მე ჩემს ქვეყანაში ვარ რისი უნდა მეშინოდეს დასჭექა კასტრომ (ლ. ბუღაძე)
3. ბოლშევიკური კერპებისა და წითლად დაფერილი ცრუღმერთების წინააღმდეგ ბრძოლას
თუ გულისხმობდა დაუცხრომელი მეომარი ამ სიმბოლოში თორემ რა სჭირდა საბრძოლო და
საომარი ქრისტეს და ქრისტიანულ სათნოებას (ს. წურწუმია)
4. როგორ ვიღაც კუჭატნელმა მარაბდელები უნდა შეარცხვინოს ვიღაც მოთრეულმა
მილიციელმა მუხათელი ფარცხისელი და ბირთვისელი ბიჭები უნდა დაიბრიყვოს ნეტა ნამდვილი ქართველი მაინც ყოფილიყო კუჭატნელი ეს ვიღაც სეფისკვერაძე იმერეთიდან გადმოსულა სოფელ კუჭატანში დასახლებულა და ლეკებს ეომება ეხლა კი ზაალის შესარცხვენად ამოუყვანიათ საბარათიანოში და მის ფალავნებს საქვეყნოდ უტეხავენ სახელს მაშ ამ ორბელიანებმა პირყვითელა გრიგოლმა მისმა ძმამ ზაქარიამ მათმა ბიძამ ყაფლანმა ზაალის სიძემ ალექსანდრემ ჩიტირეკია ელიზბარ მაღალაშვილმა და ზაალისავე სტუმარმა ვასილ მაიორმა ასე ურცხვად უნდა მოსჭრან თავი მარაბდის ბატონს დიდი საამის ჩამონავალ ბარათაშვილს (მ. ჯავახიშვილი)
5. რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად კათოლიკური ეკლესია დღესაც
ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია ნუთუ
შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი ილიასი აკაკის და ვაჟასი (მ. ჯავახიშვილი).
6. რა ვქნათ ჩვენ რა გზას დავადგეთ რით ვუშველოთ მომაკვდავ ბავშვებს რომელთა წინაშე
მთელი ქვეყნიერება მთელი ამერ-იმერი საქართველო ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა (გ. ოდიშარია).
7. სად არის მერვე მე თქვენ გეკითხებით სად არის მეცხვარე (გ. ჩოხელი)
8. იმიტომ რომ ამბობს თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის
კითხვა გგონიათ და ყოველივე იმას რასაც წაიკითხავ გააზრება არ უნდა დიდი ამბავი ტრამვაიში
თუ დაჯდები ან დადგები ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი
კი მაგრამ რაზე (გ. დოჩანაშვილი)
9. ხედავ ხედავ როგორ ვკვდები
10. რას მიბედავ შე ბრიყვო
11. რა დაგიშავე ღმერთო
12. საზიზღარი სიღარიბის უკვდავება რად უნდოდა საწყალ ელიოზს (გ. ლეონიძე)
13. სად წამიხვალ
14. შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ (ა. წერეთელი)

მრავალწერტილი

მრავალწერტილი დაისმის იმ შემთხვევაში, თუ სათქმელი დაუმთავრებელია, ნაწყვეტ-ნაწყვეტ
წარმოითქმის (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მთქმელის გრძნობათა სიჭარბით, უღონობით,
ავადმყოფობით, მძიმე სულიერი მდგომარეობით, ენის ბორძიკით, აზრის არდამთავრებით). თუ
წინადადების შინაარსი მოითხოვს, მრავალწერტილის წინ ძახილის ან კითხვის ნიშანიც დაისმის.
მე… მე… თქვენთვის არაფერი დამიშავებია!…
მრავალწერტილი იწერება იმ შემთხვევაშიც, თუ ციტატა არასრულია (ანუ დედანთან
შედარებით აკლია თავი, ბოლო ან შუა ნაწილი). ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი… იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული, ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია, მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია…
არის შემთხვევები, როდესაც მრავალწერტილი გამოიყენება ტექნიკურ ნიშნად და იწერება სახელებსა და გვარებში გამოტოვებული ასოების ნაცვლად (როცა ავტორს ადრესატის ვინაობის დასახელება არ სურს).
სავარჯიშო # 8. დასვით სასვენი ნიშნები

1. უსარჩოო ელიოზის ჩამონგრეული მიწურის წინ მუდამ გუბე იდგა მწვანე ბუზებით სავსე
ძონძები ჩვრები ჭუჭყი შიმშილი (გ. ლეონიძე)
2. ყვითელი აბრეშუმივით თმა-კულული ლურჯი თვალები ისე ვიგრძენი თითქოს ჩვენს
ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე
მოწიწებით მივუახლოვდი ხმის გაცემა გავბედე და მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა…
(გ. ლეონიძე)
3. დამაგვიანდება დღიურ ვეღარ მივალ სახლში უმთვარო ღამეებით გახლავთ გზაში
გამიჭირდება თვითონ იცით რა გზებია მერე ჩვენკენ მე გიახლებით და ამის მთხოვნელი ვიქნები
თქვენვე მოახსენოთ სოლომანს ყველაფერი გაჭირვება რომ არ მადგეს ღმერთმანი არც კი
შეგაწუხებდით თქვენი იმედით ვიქნები ჩემო ბატონო (დ. კლდიაშვილი)
4. კარგა ხანს ისხდნენ უკვე სულ ჩამობნელდა ავანთეთ დიდი სანთლები ბორისი
კითხულობდა ლექსებს ლაპარაკობდა პოეზიაზე მხატვრობაზე იგონებდა გარდასულ დღეებს ოციანი
და ოცდაათიანი წლების თბილისს ტიციანს პაოლოს დაღლილი ნაღვლიანი სახე ჰქონდა აღარ
მგონია რომ ოდესმე კიდევ მომიხდეს აქ ჩამოსვლაო ამბობდა მართლაც მალე გარდაიცვალა
(ლ. გუდიაშვილი)
5. ყველაფრის ჭაჭანება იყო გამწყდარი არც ცხვრის ფარა არც საქონელი ერთი-ორი
მოწანწალე ძაღლი გალანდეს (ლ. გოთუა)
6. რა იყო რა მ მმოხდა იკითხავდა თეიმურაზი მ მმოითმინეთ მ მოვისაზროთ ჯერ კამათის
საგანი გამ მმოვარკვიოთ (მ. ჯავახიშვილი)
7. რა კარგი დღეა ახალგაზრდა ქალმა ჭიშკართან კუნძზე ჩამომჯდარ ყმაწვილ კაცს
გადახედა
ახლა სატირალში წასვლა ცოდვაა პირდაპირ არა ცოტნე
ცოტნემ მათრახის ტარით ყაბალახი წარბებს ზევით აიწია და ჭროღა თვალებით გაიღიმა
რას იზამ
რას იზამ გამოაჯავრა ასინეთმა შენ კი ისე მეპატიჟები გეგონება ქორწილში მიგყავარ
(კ. ხიმშიაშვილი)
8. თვალს ვახელ და სინათლისაგან დაცლილი ორი თვალი შემომცქერის საყვედურით
სასთუმალი საბანი საგები ყველაფერი ცხელია ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე
გართხმული ვისვენებ (კ. გამსახურდია)
9. ჰო მაგრამ წაიბუტბუტა კორსიკელმა და სიტყვა გაუწყდა პირში (კ. გამსახურდია)
10. თუნდაც სოფელი ნაჭყვედი ათასზე მეტი კომლი ამომწყდარა ათაზე მეტი კერა
ჩანაცრულა (კ. გამსახურდია)
11. შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას
რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი
თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად (ა. ბუაჩიძე)
12. იზეპირებდი პატარა სახლში
ღმერთის რისხვას და სულის გლოვათა
და ობლის თვალებს ჰკიდებდა ფარდას
აღმოსავლეთი და ამის გარდა
იის სუროსი სურნელი ნელი
და ჩამწყვდეული ხშირი სიცილის
ოთახში შიში შფოთვა სიფრთხილე
იხვეწებოდა ვით სურის ყელი (ნ. გელაშვილი)
13. დუმილი
ბადე
ლოდინი
თოლიების მშიერი ხმები
თევზი იქაა
ერთისთვის ძალიან ახლოს
მეორესთვის ძალიან შორს
არა ბადეში
ორივემ იცის ერთმანეთზე ჭეშმარიტება
ორივე თევზს ელოდება (დ. გოგია)
14. ჩემი სახელი აქ აშკარად არაფერ შუაში იყო ერთი წიგნიანი გოგონა შევამჩნიე მოწაფე
უნდა ყოფილიყო
ხელი დავუქნიე (ლ. გოთუა)
15. მეფანდურემ მცდელად შეჰხედა
ლელობი სულ ერთია გეცოდინება
ვიცი მართალია ჩაეღიმა მხედარს ეს ბილიკი მთა-მთა სათოვლე სერით ბოლოს არმაზ-
მცხეთას გადადის
ახლა კი შედგა ვაჟი
სახე დამანახვე და წვრილად გეტყვი გადაგყვებით კიდევაც თუ ერის
საქმე ითხოვს (ლ. გოთუა)

წერტილ-მძიმე

წერტილ-მძიმე შუალედურ ადგილზე მდგომი ნიშანია წერტილსა და მძიმეს შორის. იგი
ერთმანეთისგან მიჯნავს, გამოყოფს ერთნაირი ენობრივ ელემენტებს _ ერთგვარ წევრებსა თუ
ერთგვარ წინადადებებს, მით უფრო, როცა ეს წინადადებები, თავის მხრივ, მძიმეებს შეიცავს. გემმა
გადალახა ზღვები, ოკეანეები; უკან მოიტოვა უამრავი ქვეყანა, ქალაქი; შევიდა ზღაპრულ
სამყაროში.
წერტილ-მძიმე შეიძლება გამოვიყენოთ გეგმის საკითხების ჩამონათვალში.

სავარჯიშო # 9. დასვით სასვენი ნიშნები
1. საფუტკრის წინ ახალ გათიბულ მინდორზე კაცი იწვა ცალი მხარი ხალათიდან გამოეძრო
და შიშველი მკლავი მზეზე გაეშვირა შიშველ მკლავსა და ხელზე უთვალავი ფუტკარი მისეოდა
სახეზე მზისგან დასაცავად გოგრის დიდი ფოთლით ჰქონდა დაფარული ეტყობოდა ცალკე მზე
აწუხებდა და ცალკე ფუტკრის კბენა ნიკაპი უძაგძაგებდა და შიშველი მხარ-მკლავი უტოკავდა
(გ. აბაშიძე)
2. ცოტნემ მშობლებს ადრე დაბრუნება აღუთქვა ცხენს მოახტნენ და გაჰკურცხლეს თითო
შველსა და ირემს დასჯერდნენ ხოხბები და გნოლ-კაკბებიც ინადირეს და უკან დროით
გამობრუნდნენ (გ. აბაშიძე).
3. მშობლებს ბატონიშვილის გამოცოცხლება გუნების შეცვლა ახარებდა უკან მობრუნებული
მემკვიდრის ამბავს შერგილი გამოწვლილვით კითხულობდა მის ნანადირევს ცალკე მიითვლიდა
ისრის აუცდენლად ტყორცნას უქებდა და ახალი შემართებისათვის ამხნევებდა
4. მხატვრული ტექსტის რეცეფციული ესთეტიკის თვალსაზრისით განხილვამ ნაყოფიერი
ზეგავლენა მოახდინა ლიტერატურის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებაზე ნათელი მოჰფინა
ლიტერატურული პროცესების მრავალ ,,საიდუმლოს’’ ლიტერატურული ჟანრების განვითარების
მხატვრული გამომსახველობის ხერხთა ევოლუციის შინაგან მიზეზებსა თუ მოტივებს გარდა ამისა
ამ მოძღვრებამ მნიშვნელოვნად აამაღლა მკითხველის სტატუსი მიაპყრო რა ყურადღება არა მარტო
მის დიდ როლს ტექსტის აღქმისას ნაწარმოების გაცოცხლების საქმეში არამედ მის იდუმალ
თანამონაწილეობასაც ტექსტის შექმნის პროცესში ამავე დროს მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა
მხატვრული ტექსტის საზოგადოებრივი ფნქციის კვლევის სფეროშიც (ლ. ბრეგაძე).

5. 27 სექტემბერს სოხუმი ზეიმობდა თავის უღირს გამარჯვებას მაგრამ მჯერა და მწამს
რომ სოხუმშივე იქნებოდა თუნდაც ერთი რუსი მართლმორწმუნე მონანიე რომელიც იმ დღეს
მუხლმოყრილი იდგა ჯვარცმის წინაშე და მის სულშიც აღიმართა ცხოველმყოფი ჯვარი როგორც
ღვთის თვალი როგორც გაფრთხილება მორწმუნე რომელიც მოწმეა ყველა იმ განუკითხაობისა
რომლის გამარჯვებასაც ზეიმობდა სოხუმი (ე. ახვლედიანი)
6. ჩვენში ორიგინალობის მძაფრი სურვილით აღბეჭდილი მრავალი ლექსი იბეჭდება მაგრამ
პოეზია სწორედ მაშინ კვდება როცა გამორჩეულობის ჟინი ათას სისულელეს წამოაძახებინებს
ავტორს როცა თვალში საცემია მისი წადილი როგორმე რითიმე ყურადღება მიიპყროს თუნდაც
სიშიშვლით ან უხამსობით სხვათაგან გამოირჩეს (გ. ალხაზიშვილი)
7. თავიდანვე უნდა განვაცხადო რომ სამეცნიერო მოხსენების წაკითხვას არ ვაპირებ და
რომც მომენდომებინა ალბათ ვერც შევძლებდი რადგან არც პროფესიით და არც მოწოდებით არ
ვარ ფილოსოფოსი არც ისტორიკოსი ვარ ასე რომ თუ რომელსამე საკითხთან დაკავშირებით
ისტორიული მასალის მოხმობა დამჭირდა ეს არ იქნება პროფესიონალის კომპეტენტური დასკვნა
არც სოციოლოგი ვარ რათა მოვლენები ამ ჭრილში განვიხილო არ ვარ ფსიქოლოგი
(ლ. ბერძენიშვილი)
8. მთა ომივითაა რენტგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას ტაძარივითაა მთა ვისაც ცოტათი
მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი აქ განიწმინდება (გ. ოდიშარია)
9. მივდივარ და ვფიქრობ რომ სწორედ ღმერთმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან არ
შეიძლებოდა სხვაგან გადაეხვია ჩემს შარას არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზად მე
არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით მხოლოდ
უღელტეხილი იყო და არის ჩემი ბედისწერა ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე სასოწარკვეთა და
იმედი (გ. ოდიშარია)

ორწერტილი

ორწერტლს ვხმარობთ შერწყმულსა და რთულ წინადადებებში. იგი დაისმის იმ შემთხვევაში,
თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვის შემდეგაა. ყველამ აქ
მოიყარა თავი: დიდმა თუ პატარამ, ქალმა თუ კაცმა.
თუ განმაზოგადებელ სიტყვას ახლავს ისეთი სიტყვა, რომელიც ერთგვარ წევრთა
ჩამოთვლაზე მიუთითებს (მაგალითად, კონკრეტულად), ასეთი სიტყვის წინ მძიმე იწერება, მის
შემდეგ კი _ ორწერტილი. ღონისძიებაში ბევრი კომპანია მონაწილეობს, მაგალითად:
`საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია~, `თელავის ღვინის მარანი~,
`სამება~, `თბილღვინო~, `ვაზიანი~ და სხვა.
ორწერტილი იწერება უკავშიროდ შეერთებული რთული წინადადების ნაწილებს შორის,
როცა მეორე ნაწილი გადმოგვცემს პირველის მიზეზს, მიზანს ან შედეგს, ანდა ხსნის, განმარტავს,
უფრო ვრცლად წარმოგვიდგენს პირველი ნაწილის მნიშვნელობას. ოჯახში სრული სიმშვიდე
სუფევდა: დიასახლისი წინდას ქსოვდა, კაცი სავარძელში თვლემდა, ბავშვებს ეძინათ.
ორწერტილი შეიძლება დაიწეროს პირდაპირი ნათქვამის წინ, როდესაც იგი ავტორის
სიტყვების შემდეგაა. რუსთაველი წერს: ,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა
კლდოვანი’’.
სავარჯიშო # 10. დასვით სასვენი ნიშნები
1. გლეხები ბედნიერნი იყვნენ მხოლოდ მოსავლის მეექვსედი იყო ამათი გადასახადი
(ე. გაბაშვილი)
2. წეღან ომი ვახსენე და ვიდრე ისევ ომს დავუბრუნდებოდე ამთავითვე უნდა გითხრათ
თედოს ოინებიდან მხოლოდ ნახევარი მინახავს ჩემი თვალით დანარჩენი სოფლისაგან გამიგონია
(თ. ბიბილური)
3. ბარემ ერთბაშად გამოვტყდები ისიც კი არ ვიცი საერთოდ თუ
არსებობს პატრიოტიზმის შემსწავლელი მეცნიერება ან რომელმა დარგმა
დაადო ტორი ამ სფეროს და დააპატენტა მასზე ფიქრის პრიორიტეტი (ლ. ბერძენიშვილი)
4. მინდა ვთქვა მოველი აღსასრულს რათა საბოლოოდ დავრწმუნდე რომ უკვდავი ვარ
(ე. ახვლედიანი)
5. სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია შეუძლებელია არ გაქრე და შეუძლებელია
გაქრე (ე. ახვლედიანი)

6. ყმაწვილმა კაცმა მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა თქვენ მართლა ეძებთ
სადედინაცვლო ქალს (დ. კლდიაშვილი)
7. ილია წერდა ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა
8. მაგიდაზე ელაგა ხილი ვაშლი მსხალი ატამი ყურძენი ქლიავი
9. აივანზე დარჩნენ მოხუცები მართა ქაიხოსრო ლუკა და ანა
10. ეზოში თამაშობდნენ ბავშვები მაია დატო გიორგი ანა და ეკა
11. ყველა იქ დაგვხვდა დავითი გიორგი იოსები თამარი და ნინო
12. ყველა შემთხვევის ადგილას ტრიალებდა ქალები კაცები ბავშვები
13. აქ ამ პატარა ახმეტაში ყველაფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას მიწა წყალი
მთა კლდე ცა
14. ნინოს დაურეცხავს ყველაფერი ჩაფები ხელადები დოქები ჭიქები
15. სავარძელზე გადაეფინათ ტანსაცმელი შარვალი პერანგი კაბა პიჯაკი და ჟილეტი
16. მთელი ოჯახი იქ დახვდა დედა მამა ბებია მამიდა და დები
17. ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთ პროექტს გვთავაზობს
მოსახლეობაში მოვიძიოთ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცემული უიშვიათესი წიგნები და
ბიბლიოთეკაში სამუზეუმო კუთხე მოვაწყოთ
18. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვა ნივთები მაგალითებრ ტალახიანი
ყარაბაღული თეთრი წაღები პირმოტეხილი სპილენძის თუნგი ქონიანი შანდალი სპილენძის
საჩაიეში მოხარშული მყრალაბალახი ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი (ი. ჭავჭავაძე)
19. ბავშვმა ყველა ფიგურა მწვანედ გააფერადა ხეები პეპლები ყვავილები
20. ილია ჭავჭავაძე წერდა სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით
ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას ენა საღვთო რამ არის საზოგადოების საკუთრებაა ი
ჭავჭავაძე ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდან შეშლილის
თარგმანზედა

ტირე

ტირეს ფუნქცია წინადადებაში მრავალფეროვანია. იგი დაისმის გამოტოვებული შემასმენლის
ადგილას. ფიქრია კნეინა ხორეშანის ფარეშია, მარინე _ ტასოსი.
ტირე დაისმის შედგენილ შემასმენელში გამოტოვებული ზმნური ნაწილის (მეშველი ზმნის)
ადგილასაც. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე _ მთელი ქვეყანა.
ტირეს ვხმარობთ კავშირის გამოტოვებისას. მივალ _ გაჩუმდება, გამოვბრუნდები _ ტირის.
ტირე იწერება განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როცა
განმაზოგადებელ სიტყვას უსწრებს ერთგვარი წევრები. დიდები, პატარები _ ყველანი შეიკრიბნენ.
თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელ სიტყვასა და სინტაქსურად მასთან დაკავშირებულ
წევრებს შორისაა ჩასმული, ისინი ტირეებით გამოიყოფა. მეფის შვილებმა _ ადრნასემ, ბაგრატმა
და გუარამმა _ უხვად გაიღეს შესაწირი.
ტირე იწერება დანართის წინ, თუ დანართი წინადადების ბოლოშია. თუ დანართი
წინადადეების შუაშია, იგი თავისი ამხსნელი სიტყვებითურთ ორივე მხრიდან ტირეებით გამოიყოფა.
ამ კლუბში შემოქმედი ახალგაზრდები იკრიბებიან _ უმთავრესად, მწერლები. გიორგიმ თვითონ
წაიკითხა ორი ზღაპარი _ ,,წითელქუდა’’ და ,,კომბლე’’ _ და გახარებულმა უამბო დედას.
ტირეს ვწერთ რამდენიმე მომდევნო განკერძოებული განსაზღვრების წინ. მალე ზამთარი
მოგვადგება კარს _ ცივი და სუსხიანი.
ტირე დაისმის ჩართული სიტყვებისა და წინდადებების გამოსაყოფად, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, თუ იგი ვრცელია. ნამცეცა _ ასე უწოდებდნენ ნინოს მეგობრები _ კეთილი და
ნიჭიერი გოგონა აღმოჩნდა.
,,ეს’’, ,,ეგ’’ და ,,ამ’’ ნაცვალსახელების წინ, რომლებიც ცვლიან წინამვალ სახელობით
ბრუნვაში დასმულ ქვემდებარეს ან პირდაპირ დამატებას, ტირე იწერება. შრომა _ ამ სახელით
საქართველოში რამდენიმე სოფელი იყო ცნობილი.
ტირეს ვწერთ ავტორის სიტყვების გამოსაყოფადაც, როცა ისინი პირდაპირი ნათქვამის
შემდეგაა, ან მის შიგნითაა მოქცეული. ასეთ შემთხვევაში, ტირესთან ერთად მძიმეც იწერება.
ერთად წავიდეთ, _ მთხოვა მეგობარმა, _ მარტო სიარული არ მიყვარს.
ტირე იწერება დიალოგებში პერსონაჟთა ნათქვამის გამოსაყოფად. ამასთან, თითოეული
პერსონაჟის სიტყვას, ჩვეულებრივ, ახალი სტრიქონი ეთმობა.
_ წავიდეთ?
_ რასაკვირველია.
_ იქნებ არც ღირდეს…
_ ნამდვილად ღირს.

ტირე ზოგჯერ იხმარება ორწერტილის, მძიმისა და ფრჩხილების ადგილზე.

სავარჯიშო # 11. დასვით სასვენი ნიშნები
1. ჯემალ სკრიპკა
იანგული ლაწირაკო
ჯემალ ქამო
იანგული წუწკო ბერძენო
ჯემალ წირპლიანო
პატარების ყოჩო
ვირისთავო
ვირის მწყემსო
გოგოების მაჩალკა
ხულიგანო
თბილისელო ჰარიფო
შენი დედა ვატირე იანგული
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა ჯემალ (ნ. დუმბაძე)
2. გრიგოლ რობაქიძეს გერმანულ სამყაროში ძალიან ხიბლავდა ნიცშე ნიცშეს შემოქმედებაში
კი მითოსური ძალის აღორძინება (თ. გეგეშიძე)
3. ეს მასალა ანუ სიტყვა ენობრივი ნიშანი ყველაზე აბსტრაქტულია ხელოვნების სხვა
დარგთა მხატვრობის თეატრის მუსიკის კინოს მიერ გამოყენებულ მასალასთან შედარებით
(ლ. ბრეგაძე)
4. ტერმინები აქტუალიზაცია კონკრეტიზაცია, რეკონსტრუქცია ეკუთვნის რეცეფციული
ესთეტიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს რომან ინგარდენს (ლ. ბრეგაძე)
5. მღუპავ მამა მივიდა იგი ბეკინასთან მღუპავ დანას მიყრი ყელში რატომ მიმეტებ შენი
ჭირიმე ძლივს წარმოსთქვა პლატონმა და ხმაჩაწყვეტილმა უნუგეშოდ ხელები გაშალა
გღუპავ რათა შვილო რათა შენისთანა შვილი უნდა დაღუპოს მამამ
აბა რაა და ისევ სიტყვა გაუშრა პლატონს
კარგი თუ გიყვარდე კარგი მხიარულად შესძახა ბეკინამ შე კარგო კაცო მე ერთი ბებრუხანა
მოვათრიო შენ რატომ უნდა დაიღუპო შვილო რა დაგღუპავს თუ გიყვარდე
შვილი გეყოლება
ხა ხა ხა გადიხარხარა ბეკინამ და სიტყვა გააწყვეტინა პლატონს შვილი გეყოლებაო ხა ხა
ხა რაღა დროს ჩემი შვილია შე კაცო ხა ხა ხა
მამა შენ ნუ მომიკვდები სიკვდილის მსგავს საქმეს მიპირებ

ერთი შენ დაჯინებულად ლაპარაკობ დღეს პლატონ დედაბერმა რავა უნდა შეგაშინოს შე
გლახაკო ასე რატომ უნდა შეწუხდე ეგ შენი შიში მამაშვილობამ სრულიად უსაფუძვლოა რამე
გევნებათ კი არა თუ დამიჯერებ სასარგებლოც იქნება საწყალ მელანოს ცოტა შეღავათი მაინც
მიეცემა თვარა აღარაა ქალი უჭირს ერთ ადამიანს თელი ოჯახი კისერზე აწევს
ბატონო მელანოს ჯაფას რას დეეძებ შენ ნუ
რატომ რას დევეძებ გააწყვეტინა სიტყვა ბეკინამ რატომ არ დევეძებ ისიც შვილი არაა ჩემი
ბატონო შენ სხვებრ შეგვიბრალე და ჩვენს ჯაფას ნუ კითხულობ ნუ დარდობ ღმერთს
ჯაფისათვის ვყავართ გაჩენილი ეუბნებოდა პლატონი მამა შენი ჭირიმე გადათქვი ცოლის თხოვა
და რა გინდა ჩემგან
ნუ ხარ ჯინიანი შვილო შეუტია ბეკინამ მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა
6. სხვამ რაც უნდა ის თქვას მე კი ამ სიტყვებით გავიმართლებ თავს მოყვარეს პირში
უძრახე მტერს პირს უკანაო (ი. ჭავჭავაძე)
7. ვედრება ნატვრის ხე და მონანიება სამივე თენგიზ აბულაძის ფილმია
8. თქვენ სოფლელი ბიჭები ღონივრები ხართ მაგრამ მშიშრები
9. აბაშიძის სახლობა დაბრუნდა მაგრამ ყმა და მამული ჩამორთმეული დაუხვდა ოჯახი
აკლებული და განადგურებული (ა. წერეთელი)
10. ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა (ა. წერეთელი)
11. ოძელაშვილს ყველგან ჰყავდა დოსტი და ძმადნაფიცი ქიზიყში ნათლიმამა მირზაშვილი
თიანეთში სანდრო ცისკარიშვილი გაღმა ბორჩალოში ანდრია ბურნაძე და ათიოდე თათარი
(მ. ჯავახიშვილი)
12. ცხენს კბილებს გაუსინჯავენ მოჭიდავეს მხრებსო
13. რამდენი წლის ხარ ჰკითხა ერთმა
სამოცდაორის შენ
მე ორმოცდათვრამეტის
14. ერთმანეთის პირისპირ სხედან ორნი რაღაც უცხო ტომის ქალი და კაცი.
15. ჩვენი სახლის ზედა სართულს ოდა ერქვა ქვედას პალატი და ორივეს ერთად სასახლე
16. ღარიბი იყო მაგრამ მხიარული
17. ხელოვნება ეს ოქროა მიწის გულში დამარხული
18. ასეთი მანქანები გუთანი სალეწი გამნიავებელი ამჟამად თბილისშიც იშოვება
19. მას ხმელი თავი აქვს ქვემო ყბა მოკლე კანჭები თხელი ხოლო ბეჭის ძვლები სქელი და
ძალოვანი.
20. დიდი თუ პატარა ყველა ულოცავდა აბდუშაჰილს გამარჯვებას (ა. წერეთელი)
21. ტურები არიან თქვა მან გეშინიათ
22. ხან უგნური ვარ ხან ბრძენი ხან არც ესა ვარ არც ისა (ა. წერეთელი)
23. განათლება ეს ხომ უაღრესად მნიშვნელოვანია
24. ნება შენი იყოს პლატონ ჩემო მაგრამ ახლა შენ მიჩქარი სიკვდილს შვილო სიცილით
უთხრა მან.
რავა ბატონო
ი წყეულმა მეც რომ გამაყოლოს წინანდელებს რას მიპირებ მაშინ ა ხა ხა ხა ავი
სანდობია მაგისთანა მთვარეზე დაბადებული დედაკაცი
შენისთანა ღონიერ ადამიანს ის ვერაფერს გიზამს შენ არ მომიკვდე
კარგი კარგი შვილო იამა ბეკინას შვილის სიტყვა კარგია შვილო ასე ქენი მარა საქმეს
შორს ნუ გადადებ თვარა
არა ბატონო ამ დღეებშივე შევუდგები რაღაზე გავაჭიანურო საქნარი მოლეული ჯობია
ჰო ჰო რასაკვირველია რასაკვირველია მარა გახსოვდეს შვილო უხეირო ვინმეს არ
შემყარო თორემ სირცხვილს გაჭმევ პლატონ მიგიტოვებ ქალს და სხვას მე თვითონ ამოვირჩევ
მამაშვილობას გეფიცები ღიმილით უთხრა ბეკინამ
ბატონო მაგ რა საკადრისია რატომ ვიზამ მაგ საქმეს მიუგო პლატონმა ამაზე მეტად არ
გჯერათ ჩემი
ჰო და აბა ჰე აბა ჰე აწი შენ იცი მე თანახმა ვარ ოღონდ არ დააგვიანო ესეც
გახსოვდეს მეტს რაღას მომთხოვ კიდევ შვილო ყველაფერი შენს ნებაზედაა და ეგ არის აწი მაინც ვერაფერში მისაყვედურებ შვილო (დ. კლდიაშვილი)
25. სად იყავ შენი ჭირიმე ჰკითხა მერე კნეინასა რომ ეგრე დაიღალე
როგორ თუ სადა შენი ჭირიმე ოჯახობაა სახლია კარია თვალყურის ჭერა უნდა შენ
გენაცვალოს ჩემი თავი მიუგო კნეინამ
ეგრე ჩემო დარეჯან ეგრე გეთაყვანე დედაკაცობაც ეგ არის და
მაშ მიუგო ქებით თავ-გაზვიადებულმა ცოლმა ესე უნდა თვალგაფაციცებული დასტრიალებდე
მოსამსახურესა თორემ ჭამის მეტს არას გააკეთებს ბიჭებს მოვლა უნდა
მაშ მაშ
ბევრმა არ იცის როგორ მოეპყრას
მაშ არ იცის თორემ რომ იცოდეს კარგია მაშ
ხანდისხან ტყუილ-უბრალოდაც უნდა დასტუქსო რომ გამოლანძღო კიდეც ცუდი არ იქნება აი მე
გავლანძღავ კიდეც გავუჯავრდები დავტუქსავ დავწყევლი სულ რისთვის იმისთვის რომ შიში და
კრძალვა ჰქონდეს თორემ შენი მტერი
ოღონდაც შენი მტერი ოღონდაც
ეს გლეხები არიან გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა მერე თუნდა შვინდის სახრით
მისდგე ფეხს ვერ გადაადგმევინებ თუ ადრევე დატუქსული არა გყავს
ოღონდაც დატუქსული უნდა გყვანდეს მიუგო ხელახლად თავის ცოლის სიბრძნისაგან
გაოცებულმა ლუარსაბმა ოღონდაც გაქირ ვირსავით შედგება
არა გეთაყვა ეს რაცა ვთქვი ტყუილია
ტყუილი რად იქნება მართალია შენოდენა დედაკაცს სიზმარიც დაეჯერება წამოროხა
უთავბოლოდ ლუარსაბმა (ი. ჭავჭავაძე)
26. ხომ არ გეშინია
მეშინია
რატომ გეშინია
მეშინია
კიდევ გეშინია
მეშინია
გესმის გერშვინია
გერშვინია
კონიაკს დალევ
მანგოს წვენს
უნდა გაკოცო
მაკოცე
შენ არ მაკოცებ
მე არა
მაშინ მე ორჯერ გაკოცებ (ტ. ჭანტურია)
27. მერე
რაღა მერე ჩაიქნია ხელი პაპამ რაღა დარჩა ძაღლი არა კატა არა ქათამი არა ღორი
ვირი ცხენიც ხომალდიც აღარ გამოჩენილა რაღაც ამბავი ხომ არაა იქით აიხედა პაპამ ზევით
(ბ. ხვედელიძე)
28. ოთახი სამი იყო აქედან ჩვენ ორი გვეკუთვნოდა ორშიც იმ სახლის მდგმურები
ცხოვრობდნენ ნონა და მისი ქალიშვილები (ბ. ჩეკურიშვილი)
29. გამიხარდავ ა გამიხარდავ
გადი კაცო დარდების შემგროვებელი იძახის
შენ გადი სალომე
მე რატომ გავიდე გადი გახისფეხდი
რა ვუთხრა მერე
აი რა უნაღვლელი კაცი ხარ ნეტავ როგორა ვძლებთ შენ ხელში არაფერი გადარდებს
კაცო
მერე მაგას რა თავში ვახლი ჩემს დარდს
გადი ხო იცი თუ არაფერს ეტყვი არ მოგეშვება (გ. ჩოხელი)
30. დათუნა შვილო რაზე ფიქრობ გამოელაპარაკა დედა
არაფერზე დედა
მემგონი შენ იმ თოფზე ოცნებობ არა
ხო დედა
დათო შენ სახლში აიყვანე პატარები მე აქ შევალ საქმე მაქვს
შეგიძლია ასაუზმო
კი დედა
შემდეგ დააძინე
კარგი
მე წავედი (გ. რჩეულიშვილი)
31. თავდავიწყება სვ ყიფიანმა მიამბო ტყის კაცი პაოლო იაშვილმა ორი განაჩენი შოთა
დადიანმა მართალი აბდულაჰ სანდრო შანშიაშვილმა თეთრი კურდღელი პროფ ასათიანმა
სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე
(მ. ჯავახიშვილი)
დეფისი

დეფისი გამოიყენება სტრიქონიდან სტრიქონზე სიტყვის გადატანისას, რთული სიტყვის
(კომპოზიტის) ნაწილებს შორის, აგრეთვე, სიტყვებს შორის, რომლებიც აღნიშნავს დროის,
სივრცის ან რაოდენობის მიჯნას. სამეცნიერო-ტექნიკური, XIX-XX სს. დეფისს ვწერთ იმ
შემთხვევაშიც, როცა ქართული სიტყვის ფუძე ან ბრუნვის ნიშანი უცხო სიტყვის ფუძესთანაა
დაკავშირებული, ანდა ციფრებით გამოხატულ რიცხვით სახელს რიგობითობის მაწარმოებელი
აფიქსი, ბრუნვის ნიშანი ან სხვა ფორმანტი დაერთვის. X-ქრომოსომები, მე-15, გიორგი III-მ.
დეფისით გამოიყოფა სხვათა სიტყვის ნაწილაკები -მეთქი და -თქო. წავიდეთ-მეთქი. ამასთან, –
მეთქი- და -თქო-ნაწილაკიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში არ ჩაისმის. ბრჭყალებში შეიძლება
ჩავსვათ სხვათა სიტყვის ,,ო’’-ნაწილაკდართული პირდაპირი ნათქვამი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ იგი სხვისი ნათქვამია (მაგალითად, ანდაზა). ,,ძალა
აღმართსა ხნავსო’’.

დეფისი და ტირე ორი სხვადასხვა ნიშანია და ისინი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. არ
შეიძლება, მაგალითად, ვთქვათ, რომ დედ-მამა იწერება ტირეთი. ეს წესი უნდა გავითვალისწინოთ
წერისა და ბეჭდვის დროსაც: ტირე დეფისზე დიდია (დაახლოებით ორი ასოს ტოლი) და წინა და
მომდევნო სიტყვებისგან დაშორებულია იმხელა მანძილით, რამხელაც სიტყვებს შორისაა დაცული.
დღეს ღამე მოსდევს, ღამეს _ დღე. დეფისი პატარაა (ერთი ასოს ტოლი) და ვინაიდან იგი
სიტყვის ნაწილებს აერთებს და არა სიტყვებს, წინა და მომდევნო ასოებისგან მხოლოდ იმხელა
მანძილითაა დაშორებული, რამხელაც ასოებს შორისაა დაცული. გაიარ-გამოიარა.
სავარჯიშო # 12. დასვით სასვენი ნიშნები, მათ შორის, დეფისები
1. მთავარია ტყვია წამალი არ გავითავდეს და არაფერი გვიჭირს
2. ივლიანე მოძღვარს ზღვა მოსწყინდა და ტყე ტყე და მთამთა ხეტიალი მოუნდა კარის
ეკლესიიდან მწევარმეძებრებთან და ქორ მიმინოებთან გადაბარგდა და სულის სასარგებლო
მოღვაწეობა თითქმის დაივიწყა (გ. აბაშიძე)
3. დღევანდელი კაცობრიობა ბერძნულლათინური ტერმინებით სულდგმულობს მაგრამ
რამდენჯერაც უნდა გაუმეოროთ ძველ რომაელს კომპიუტერი სულ ერთია ვერაფრით გააგებინებთ
სახელდობრ რაზე ელაპარაკებით (ლ. ბერძენიშვილი).
4. თავისი ბებიისა და დედ-მამისგან განსხვავებით შესანიშნავი ქართულით მეტყველებს
სომხური არა თუ ფრაზა ერთი სიტყვა ერთი შორისდებულიც კი არ წამოსცდება და მეტიც
საქმროს ერთგულებას რუსთაველის ზეპირად ნათქვამი სტრიქონებით ეფიცება (ლ. ბერძენიშვილი)
5. საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ ერთ დედაბოძად ითვლება
(მ. ჯავახიშვილი).
6. თევდორეს ბაღბოსტანი სხვის ხელში გადავა ამიტომ მეგობრები ზოგჯერ დუქანს
ასცდებიან და თევდორეს ბაღ ბოსტანს გიდელკალათებით ესტუმრებიან (მ. ჯავახიშვილი)
7. მზეს შევცქერით და გეზი ჩრდილოდასავლეთისკენ მიგვაქვს (მ. ჯავახიშვილი)
8. ჯუანშერს ხელფეხი გაუცივდა თითქოს დამბლამ შეიპყროო და მიმქრალი თვალები
კაკლებივით გადმოეყარა (მ. ჯავახიშვილი)
9. მაზუთით დაძეძგილ შავ ცისტერნებს პეტრეპავლეს სასაფლაოს გასწვრივ ლაზარეთის
გალავნის წინ მიაგრიალებდა ორი ელმავალი (რ. ჭეიშვილი)
10. დგანან ჭიშკრის დედოს ჩრდილში ქარიან მთვარიანში (რ. ჭეიშვილი)
11. ცარიელი ლიფტი დახრიალებს ზევითქვევით სართულსა და სართულშუა დროდადრო
ანათებს წითელი თვალი (რ. ჭეიშვილი)
12. ეს ბზარი თუ იყომეთქი ვიკითხე სხვა არაფერი ხომ არ შეგაშინეთ უკაცრავად ბოდიში
ბზარების გამო (რ. ჭეიშვილი)
13. იგავ არაკები მანდა გაქვთ ეკითხება ხალათაფორაჯებული დასაკეცი კიბის ფალანგზე
მკლავჩამოდებული მღებავი (რ. ჭეიშვილი)
14. მომისმინემეთქი გითხარი ზრდილობა არ გაქვს სულ შენც მშვენივრად გეტყობა სადაც
ხარ გაზრდილი (ბ. ხვედელიძე)
15. პაპა კარლო და მეზობლის ქალი ფეხაკრეფით უახლოვდებოდნენ საწოლს და ფრთხილად
უჭერდნენ მხვრინავ მამას ხელფეხს (ბ. ხვედელიძე)
16. მხოლოდ ერთს დავძენ ეს წიგნი თავის დროზე მკვლელმანიაკებს შორისაც ძალიან
პოპულარული იყო დაწყებული ჩარლი მენსონით და დამთავრებული მარკ ჩეპმენით (მ. ხარბედია)
17. ნაწარმოებში უცნაური განწყობა იგრძნობა ეს არის თითქოსდა უნებლიეთ რელიგიური
ლექსი ლექსისამძიმარი (ლ. კოდალაშვილი)
18. ნელნელა სხვებიც მოდიან ქალები კაცები ზოგს გაზეთში გაუხვევია სადილი ზოგს
ცელოფანში (ბ კვირტია).
19. დიალექტები ქართული ენის შვილები არიან სვანური და მეგრულჭანური კი ქართული
ენის ძმები მშობლის ქართველური ენის იერ სახე ზოგჯერ ქართულმა უკეთ შემოგვინახა ზოგჯერ
სვანურმა და ზოგჯერაც მეგრულ ჭანურმა (თ. კვაჭანტირაძე)
20. ამ საოცარმა ხელოვნებამ როგორც ციებ ცხელებამ ისე შეიპყრო მთელი ინდოეთი
(შ. ჩანტლაძე)

ფრჩხილები

ფრჩხილები ერთი ნიშანია. ფრჩხილებში ჩაისმის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომლებიც
ხსნის, განმარტავს წინა სიტყვის მნიშვნელობას. აკუპუნქტურა (წერტილოვანი მასაჟი) ხშირ
შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია.
ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს ჩართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც იძლევიან
დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას თუ შენიშვნას ძირითად წინადადებაში გამოთქმულ აზრთან
დაკავშირებით. ეფრემის შვილები, რა თქმა უნდა, ვაჟები (ქალი მუნჯი ჰყავდა), გაიოზი და ბაქარი,
თელავის სასულიერო სემინარიაში იზრდებოდნენ.
ფრჩხილებში წერენ მსმენელთა რეაქციას სტენოგრაფიულ ანგარიშებში (ტაში), (სიცილი
დარბაზში).
ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ ტექსტში დამოწმებულ წყაროზე მითითება. ეს ლექსი ვაჟა-
ფშაველას თხზულებათა ორტომეულის I ტომშია დაბეჭდილი (ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა ტომი I,
თბ., 1979 წ., გვ. 169).
არც გახსნილი და არც დახურული ფრჩხილების წინ არ დაისმის სასვენი ნიშანი. ისინი
დაისმის მხოლოდ დახურული ფრჩხილის შემდეგ. დახურული ფრჩხილის წინ შეიძლება იყოს
მხოლოდ ის სასვენი ნიშანი, რომელიც ფრჩხილებში მოთავსებულ სიტყვებთანაა დაკავშირებული,
მაგალითად, წერტილი შემოკლების ნიშნად. ,,სალხინო’’ კურნავს უამრავ დაავადებას
(ოსტეოქონდროზს, სახსრების დაავადებას, მასტიტს, ნევროზს და ა. შ.).

სავარჯიშო # 13. დასვით სასვენი ნიშნები, მათ შორის ფრჩხილები
1. ჭოლა მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს
სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში აქვე გარდაიცვალა იგი 1915 წელს დაასაფლავეს
თბილისში კუკიის სასაფლაოზე ამჟამად განისვენებს დიდუბის პანთეონში (ს. ჭილაია)
2. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ პერსონაჟებს მიმოწერის საჭიროება რეალურად აქვთ
რადგან ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან ერთი ამერიკაშია მეორე კი საქართველოში ეს მაინც არასაკმარისი მიზეზი აღმოჩნდება იმისთვის რომ საერთოდ არ ჩანდეს
მათი თუნდაც ტექსტისმიღმიერი ურთიერთობა უკიდურეს შემთხვევაში თუნდაც ცალკეული მათი
ყოფა და არსებობა რაც ალბათ უნდა იგულისხმებოდეს ამ მიმოწერის ნებისმიერი მიმოწერის
პარალელურად ის თუ როგორ ცხოვრობენ ისინი თავისთვის მესამე პირში ან რას ფიქრობენ
მიმოწერის მიღმა პირველ პირში (დ. ჩიხლაძე)
3. სახელები რომლებიც მაშინ გამოჩნდა ქართული ლიტერატურის სცენაზე ამ სიტყვის
პირდაპირი გაგებით რადგან რეპრეზენტაციები უფრო შეეხებოდა საბინაო შეკრებებს ქუჩებს
გამოფენებს უნივერსიტეტის აუდიტორიებსა თუ თვითგამოცემებს სრულად წარმოაჩენენ ამ
რადიკალიზმის შესაძლო სპექტრს თუმცა ეს ტენდენციები მათ შემოქმედებაში მხოლოდ
განვითარებაში გამოჩნდა უფრო სისტემურად ან სტილის სახით (დ. ჩიხლაძე)
4. გიორგის ცოლმა თავი ზედ დააკლა საცა ჩემი გიორგი მოკვდა მეც იქ უნდა მოვკვდეო
იმათ საფლავს ახლაც ყარაულები უყენია მთქმელი ა ქებაძე 60 წლისა ს კავთისხევი წერა-
კითხვის მცირე მცოდნე ჩაწერილია 1943 წლის იანვარში (გ. შატბერაშვილი)
5. ფრაგმენტაციის ხანის ეს ორივე საგულისხმო პოეტური ფართო გაგებით ნაწარმოები
ბარბაქაძის ,,ტრფობა წამებულთა’’ და ამაღლობელის ,,სეკვენცია’’ კარგად გვიჩვენებს რომ
მხოლოდ პოეტურ ტრადიციასთან მუშაობით შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა გნებავთ
მისი დეკონსტრუქციისა თუ პირიქით ამ ტრადიციის განახლებისა თუ გაგრძელების გზით კიდევ
ერთხელ მსურს გავიმეორო რომ ფრაგმენტაციის ხანის პოეტთა ნაკლი ტრადიციასთან
დაპირისპირება კი არაა არამედ ქართული სალიტერატურო ენისა და ამ ენაზე შექმნილი
ლიტერატურის არცოდნა ან შეზღუდული ცოდნა ერთი მხრივ ხოლო მეორე მხრივ სტერილური
ქართული და პოეტური რეფლექსიის თვითცნობიერების ნაკლებობა სწორედ ამის გამო ვერ ქმნიან ისინი ესთეტიკურად მნიშვნელოვან ნაწარმოებებს (ზ. შათირიშვილი)
6. ამ ორი სინამდვილის სინქრონიზაცია ძირეულ პოლიტიკურ და საკონსტიტუციო
რეფორმებს საბოლოო ჯამში კი სრულიად ახალ კონსტიტუციას მოითხოვს რათა ლიბერალური
დემოკრატიის კონსოლიდაცია ჰაერში არ გამოეკიდოს და დაუსრულებელ პროექტად არ დარჩეს
(ლ. რამიშვილი)
7. მარი ბროსემ გამოაქვეყნა ჯუანშერის XI ს ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა რომელშიც
მოხსენებულია ვარსქენის მიერ შუშანიკის წამება ბაკურის ზეობაში ე ი VI საუკუნის მეორე
ნახევარში აგრეთვე ბაკურ მეფის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯა საგულისხმოა რომ
ჯუანშერის ამ შეცდომას არაერთი ძველი ავტორი ვახუშტი ანტონ პირველი ი ბაგრატიონი და სხვ იმეორებდა მარი ბროსე იყო პირველი მკვლევარი რომელმაც კრიტიკულად განიხილა ჯუანშერის თვალსაზრისი (ლ. მენაბდე).
8. ახლახან მარტონ იშტვანოვიჩმა კელეტ ტოტაშის ფურცლებზე მოკლე წინასიტყვაობით
გამოაქვეყნა შუშანიკის წამების შემოკლებული უნგრული თარგმანი სრული სახით იბეჭდება
ქართული პროზის ანთოლოგიაში პარიზში დაიბეჭდა შუშანიკის წამების ს წულაძისეული
ფრანგული თარგმანი (ლ. მენაბდე)
9. ჩვეულებრივ სამღვდელოების შემდეგი სურათი წარმოჩინდებოდა ერთ მხარეს
რადიკალური ფუნდამენტალისტები მეორე მხარეს ლიბერალები ისინი საქართველოს ეკლესიაში
უკვე გაანადგურეს ხოლო შუაში დიდი ჭაობი რომელიც მრავალრიცხოვანი სრულიად ინერტული
და გაუნათლებელი კონფორმისტებისაგან შედგება (ბ. კობახიძე)
10. ბოლო დრომდე ვინახავდი თანდათან მეფანტებოდა მეკარგებოდა წიგნთა არდაბრუნების
ქართული წესის მიმდევარ მთხოვნელთა გამოისობით წიგნებს სადაც მისი რჩევით შემეძლო
ცნობები ამომეკრიფა ფრანჩესკო ასიზელისა თუ ანრი ბერგსონის შესახებ ვიდრე უშუალო
წყაროები გამოჩნდებოდა (ზ. კიკნაძე)
11. არ უნდა გვკვებოს იმის ილუზიამ რომ წიგნებში დაბეჭდილი ზეპირსიტყვიერების
ზღაპრებიდან დაწყებული ანდაზებით დამთავრებული ტექსტები რამდენადმე სრულყოფილ ან
ნამდვილ წარმოდგენას გვიქმნის ზეპირსიტყვიერ შემოქმედებაზე (ზ. კიკნაძე)
12. სწორედ აქ არის არსებითი განსხვავება ძველი აღმოსავლეთის შუმერი და აქადი
ფინიკია ხეთები ხურიტები ეგვიპტე კულტურებისაგან ისინი უპირატესად არქეოლოგიური შეიძლება ითქვას ნამარხი და აღმოჩენილი კულტურებია (ზ. კიკნაძე)
13. მიუხედავად იმისა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იყო ცალკეული მნიშვნელოვანი
პუბლიკაციები მესამე გზის სპეციალური გამოშვება 1994 წელს საარქივო მასალის ბეჭდვა 2002
2004 წლებში ალტერნატივაში ამ ორტომეულში უკვე რელიეფურად გამოიკვეთა კარლო
კაჭარავას როგორც პოეტის მოაზროვნისა და კულტურტრეგერის ფენომენი (შ. იათაშვილი)
14. კლასიკურად სადა სტილით ჩამონაკვთული მისი ნაწარმოებების გაცნობისას გალაკტიონ
ტაბიძის ლექსთა მსგავსად იოლად აღიძვროდა ყოველივეს მსწრაფლ შეცნობისა თუ წვდომის
ილუზია ასე რომ დავითიანის ლამის ყოველ მკითხველს თავისი გურამიშვილი ჰყავდა და დღესაც ჰყავს თვალწინ ესეც არის ერთი ნიშანი დიდთა შემოქმედთა თავისებურებისა ამგვარმა ვითარებამ გაიოლებასთან ერთად გააძნელა კიდეც დავით გურამიშვილის სამყაროსთან მიახლოება (რ თვარაძე)
15. ჩვენ შეგვიძლია აღვფრთოვანდეთ ყოველგვარი თეოფანიით ღვთის გამოცხადებით
რადგანაც ვიცით რომ ქრისტე ყველა მათგანის რეკაპიტულაციას ახდენს თავის თავში შემოკრებს
და მათზე მაღლდება როგორც ამბობენ წმ ირინეოს ლიონელი და წმ მაქსიმე აღმსარებელი
(ზ. თვარაძე)
16. ანთროპოლოგთა ამერიკული სკოლის მკვლევართა ჰარნერი კასტანედა ელიადე
მალინოვსკი ელკინი ევანსპრიჩარდი თვალსაზრისით მითი რიტუალი და მაგია ძალა
ერთმანეთისაგან განუყოფელია (ხ. თავდგირიძე)
17. შრომის პროცესსა თუ ნადირობის წინ შესრულებული სასიმღერო-საფერხულო ტექსტი
რომლის შინაარსობრივი ბირთვი კოსმოგონიურია საწყისის მითს გააცხადებს და ერთადერთ მიზანს კონკრეტულ სფეროში შრომანაყოფიერება ნადირობა და ა შ მაგიური ზემოქმედების გზით
წარმატების მიღწევას ემსახურება (ხ. თავდგირიძე)
18. თასს როგორც სარიტუალო ნიშანს იყენებდნენ ბარბალეს სახელობის სვანურ დღეობა
ლიქურაში ანუ ლიქურეში დღეობის წინა დღეს ხუთშაბათს მელქორაშს ლიქურაშის მორიგე
მედღეობე ბარბალეს სახელობის ეკლესიიდან ბარბლა თასი ანუ ნიშანი მიჰქონდა და ლოცვა
ვედრებით თავის მარანში ათავსებდა (ხ. თავდგირიძე)
19. კონკრეტიზაციის და რეკონსტრუქციის წინაპირობა კი არის აქტუალიზაცია ანუ
ნაწარმოების დეტალის ან ეპიზოდის გაცოცხლება გასაგნება მკითხველის მიერ წუთიერი სცენის
გარდასახვა გაშლილ სურათად რომელიც წარმოქმნის ასოციაციათა და ემოციათა განტოტვილ
ქსელს თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურისმცოდნეობა ენციკლოპედიური ცნობარი მ
1996 სტატია აქტუალიზაცია ციტირებას ვახდენ თამარ ლომიძის მიერ შესრულებული ქართული
თარგმანიდან სჯანი III გვ 213 (ლ. ბრეგაძე)
20. ჩვენი ეროვნული სულის ორი პოლუსია მინდია და მურმანი ორი უკიდურესი გადახრა
მიღებული ნორმიდან ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით (გ. ასათიანი)
21. თანამედროვე ცხოვრებაში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ფუნქციის გაზრდამ წარმოშვა ე წ ვირტუალური ენის ქვეტიპი სადაც ვერბალური ნარატივის გარდა მნიშვნელოვანია ისეთი სემიოტიკური ნიშნებიც როგორიცაა სიცილაკები ღიმილაკები და
სხვადასხვა სახის პიქტოგრამები (დ. ანფიმიადი)
22. ო კონტმა თავის ექვსტომიან თხზულებაში პოზიტიური ფილოსოფიის კურსი მხოლოდ
სპეციალურ პოზიტიურ მეცნიერებათა მათემატიკა ასტრონომია ფიზიკა ქიმია ბიოლოგია
სოციოლოგია პრობლემები განიხილა ხოლო ფილოსოფიას არავითარი ადგილი არ დაუთმო
(ს ავალიანი)
23. დიფერენცირებულ ინდივიდუალიზებული ანუ სიღრმითსიღრმემდე სინთეტურად
ათვისებული მხატვრულად გარდასახული მოდერნისტული აზროვნება არის შემაერთებელი არა
მარტო გერმანულენოვანი არამედ მთელი ევროპული ლიტერატურული სამყაროსი (ბ. ადეიშვილი)
24. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება რომ შოთას პერსონაჟები ყველანი
ფორმალურად არაქართველები და არაქრისტიანები სხვა რელიგიების როგორც წესი ისლამური
რელიგიის წარმომადგენლები არიან (ნ. კაკაბაძე)
25. ისინი ვინც ძალაუფლებას ფლობენ და ეს მარტო ამერიკას არ ეხება უნდა იყვნენ
მიმტევებელნი და სამართლიანები რადგანაც შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ძალაუფლება
ყოველგვარი კრიტიკა მისთვის და მისი ხალხისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება
(თ. აქუბარდია)

ბრჭყალები

ბრჭყალებში ჩაისმის უცვლელად, სიტყვასიტყვით მოყვანილი ციტატები, გამოთქმები,
რომლებიც სხვას ეკუთვნის და არა ავტორს. რუსთაველი წერს: ,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა
ვიწრო, ვერცა კლდოვანი”.
ბრჭყალებში ვსვამთ ორგანიზაციის, დაწესებულების, ჟურნალის, გაზეთის, ნაწარმოების,
ფილმის, სპექტაკლის, გემის, მაღაზიის, სასტუმროს, რაიმე საგნის სახელწოდებას. გაზეთი ,,24
საათი’’, ჟურნალი ,,ჩვენი მწერლობა’’, სააგენტო ,,ჯეოჰოტნიუსი’’ და სხვა.
ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ ირონიულად ნათქვამი, ასევე, ჩვეულებრივისგან განსხვავებული
მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვები. ილია გვიხატავს ლამაზისეულის ,,მშვენიერ’’ გარეგნობას.
ბრჭყალებში ჩაისმის ბარბარიზმები და მოძველებული სიტყვები. ლარსის ,,სტანციაში’’ ილია
რუს ოფიცერს შეხვდა.
წერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე ან ტირე მხოლოდ დახურული ბრჭყალების შემდეგ უნდა
დაიწეროს. ,,შუშანიკის წამება’’, რომელიც მეხუთე საუკუნეში დაიწერა, ჩვენამდე მოღწეული
პირველი ქართული ნაწარმოებია.
კითხვისა და ძახილის ნიშნები (ანდა კითხვა-ძახილის ნიშანი) უნდა დაიწეროს ბოლო
ბრჭყალების წინ, თუ იგი განეკუთვნება ბრჭყალებში მოქცეულ სიტყვას ან სიტყვებს. ,,ურიგო
არაფერი გაუბედოთ!’’ _ უბრძანეს მათ. ხოლო თუ ეს ნიშნები ბრჭყალებში ჩასმულ სიტყვებთან
ერთად მთელ წინადადებას განეკუთვნება, მაშინ ბრჭყალების შემდეგ უნდა დავსვათ. წაკითხული
გაქვთ ,,სამოსელი პირველი’’?

სავარჯიშო # 14. დასვით სასვენი ნიშნები, მათ შორის ბრჭყალები
1. ილიამ გაზეთ დროების ნომერი მოითხოვა
2. კინოთეატრი სიხარული ქალაქის გარეუბანშია
3. ვედრება ნატვრის ხე და მონანიება სამივე თენგიზ აბულაძის ფილმია
4. აგვისტოს ნათელი ხმაური და მძვინვარება და აბესალომ აბესლომ უილიამ ფოლკნერის
ნაწარმოებებია
5. შემოდგომის სონატა და მარწყვის მდელო ინგმარ ბერგმანის ფილმებია მსხვერპლშეწირვა
და ნოსტალგია კი ანდრეი ტარკოვსკისა
6. ეს კაცი სწორედ შეეცოდებოდა კაცს რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო აი
ბატონი კლდიაშვილის მოთხრობების მთავარი აზრი და თუ გნებავთ აი მთელი აზრი ჩვენის
ცხოვრებისა ჩვენი ბეჩავი და საცოდავი ცხოვრებისა (კ. აბაშიძე)
7. ოთარაანთ ქვრივი მოთხრობის შესავალიდანვე ასე გვიხასიათებს თავის თავს თუ გაჭირდა
რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდი ვივლი (კ. აბაშიძე)
8. ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში ბავშვები ერთნაირი გატაცებით კითხულობენ პეროს
გრიმებსა და ანდერსენის ზღაპრებს დანიელ დეფოს რობიზონ კრუზოსა და ჯონათან სვიფტის
გულივერის მოგზაურობას სერვანტესის დონ კიხოტსა და რაბლეს გარგანტუასა და პანტაგრუელს
დიუმასა და ჟიულ ვერნის ვალტერ სკოტისა და დიკენსის რომანებს მარკ ტვენისა და კიპლინგის
მოთხრობებს (გ. აბაშიძე)
9. ნოვატორული სიშმაგე საერთოდ დამახასიათებელია XX საუკუნისათვის განსაკუთრებით
კი ჩვენი დროებისათვის (ლ. ავალიანი)
10. მას შეეძლო გაემეორებინა რაბინდრანათ თაგორის სიტყვები მე დამიწერია ბევრი
თავისუფალი ლექსი და ყველაფერი რაც მათში ვთქვი არ შემეძლო გადმომეცა რომელიმე სხვა
ფორმით შესაძლოა მათ მდიდრული სამოსელი არ აცვიათ მაგრამ ლამაზად კი გამოიყურებიან მე
ვფიქრობ სწორედ ამიტომ შეიძლება მათი დაყენება წმინდა პოეზიის გვერდით (ლ. ალიმონაკი)
11. სხვა რა გზა მქონდა დავურეკე კრიჟანს როგორც მისი ცოლი ეძახდა და ვთხოვე ხუთასი
მანეთი სესხად (გ. ალხაზიშვილი)
12. ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროგრესი და კულტურული
გადატრიალება სხვა არაფერია თუ არა დროის გატარების ახალ-ახალი საშუალებების
გაუთავებელი ძებნა (დ. ანფიმიადი)
13. კრეისერ შმიდტის გამოჩენამ ქალაქს თავზარი დასცა ხალხი პანიკამ მოიცვა მოქალაქეთა
შორის თავი იჩინა შიშმა სიმხდალემ და გაუტანლობამ ყოველთვის ასე ხდება როდესაც
მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებულ მომხვდურთან უწევს ურთიერთობის გარკვევა
(გ. არგანაშვილი)
14. ერთმა კრიტიკოსმა კიდევ ერთმა ჩემი პოემა კოლხიდა გააბიაბრუა (ლ. ასათიანი)
15. მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და
მეტაჩკეებთან (ლ. ასათიანი)
16. რა მომწონს კაკო ყაჩაღში ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს მწუხარე არის, ვით გლოვის
ზარი მითხარ დედალო რას აკეთებდი და შეუნგრია გულის ფიცარი შენი გამჩენის ჭირიმე შენი
ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა (ლ. ასათიანი)
17. როგორი იქნება გალექსილი ასფურცელა და ირმისა ორი საუკეთესო ქართული ზღაპარი
(ლ. ასათიანი)
18. ჩვენს ნიკას ორმოცი წლის ვუნდერკინდი შეარქვა ალიოშა საჯაიამ მასვე ეკუთვნის
ნიკაზე თქმული მდივანი გვყავდა ნიკოლა ვაქებდით არა იყო რა (ლ. ასათიანი)
18. მშვენიერი ხალხური სიმღერები ფერად შინდი ვახტანგური შვიდკაცა წინწყარო ბროლის
ყელსა და სხვები მეტად ძნელად შესასრულებელი და ჩახლართული სიმღერებია (ლ. ასათიანი)
19. მოზარდის ფერად ცხოვრებაში იჭრება ნაცრისფერ ტონებში შეფერილი დამთრგუნველი
რეალობა მის ცნობიერებაში ახალი ცხოვრებისეული პრინციპების შეთვისება დიდი ემოციური
წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობს, რადგან მოზარდის სათუთი გონება რეალობასთან
შეჯახებისას დაუცველია და ყოფიერებაში გამეფებულ ბოროტებას ახლებურად აცნობიერებს ამის
შემდეგ მისი ცნობიერება სამოთხის ბაღს ტოვებს და ურჩხულების ქვეყანაში აბიჯებს
(თ აქუბარდია)
20. ერთხელ ჩვენმა ცნობილმა ჟურნალისტმა რეტროპერსპექტივის წამყვანმა ქალბატონმა
თამარ ცაგარეიშვილმა ჩემს ჯგუფს ასეთი შეკითხვა დაუსვა რა არის სამშობლო (ე. ახვლედიანი)
21. ხსნადი კაფკა ზაზა ბურჭულაძის მცირე რომანია რომელსაც საბა არ მიენიჭა რადგან
ცუდი სიტყვებით იყო დაწერილი დიდი ლექსიკოლოგის სახელი არ შეიძლება უკავშირდებოდეს
ცუდ სიტყვებს ბარემ იქნებ გენიოსის მიერ განმარტებული ერთი-ორი სიტყვაც ამოგვეღო სიტყვის
კონიდან და საერთოდ ავტორს თუ საბა უნდა სასაბაოდაც უნდა წეროს და ილაპარაკოს
განსაკუთრებით ეთერში (ლ. ბერძენიშვილი)
22. ტერმინი პატრიოტიზმი შვა ერთმა ცნობილმა სიმღერამ რომელიც თავიდან საბრძოლო
მარში იყო მერე კი საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნად იქცა მე ვიგულისხმე მარსელიოზა და მისი
სიტყვები ალონს ენფანტს დე ლა პატრიე გავეშუროთ სამშობლოს შვილებო სწორედ ეს
პატრი და მხოლოდ ეს პატრი არის საფუძველი პატრიოტიზმისა რაც იმას ნიშნავს რომ
პატრიოტიზმს საფუძველი უჩნდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩნდება ახალი რეალობა სამშობლო
როგორც ლოიალობის სუბიექტი (ლ. ბერძენიშვილი)
23. გრიგოლ რობაქიძის ერთ-ერთი პირველი წერილი რა არის მოდა 1902 წელს დაიბეჭდა
ჟურნალ კვალში #20 გვ 227 229 1910 წელს კი ჟურნალ ფასკუნჯში # 1 გვ 76 გამოქვეყნდა
მისი თარის ხმა ლექციიდან ბარათაშვილზედ მაგრამ მათში მხოლოდ ზოგადად საუბრობს ავტორი ქართული პოეზიის თავისებურებაზე (თ. ბარბაქაძე)
24. ამელი ნოტომის უზარმაზარი მოუქნელი ცოტა საშიში იდუმალი ღვთაებების მსგავსი
პერსონაჟები პრედექსტატი მკვლელის ჰიგიენა პალამედი ბერნადეტი კატილინას წინააღმდეგ
ბატონი ომოჩი კრძალვითა და ცახცახით სწორედ იაპონური ორთაბრძოლების შთაბეჭდილებებითაა
ნასაზრდოები (ნ. ბექიშვილი)
25. ოცდაოთხი წლის ილია ჭავჭავაძე 1861 წლის ოქტომბერში წერს უსათაურო ლექს-
შედევრს ჩემო კალამო ჩემო კარგო რად გვინდა ტაში დაიბეჭდა 1863 წელს საქართველოს
მოამბის # 1-ში რომელშიც თემატიზებულია მისი დამოკიდებულება იმ ფაქტთან რომ მშობელი
ხალხის ერთ ნაწილს იგი სამშობლოს მოძულედ შეურაცხავს ჩემზედ ამბობენ ის სიავეს
ქართვლისას ამბობს ჩვენს ცუდს არ მალავს ეგ ხომ ცხადი სიძულვილია (ლ. ბრეგაძე)
26. წარმოიქმნება მონოტონურობა განმეორებადობა დაბოლოს მთელი ჯაფის რეზიუმე ამ
სიტყვებში დაკონკრეტდება ამაოთა ამაოება ყოველივე ამაო არს იხ პოემა მრავალწერტილი შემდეგ კი ეს ბიბლიური კრედო ბანალურ სტრიქონებსაც დაბადებს მაგალითად ასეთს რა არის ერთი დღის კაცის ცხოვრება ჩვეულებრივი ვალის მოხდა არსებობისთვის ან მიტყლაშუნე მიტყლაშუნე ცხოვრებავ შენ მხოლოდ ქაფი ხარ შენ მხოლოდ ბორკილი ხარ შენ მხოლოდ ისა ხარ რაც ჟანგდება და განქარდება (ნ გელაშვილი).
27. ყურადღება უნდა მიექცეს თამაზ ენგურის ლიტერატურულ ფსევდონიმს ენგური მდინარეა
სვანეთში აქაფებული მბორგავი მაგრამ მისთვის ენგური რომელიმე შუმერელის ან ქალდეველის
სახელსაც ნიშნავდა ბუნდოვნად გვეუბნება ავტორი (თ. გეგეშიძე)
28. თუ საწყალი ნიკალა ერთი თლაშოის საფასურად მიკიტნებს კედლებს ულამაზდება
იეთიმ-გურჯის ცოცხალი ციტატებით მოფენილია თბილისის ღვინის სარდაფები ვინ დამწყევლა
ვისი წყევლა ამიხდა ეთიმ ცრემლი მეგობარი გაგიხდა (ი. გრიშაშვილი)
29. ესეში ჩემი სიყვარულის პწკარედი რენტგენოგრამის იდეა თომას მანის ჯადოსნური
მთიდან ვისესხე (ნ. დარბაისელი)
30. შეშლილობის თემა ლიტერატურაში არაერთ ავტორს დაუმუშავებია მაგრამ მე
რატომღაც ორი გამახსენდა ფრიდრიხ დიურენმატის 1921-1990 პიესა ფიზიკოსები და კენ კიზის
1935-2001 რომანი ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა ორივე 1962 წელსაა დაწერილი და
ორივეში მთავარი გმირი ფსიქიატრიული კლინიკის ექთანს კლავს მაგრამ მათი მსგავსება ამით
ამოიწურება რადგან განსხვავება გაცილებით მნიშვნელოვანია (გ კაკაბაძე)
31. შალვა ბაკურაძის მინიპოემა ქმრების საკითხავი რომელიც ხუთი წლის წინ დაიწერა და
რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა მაშინდელ პერიოდიკაში სწორედ ის მრავალშრიანი ნაწარმოებია
რომელსაც სხვადასხვა მკითხველი სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი ჭრილიდან აღიქვამს და
აზრის ემოციის თავისთვის საკმარ დოზას მიიღებს (ლ. კოდალაშვილი)
32. სიამოვნებით მინდა განვაცხადო რომ აკუტაგავას ორი ბრწყინვალე მოთხრობა დიალოგი
წყვდიადში და ცხოვრება იდიოტისა სწორედ მისი თხოვნითა და ჩაგონებით ვთარგმნე სამწუხაროდ
რუსულიდან (თ. მაღლაფერიძე)
33. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს ღვთაებრივ სიშმაგედ ღვთაებრივ
ბნედად ნათლავდნენ რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც
მჟღავნდებოდა (შ. ნიშნიანიძე)
Continue reading

ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება

ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება

   ბერძნები ერთ-ერთი უძველესი ერია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ძველი მსოფლიოს ისტორიაში.
საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებები წარმოიქმნა ძვ.წ. VI ს. მეორე ნახევარში შავიზღვისპირეთში-ფაზისი (ფოთთან), დიოსკურია (სოხუმთან), გიენოსი (ოჩამჩირესთან).
საქართველოში მცხოვრები ბერძნები ეთნიკური ჯგუფია, რომელთა ეთნოგენეზი წარიმართა სხვა ტერიტორიაზე. ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ ძირითადად დასავლეთ კავკასიის ქალაქებში. აღმოსავლეთით მათი გავრცელება ქართლის ტერიტორიას არ გასცილებია. კავკასიაში ბერძნების მიგრაციის მეორე პერიოდი XVIII-XX საუკუნის მანძილზე ხორციელდებოდა. ამ ტალღის მოსახლეობა ძირითადად სოფლებში სახლობდა, ეწეოდა მეცხოველეობას და მიწადმოქმედებას.
თანამედროვე ბერძნები ენობრივი თვალსაზრისით ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვან და თურქულენოვან, ხოლო განსახლებული არიან გარდა საბერძნეთისა ანატოლიაში, საქართველოში, ყირიმში და შუააზიაში. შუააზიის გარდა ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ყველა მასალა ბერძნული ჯგუფების მორფოლოგიური იერის შესახზებ
ცალკეული ბერძნული ჯგუფების დახასიათება:
ბერძნები ბერძნულენოვანი თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების (შესწავლილი მ.აბდუშელიშვილის მიერ) ჯგუფისათვის დამახასიათებელია თავის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, მცირე ძრძივი და შესაბამისად თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი (ბრაქიკრანული), სახის სხვა დიამეტრები (შუბლის, ყვრიმალთაშუა, ქვედა ყბის) ძალიან დიდი დიამეტრები, სახის მორფოლოგიური სიმაღლე ძალიან დიდი, ფიზიონომიური დიდი, ცხვირის უნაგირი ძალიან მაღალი, ცხვირის წვერისა და ფუძის დახრილი ფორმების ძალზე მაღალი პროცენტი, ცხვირის ხრტილოვანი ნაწილი ჩაზნექილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ზედა პროქეილური ტუჩის დიდი სიმაღლე, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, გამობერილი ქვედა ტუჩის დიდი პროცენტი.
ამდენად კავკასიური მასშტაბით ბერძნულენოვან ბერძნებს ახასიათებთ თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, ძალიან მსუქანი ტუჩები, ძალზედ მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალიან გამოწეული ნიკაპი, ძალიან მაღალი ცხირის უნაგირი, ჩამოშვებული ფორმების ცხირის წვეტისა და ფუძის ძალიან მაღალი პროცენტი, თვალის ჭრილის ვიწრო ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ზედა თხელი პროქეილური ტუჩის ძალიან დიდი პროცენტი, თმოვანი საფარველის ძალიან სუსტი განვითარება 50,0 % აღწევს, სუსტი – 16,2 %, ხოლო ძლიერი – 8,8% და ძალიან ძლიერი – 15,0 %, თმები ძირითადად შავია ##27, 4, 5 (94,3%), კანის ფერი ძალიან ღია (#3-9) 100%, თმების ფორმა სწორი (86,6%).
ბერძნები თურქულენოვანი წალკის რაიონის (ურუმები). მათ ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მორფოლოგიური მაჩვენებელი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან მკვეთრად დაქანებული ნიკაპი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ხრტილოვანსა და საერთო პროფილში შეინიშნება ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი. დამახასიათებელია აგრეთვე თავის მაღალი მაჩვენებელი, სახის დიდი დიამეტრები, სახეზე თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება (ძლიერი და ძალიან ძლიერი ფორმები 52,7 % შეადგენს).
კავკასიური მასშტაბით მათ ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მაჩვენებელი და ქავედა ყბის მაჩვენებელი, სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, სწორი ფორმის შუბლის ძალიან დიდი პროცენტი, გამოწეული ნიკაპის ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის ძალიან მაღალი უნაგირი, გულ-მკერდზე თმოვანი საფარველის სუსტი განვითარება (სუსტი 16,7%, ძალიან სუსტი 52,6 %), ვიწრო ფორმის თვალის ჭრილის დიდი პროცენტი, ცხვირის ძვლოვანსა და ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი. მათ ასევე ახასიათებთ: შავი თმები (93,0%), თმების ფორმა სწორი (94,6 %), ყვრიმალები სუსტად გამოხატული (67,6%), წარბზედა რკალი სუსტად გამოხატული, თვალის ფერი ძირითადად შერეული (M=1,12).
ბერძნები ტრაპეზუნდისა დაბადებულები საბერძნეთში: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი (ჰიპერბრაქიკრანული), ასევე ძალიან მაღალი სახის მორფოლოგიური მაჩვენებელი, სახის (ყვრიმალთაშუა, ქვედა ყბის) ძალიან დიდი განივი დიამეტრები, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე და ოპისტოქეილური ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, Aზალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალიან ძლიერი განვითრება, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხირის ძალზე მაღალი უნაგირი, ცხირის ხრტილოვანსა და ძვლოვან ნაწილში აზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის წვეტისა და ფუძის დახრილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ცხირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით თავის ძალიან მარალი მაჩვენებელი, ძალიან მაღალი ფიზიონომიური მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალზე მაღალი პროცენტი, მუქი ფერის თმების ძალზე მაღალი პროცენტი, თვალის ვიწრო ჭრილი, დაქანებული შუბლი, ძალზე ძლიერად განვითარებული წარბზედა რკალი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი, ძალიან მარალი ზედა ტუჩი, ძალიან დაქანებული ნიკაპი და ძალზე სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
ბერძნები ტრაპიზუნდისა ემიგრირებული საბერძნეთში. მათ ახასიათებთ: თავის Aძალიან დიდი მაჩვენებელი, დიდი სახის განივი დიამეტრი, ძალიან მაღალი ზედა ტუჩი, გულმკერდსა და სახეზე ძალზე ძლიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი, ძალზე ვიწრო ცხვირი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, დახრილი ნიკაპის ძალზე დიდი პროცენტი, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი.
კავკასიური მასშტაბით მათ ახასიათებთ ძალზე მსუქანი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალზე დიდი პროცენტი, ზალზე დიდი პროცენტი მუქი ფერის თვალებისა, თვალის ფართო ჭრილი, ძალზე მაღალი ცხვირის უნაგირი, ძალზე მცირე სახის ფიზიონომიური სიმაღლე.
ბერძნები დასავლეთ მცირე აზიისა ემიგრირებულები საბერძნეთში. მათ ახასიათებთ: თავის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად ძალიან დიდი განივი დიამეტრის გამო, ოპისტოქეილური ზედა ტუჩის დიდი სიმაღლე, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ვიწრო ცხირი, ცხირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან. დამახასიათებელია ცხირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობის და მრგვალი ან კვადრატული ფორმის ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე დახრილი ნიკაპი, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი.
კავკასიური მასშტაბით მათ აღენიშნებათ მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, თვალის ძალზე ფართო ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხირის ძალზე მაღალი უნაგირი, ძალზე მცირე ყვრიმალთაშუა დიამეტრი, სახის ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები.
ბერძნები დასავლეთ მცირე აზიისა დაბადებულები საბერძნეთში. მათთვის დამახასიათეელია თავის დიდი მაჩვენებელი, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის ღარების შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ძალიან ვიწრო ცხვირი, ძალზე დახრილი ნიკაპი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ტანის ძალზე დიდი სიმაღლე.
კავკასიური მასშტაბით აღენიშნებათ ძალზე სქელი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, თმების ტალღოვანი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალზე ფართო თვალის ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალზე მაღალი ცხვირის უნაგირი, სახის ძალზე მცირე ფიზიონომიური და მორფოლოგიური სიმაღლე, ძალზე დაქანედული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
თრაკიის ბერძნებისათვის დამახასიათებელია: თავის დაბალი მაჩვენებელი, ძალიან ვიწრო ცხვირი, ძალზე სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ზედა ოპისტოქეილური ძალიან მაღალი ტუჩი, ძალზე მკვეტრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილის ფორმების დიდი პროცენტი, ძალზე დახრილი ნიკაპი, ყურის ბიბილოს სამკუთხოვანი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, მუქი ფერის თვალების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ძალზე მსუქანი ქვედა ტუჩი, თავის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, სახის ძალიან მცირე მორფოლოგიური და ფიზიონომიური სიმაღლე, ძალზე დაქანებული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
ეგეოსის კუნძულების ბერძნებს ახასიათებთ: ძალიან დიდი ფიზიონომიური სიმაღლე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, მცირეთ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ცხვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, თავის დიდი გრძივი და განივი დიამეტრები, სქელი ქვედა ტუჩის დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან სქელი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, სქელი ქვედა ტუჩის ძალიან მაღალი პროცენტი, ძალიან მცირე ცხვირის სიგანე, ვიწრო თვალის ჭრილი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე დაქანებული ნიკაპი.
ბერძნები ბერძნულენოვანი მარიუპოლის: სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ოპისტოქეილური ზედა ტუჩის ძალზე დიდი სიმაღლე, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ხცვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე დაქანებული ნიკაპი, თავის მაღალი მაჩვენებელი, სახის დიდი განივი დიამეტრი.
კავკასიური მასშტაბით: სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, პირის ძალიან დიდი სიგანე, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, მუქი ფერის თვალების ძალიან მაღალი პროცენტი, თვალის ფართო ჭრილის ძალიან მაღალი პროცენტი, ცხვირის ძალზე მაღალი უნაგირი, ზედა ოპისტოქეილური მსუქანი ტუჩი, ძალიან დაქანებული ნიკაპი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან მაღალი პროცენტი.
ბერძნები თურქულენოვანი მარიუპოლის. მათ ახასიათებთ ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ოპისტოქეილური ძალიან მაღალი ტუჩი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, თავის დიდი გრძივი და განივი დიამეტრები, თავის დიდი მაჩვენებელი (ბრაქიკრანია), სქელი ზედა და ქვედა ტუჩები, ძალზე დაქანებული ნიკაპი, ყურის ბიბილოს სამკუთხოვანი ფორმის ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: სახის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ზედა ძალიან მაღალი ოპისტოქეილური ტუჩი, ტალღოვანი ფორმის თმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეტრედ გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალზე ვიწრო თვალის ჭრილი, ძალიან მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალიან დაქანებული ნიკაპი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან მაღალი ფორმები.
თურქულენოვან ბერძნებს (ა.პულიანოსის შესწავლილი) ახასიათებთ: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, სახის ძალიან დიდი დიამეტრები (შუბლისა და ქვედა ყბის) და მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ფუძის დაშვებული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირტუჩის ნაოჭთან, თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება გულმკერდსა და სახეზე, ცხვირის ხრტილოვანსა და ძვლოვან ნაწილში ამოზნექილი ფორმების დიდი პროცენტი, სქელი ზედა და ქვედა ტუჩები, ნიკაპი ძალზე დაქანებული.
კავკასიური მასშტაბით: ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი, სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ოპისტოქეილური მსუქანი ტუჩების ძალიან დიდი პროცენტი, მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, ზედა ქუთუთოს ძალიან მკვეთრად გამოხატულო ნაოჭი, თვალის ძალიან ფართო ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები, ირიბ-განივად დახრილი ნესტოების დიდი პროცენტი.
ბერძნულენოვან ბერძნებს (ა.პულიანოსის შესწავლილი) ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, ასევე ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, პირის ძალიან დიდი სიგანე, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალიან ძლიერი განვითარება, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი ფორმების ძალზე მაღალი პროცენტი, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალზე მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, ცხვირის ნესტოების მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, თავის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან სქელი ტუჩები, გულმკერდსა და სახეზე ძალიან ძლიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, ტალღოვანი თმების ძალიან დიდი პროცენტი, მუქი ფერის თვალის ძალიან დიდი პროცენტი, ფართო თვალის ჭრილი, მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალზე დაქანებული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარების ძალიან მაღალი პროცენტი.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება ანთროპომეტრული და ანთროპოსკოპური სისტემების მიხედვით და ასვე ა. პულიანოსის მიერ შესწავლილი ბერძნები (საქართველოს, ყირიმის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეები) გვიჩვენებს მათ პოლიმოეფულობას. ორი ჯგუფი საქართველოში მცხოვრები ბერძნები შესწავლილი იყო მ. აბდუშელიშვილის (1952 წ.) და Aა პულიანოსის მიერ (1959 წ.). ამ ორ ავტორს შორის აღინიშნება ძალზედ მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს ფაქტი გასაგებია, რადგან სომატოსკოპური ნიშნების შესწავლისას სუბიექტური აღქმა ფერის, ფორმის ცნობილი ფაქტია. ამიტომ ფართო შედარებებს ჩვენ ვაწარმოებთ მ. აბდუშელიშვილის მონაცემების საფუძველზე, რადგან ყველა ანალიზში შესული ჯგუფი მისი შესწავლილია. რაც შეეხება ა. პულიანოსის მონაცემებს მისი მასალებით გავცემთ პასუხს, როგორი არიან მორფოლოგიურად ბერძნები და რა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთის მიმართ, ხოლო მ. აბდუშელიშვილის მასალებით ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოდ კითხვაზე რამდენად ახლო არიან სხვადასხვა ბერძნული ჯგუფი კავკასიელებთან, კერძოდ საქართველოში მცხოვრებ ქართულ და არაქართულ ჯგუფებთან.
მ. აბდუშელიშვილის მასალებით იკვეთება, რომ საქართველოში შესწავლილი ბერძნები მორფოლოგიურად ატარებენ წინააზიური რასისათვის დამახასიათებელ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს ფაქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძნები თავისი ანთროპოლოგიური თავისებურებებით უნდა ეკუთვნოდნენ წინა აზიის (და არა ბალკანეთის) ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ასევე დასტურდება ისტორიული წყაროებით (Nეოპჰყტოს, 1991, ა. პულიანოსის მიხედვით). ა. პულიანოსი (1960) მის მიერ შესწავლილ ბერძნებს დიდი ევროპეიდული რასის სამხრეთევროპეიდულ ტიპს აკუთვნებს, ამავე დროს ბერძნებში გამოყოფს ორ ვარიანტს. ერთს არქმევს “ანატოლიურს”, რომელიც ხასიათდება ტუჩების მეტი სისქით, უფრო მუქი პიგმენტაციით, სხეულის საშუალო სიმაღლით და ცხირის ზურგის გამოდრეკილი პროფილის მცირე რაოდენობით. ამ ვარიანტს მიაკუთვნა საქართველოში მცხოვრები თურქულენოვანი ბერძნები და მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთის ბერძნები. მეორე ვარიანტი ხასიათდება “წინააზიური” ნიშანთა კომპლექსით, ცხვირის წვეტისა და ფუძის დაშვებული ფორმების დიდი რაოდენობით. ამ ჯგუფს მიაკუთვნა საქართველოში მცხოვრები ბერძნულენოვანი ბერძნები, ტრაპეზუნტის ბერძნები და ნაწილობრივ თურქულენოვანი ბერძნები და წალკის ქართლელები. ეს ტიპი ასევე წარმოდგენილია მარიუპოლის, განსაკუთრებით ბერძნულენოვან ბერძნებში (А. Пулянос, 1960, с. 89). იგი აღნიშნავს, რომ “ანთროპოლოგიური თვალსაზრისით ბერძნულენოვანი და თურქულენოვანი ბერძნების დიდი ნაწილი მცირე აზიის ავტოქტონები არიან, ხოლო დრო და გზები თუ როგორ აითვისეს მათ ბერძნული ენა საჭიროებს შემდგომ კვლევებს, ასევე, როგორც დრო თურქულენოვანი ბერძნების მიერ თურქული ენის ათვისებისა” (А. Пулянос, 1960, с. 84). მარიუპოლის ბერძნებს იგი თვლის მეტად შერეულ ჯგუფად და მიაკითვნებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული ტიპის “ეგეოსის” ვარიანტს. ეს ვარიანტი გამოირჩევა მკერდზე საშუალოდ გაბვითარებული თმოვანი საფარველით და ძლიერად განვითარებული წვერით, ცხირის ზურგის სწორი პროფილით, ზედა ტუჩის ორტოქეილური ან ოპისტოქეილური პროფილით. მარიუპოლის ბერძნულენოვანი და თურქულენოვან ბერძნებს აქვთ საეთო წარმომავლობა, გაურკვეველია მათი ნაწილი როდის გახდა თურქულენოვანი. მისივე აზრით ფრაკიული ვარიანტი მეტადაა გამოცალკევებული ხმელთაშუა-კავკასიური ბარძნებისაგან – მეზოკეფალიით, ზოგადად მცირე ზომებით, საშუალოდ განვითარებული წვერითა და სუსტად განვითარებული თმებით მკერდზე. აღნიშნავს მის მსგავსებას “პონტოურ” ტიპთან. ამ ვარიანტის მონაწილეობა გარკვეულწილად ვლინდება აზიელ ბერძნებში, მეტად კი დასავლეთ მცირე აზიის ბერძნებში.

ბჰაგავად-გიტა – თავი პირველი

ბჰაგავად-გიტა – თავი პირველი

თავი პირველი
კურუქშეტრას ბრძოლის ველზე შეკრებილ
ლაშქართა დათვალიერება

ლექსი 1
დჰრიტარაშტრამ იკითხა: ო, სანჯაია, მაუწყე, როგორ შეიკრბნენ მწირობის ველზე – კურუქშეტრაზე, ბრძოლის ჟინით ანთებული ჩემი და პანდუს შვილები და რას იქმან ახლა.

შინა-არსი: ბჰაგავად-გიტა მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილია, როგორც რელიგიურ-ფილოსოფიური ნააზრევი, რომელიც განზოგადებულია გიტა-მაჰატმიაში (გიტას ქებათა-ქება) და მითითებულია, რომ ადამიანმა გულდასმით, შრი კრიშნას ერთგულის დახმარებით უნდა წაიკითხოს ბჰაგავად-გიტა, საფუძვლიანად ჩასწვდეს მის აზრობრივ სიღრმეებს და უარი თქვას საკუთარი შეხედულებებისამებრ მის ახსნაზე.

არჯუნამ გიტა უშუალოდ უფლისაგან მოისმინა და სცადა, ეს მოძღვრება ძირისძირამდე შეეცნო. ეს არის ამ წმინდა წიგნის სწორად გაგების გზა. თუ ბედი ვინმეს ისე გაუღიმებს, რომ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის წყალობით, საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე, შეძლებს ბჰაგავად-გიტას გაგებას, მაშინ მისი ცოდნა სრული ვედური სიბრძნისა და ყველა წმინდა წერილის შესწავლით მიღებულ ცოდნას გადააჭარბებს. ბჰაგავად-გიტაში ყველაფერია – ისიც, რასაც სხვა წმინდა წერილები მოიცავენ, და ისიც, რასაც მკითხველი სხვაგან ვერსად მიაგნებს. აი, ეს არის გიტას გამორჩეული ღირსება – იგი სრულყოფილი ღვთისმიერი მეცნიერებაა, რადგან მას უშუალოდ უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება – უფალი შრი კრიშნა მოგვითხრობს.

მაჰაბჰარატაში დჰრიტარაშტრა და სანჯაია განიხილავენ საკითხებს, რაც ბჰაგავად-გიტას ფილოსოფიურ-რელიგიური საფუძველია. როგორც ვგებულობთ, ეს მოძღვრება მოთხრობილ იქნა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე, რომელიც ვედური ეპოქის უხსოვარი დროიდან მწირობის წმინდა ადგილად არის ცნობილი. მას ღაღადებს თვითონ უფალი, რომელმაც ამ პლანეტაზე მოვლინება ინება კაცობრიობის დასაყენებლად სწორს გზაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვას დჰარმა-ქშეტრა (ადგილი, სადაც რელიგიური რიტუალები სრულდება), რაც შემდეგნაირად აიხსნება: კურუქშეტრას ველზე უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება არჯუნას მხარეზე იდგა; ამიტომ კურუთა მოდგმის მამას, დჰრიტარაშტრას, დიახაც, დიდად აეჭვებდა თავისი შვილების გამარჯვება. ამ ეჭვებით გულშეძრული ეკითხება იგი თავის ვეზირს, სანჯაიას: რა ქმნეს ჩემმა წარგზავნილებმა? მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ საომრად შეყრილი მისი და მისი უმცროსი ძმის – პანდუს შვილები ერთმანეთს არაფერს დაუთმობდნენ, თავადაც ამის მომხრე იყო. იგი ღელავდა როგორც მშობელი, თუ რა ბედი ეწეოდათ სასიკვდილო შერკინებაში მის შვილებს. მას ისიც აშფოთებდა, რომ ბრძოლა იმ ველზე იმართებოდა, რაც ვედების მიხედვით, ზეცის ბინადართათვისაც თაყვანისცემის ადგილად იყო პატივცემული და იგი გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგებზე. მეფემ კარგად უწყოდა არჯუნასა და პანდუს სხვა ჩამომავალთა წმინდა ბუნების შესახებ.

სანჯაია ვიასას მოწაფე გახლდათ, ამიტომ მას უნარი ჰქონდა, მეფესთან საუბრის დროსაც დარბაზიდან დაენახა კურუქშეტრას ველზე სპათა გაწყობა და მეფის შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

პანდავებიც და დჰრიტარაშტრას ძენიც ერთი მოდგმის შვილები იყვნენ და ყველანი კურუს შთამომავლებად იწოდებოდნენ, თუმცა მეფემ სანჯაიასთან საუბარში მხოლოდ საკუთარ ნაშიერთ უწოდა კურუ და ამით პანდუს შვილებს საგვარეულო მემკვიდრეობაზე უფლებები უგულვებელყო. თუნდაც ამით ცხადდება, რომ დჰრიტარაშტრას თავის ძმისწულების მიმართ განსაკუთრებული ანგარიში ამოძრავებდა.

როგორც ბრინჯის ყანას მარგლავენ სარეველა ბალახებისაგან, კურუქშეტრას ველზე უფალი, რომელიც არჯუნას ახლდა, ამოძირკვავდა დჰრიტარაშტრას ძის – დურიოდჰანას მსგავს ღვარძლა ბალახს და იუდჰიშთჰირას მეთაურობით ჭეშმარიტად მორწმუნეთ დაუმკვიდრებდა სიცოცხლეს.

ასე აიხსენება სიტყვების – დჰარმა-ქშეტრასა და კურუ-ქშეტრას – ისტორიული და ვედური მნიშვნელობა.

ლექსი 2
სანჯაიამ თქვა: ო, მეფეო! თვალი მოავლო რა საომრად განლაგებულ პანდუს შვილთა ლაშქარს, მეფე დურიოდჰანა თავის მოძღვარს მიეახლა და შემდეგი სიტყვებით მიმართა.

შინა-არსი: დჰრიტარაშტრა დაბადებით ბრმა იყო. სამწუხაროდ, მას სულიერი ჭვრეტის უნარიც დაშრეტილი ჰქონდა. თავად მშვენივრად იცოდა, რომ მისი შვილებიც – სჯულისმიერ ცოდნაში თვალდავსილნი – ვერასოდეს მორიგდებოდნენ დაბადებიდანვე ღვთისმოსავ პანდავებთან.

განდეგილობის წმინდა ადგილზე მათი შებმა ადარდებდა უსინათლო ხელისუფალს. სანჯაიასაც კარგად ესმოდა ამ შფოთვა-ეჭვების მიზეზი, ამიტომ გაამხნევა ავის მომლოდინე მეფე და დაარწმუნა, რომ მის შვილებს წმინდა ადგილის ძალაც კი ვერ გაუნელებდა ბიძაშვილებთან ბრძოლის ჟინს. სანჯაიამ ამცნო მეფეს, რომ პანდავების საბრძოლო ძალების ხილვის შემდეგ მისმა ძემ, დურიოდჰანამ, უმალ მხედართმთავარ დრონაჩარიას მიაშურა, რათა დათვალიერების შედეგები მოეხსენებინა მისთვის. დურიოდჰანა მეფედ იწოდებოდა, ერთპიროვნულად შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო რჩევისათვის მთავარსარდალს მიმართა.

ამით ჭეშმარიტი პოლიტიკოსის თვისება გამოავლინა – მან დიპლომატიური სიმშვიდის ნიღაბი მოირგო, მაგრამ პანდავების საბრძოლო განლაგებით აღძრულ შიშს მაინც ვერ მალავდა.

ლექსი 3
ო, ჩემო მოძღვარო, თვალი მიაპყარ პანდუს ძეთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე უნარიანად რომ განულაგებია შენ გონიერ მოწაფეს – დრუპადას ძეს.

შინა-არსი: დურიოდჰანამ აქაც დიპლომატიურად შეაპარა დიად ბრაჰმან მხედართმთავარს, დრონაჩარიას, მისი შეცდომების შესახებ.

დრონაჩარიას გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდა დრუპადასთან – არჯუნას ცოლის, დრაუპადის, მამასთან. ამ დაპირისპირების გამო დრუპადამ დიდი მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი მოაწყო, რისთვისაც უზენაესისაგან ისეთი შვილის შეძენის კურთხევა მიიღო, რომელიც დრონაჩარის მოკვლას შეძლებდა. მხედართმათვარმა, რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად უწყოდა და მაინც როგორც დიდსულოვანმა ბრაჰმანმა, დრუპადას შვილს დჰრიშტადიუმნას, როცა იგი სამხედრო ხელოვნების შესასწავლად მიაბარეს, უყოყმანოდ გაანდო ბრძოლის წარმართვის საიდუმლოებანი. ახლა კი დჰრიშტადიუმნამ კურუქშეტრას ველზე პანდავებს დაუჭირა მხარი და დრონაჩარისაგან ნასწავლის კვალობაზე განაწყო პანდავების საომარი რიგები. სწორედ ამ შეცდომაზე მიუთითა მთავარსარდალს შეფარვით და თან გააფრთხილა – ბრძოლის დროს მაინც გამოეჩინა სიფხიზლე და უდრეკი ხასიათი, არ დაეძლია მისი გონება შემწყნარებლობას პანდავების – თუნდაც თავის გამზრდელი მოწაფეების
– მიმართ. მისი გამორჩეულად საყვარელი და ნიჭიერი შეგირდი თავად არჯუნა იყო. დურიოდჰანას აზრით, ბრძოლაში მტრის დანდობას საკუთარი არმიის დამარცხება მოჰყვებოდა.

ლექსი 4
ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია, რომლებიც ბრძოლაში ბჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდებიან. მათ შორის გამოირჩევიან იუიუდჰანა, ვირატა და სხვა მეომრები – დრუპადას ტოლს რომ არ დაუდებენ.

შინა-არსი: მართალია, პირადად დჰრიშტადიუმნა, როგორც მებრძოლი, არ იყო საშიში სამხედრო ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონე დრონაჩარიასათვის, მაგრამ მას ის აფიქრებდა, რომ მოწინააღმდეგეთა შორის მრავალ საშიშ მეტოქეს ხედავდა, რომლებიც გამარჯვების გზაზე დიდ დაბრკოლებებს შეუქმნიდნენ. ყოველი მათგანი მისთვის კარგად ცნობილი ბჰიმასა და არჯუნასავით მამაცი მეომარი და დახელოვნებული სამხედრო პირი
იყო.

ლექსი 5
აქ არიან დჰრიშტაკეტუს, ჩეკიტანას, კაშირაჯას, პურუჯიტის, კუნტიბჰოჯასა და შაიბიას მსგავის დიადი, ძლევამოსილი მეომრები.

ლექსი 6
აქ არიან ძლევამოსილი მეომრები – იუდჰამანიუ და უტტამაუჯა, სუბჰადრას ძე და
დრაუპადის ძენი. ყოველ მათგანს ეტლით ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ლექსი 7
ო, შეუდარებელო ბრაჰმანო, ნება მიბოძე, ჩვენი მხედართმთავრების შესახებაც
მოგახსენო. ისინი გამორჩეული საომარი თვისებებით არიან შემკულნი და საბრძოლო ძალების სარდლობას ჭეშმარიტად იმსახურებენ.

ლექსი 8
ღირსეულთაგან უპირველესად გამოირჩევი შენ; შემდეგ ბჰიშმა, კარნა, კრიპა, აშვათჰამა, ვიკარნა და სომადატის ძე, სახელად ბჰურიშრავა მოდის; თქვენ ომს მუდამ გამარჯვება სდევს.

შინა-არსი: დურიოდჰანა იხსენიებს გამოჩენილ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველს მარად გამარჯვებულნი ტოვებენ. ვიკარნა დურიოდჰანას ღვიძლი ძმაა… (ა.შ.). კარნა არჯუნას ნახევარძმაა, სუნიტის ნაშობი, სანამ ეს უკანასკნელი მეფე პანდუს გაჰყვებოდა ცოლად. კრიპაჩარიას ჰყავდა ტყუპისცალი და, რომელიც დრონაჩარიას ცოლი იყო.

ლექსი 9
ბრძოლის ველზე საომრად შემართული დგას მრავალი სხვა გმირიც, რომლებიც – შესაფერისად მძიმედ აღჭურვილნი და სამხედრო საქმეში დახელოვნებულნი – მზად არიან, თავი გაწირონ ჩემთვის.

შინა-არსი: რაც შეეხება ჯაიადრათჰას, კრიტავარმას და შალიას, ისინი ცოდვილ
დურიოდჰანას მიემხრნენ და ამით თავადვე გადაწყვიტეს საკუთარი ხვედრი – კურუქშეტრას ველზე მათი დაღუპვა გარდუვალი იყო.

დურიოდჰანას კი მეგობრების ძალთა ერთობის იმედით საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

ლექსი 10
ჩვენი ძალმოსილება ზღვარდაუდებელია და ამასთან ბაბუა ბჰიშმაც ჩვენთან არის, პანდავების ძალები კი შეზღუდულია, თუმცა მათ საგულდაგულოდ მფარველობს ბჰიმა.

შინა-არსი: აქ დურიოდჰანა ერთმანეთს ადარებს ბრძოლის ასპარეზზე თავმოყრილ ორ საპირისპირო ძალას. თავის სამხედრო ძლიერებას ქებით მოიხსენიებს და მეტისმეტად აფასებს ერთობ დახელოვნებული სამხედრო პირის, ბაბუა ბჰიშმას, თანადგომას. მისი აზრით, პანდავები ვერ დაიკვეხნიან თავიანთი საომრად გაწყობილი ჯარით, თანაც მათი მფარველი ბჰიმა გამოცდილებით ვერ შეედრება კურუთა დამცველ ბჰიშმას.

დურიოდჰანა ყოველთვის მტრობდა ბჰიმას, რადგან იცოდა, განგების ნებით სიკვდილი მხოლოდ მისი ხელით ეწერა. ამდენად, ბჰიშმას მოიმედე თავის გამარჯვებას წინასწარ შეჰხაროდა და არცთუ უსაფუძვლოდ.

ლექსი 11
ახლა ყველა გაემზადეთ, რათა მხარში ამოვუდგეთ ბჰიშმას; როგორც კი ლაშქრის რიგები გაეწყობა, თქვენ მათ შუაში სტრატეგიული ადგილები დაიკავეთ.

შინა-არსი: ბჰიშმას სიმამაცის ქებით გული რომ იჯერა, – დანარჩენ მეომრებს თავი დამცირებულად რომ არ ეგრძნოთ, ჩვეულ ეშმაკობას მიჰმართა და მოლაშქრეებსაც თავიანთი წილი პატივი მიაგო. აუხსნა, რომ ბჰიშმადევა, მართალია, სწორუპოვარი მხედართმთავარია, მაგრამ ხანდახმული კაცი გახლავთ და მისი დაცვა ყველას ვალია. თუ ბჰიშმა ბრძოლაში უშუალოდ ჩაებმეოდა, მტერი ამით ისარგებლებდა და მთელ თავის ძალას მეორე ფლანგზე გადაიტანდა. აი, აქ იყო საჭირო სხვათა თავგამოდება, სტრატეგიული პოზიციების ისე გამაგრება, რომ მტერს საშუალება არ მისცემოდა – პანდავების განლაგებული რაზმების რკალი გაერღვია.

დურიოდჰანამ იცოდა, რომ საკუთარი გამარჯვება დიდად იყო დამოკიდებული მხედართმთავარ ბჰიშმადევაზე, დრონაჩარიაც მას დაეხმარებოდა და არა არჯუნას. ყველას კარგად ახსოვდა, რომ როდესაც არჯუნას ცოლს, დრაუპადის, მსოფლიოს ცნობილ მხედართმთავართა თავყრილობაზე გაშიშვლებას უპირებდნენ, უმწეო ქალი დამსწრეთ შველას შესთხოვდა, მაგრამ მოსხენიებულმა ორმა სარდალმა – ბჰიშმადევამ და დრონაჩარიამ – მის დასაცავად კრინტიც არ დაძრა.

დურიოდჰანას ხანდახან ეჭვი გაჰკრავდა ხოლმე – იქნებ ამ მხედართმთავრებს
პანდავებთან ძველი სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, იმედოვნებდა, ისინი ამ გრძნობას გულიდან ამოიგდებდნენ, რაც უკვე გამოავლინეს საპაექრო შეხვედრების დროს.

ლექსი 12
მაშინ კურუთა დინასტიის დიდმა წინაპარმა – მამაცმა მხედართმთავარმა ბჰიშმამ
ძალუმად ჩაჰბერა თავის ნიჟარის საყვირს და ლომივით გრგვინვა-ღრიალი დააწყებინა. ამ ხმამ სიხარულით აღავსო დურიოდჰანას გული.

შინა-არსი: კურუთა მოდგმის მამამთავარს ესმოდა თავისი შვილიშვილის, დურიოდჰანას, აზრთა ჭიდილი და შფოთვა. ეწადა მისთვის გამამხნევებელი რამ ეთქვა, მაგრამ თავად ლომის დარმა ნიჟარა ლომივით ააღრიალა და ამით სიმბოლურად ამცნო დამწუხრებულ დურიოდჰანას, რომ ამ ბრძოლაში მისი მარცხი გარდუვალი იყო – პანდავების მხარეს თვით უზენაესი უფალი კრიშნა იდგა.

მიუხედავად წინასწარგანწირული ბრძოლისა ბჰიშმა ჰპირდებოდა, რომ თავის ვალს პირნათლად მოიხდიდა და კურუთა მხარეს თავდაუზოგავად იბრძოლებდა.

ლექსი 13
ამ გულისშემძვრელ ღრიალს მოჰყვა უამრავი ნიჟარის, დაფდაფის, ბუკის, საყვირისა და დუმბულის ყურისწამღები გრგვინვა.

ლექსი 14
მოპირდაპირე მხარესაც თეთრონი ჰუნეებით შებმულ ეტლში მსხდომმა კრიშნამ და არჯუნამ თავიანთ ტრანსცენდენტულ (ღვთიურ) ნიჟარებს ჩაჰბერეს.

შინა-არსი: ბჰიშმადევას ნიჟარისაგან განსხვავებით კრიშნასა და არჯუნას ნიჟარები ტრანსცენდენტულად იწოდება. ამ უკანასკნელთა ღვთიური ხმიანობა იმას აუწყებდა ყველას, რომ კურუებს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ – უზენაესი ხომ პანდავების მხარეს იყო! ჯაიას ტუ პანდუ პუტრანამ იეშა პაქშე ჯანარდანა. პანდუს შთამომავალთ და მათ მსგავს მეომრებს მარადი გამარჯვება ახლავთ, რადგან უფალი კრიშნა თავის ერთგულთ განსაცდელში არ ტოვებს – განუყრელად მარად მათთან მყოფია. მათ ბედის ქალღმერთიც არ აშორებს მოწყალე თვალს. ამიტომ აუწყებდა ქვეყნიერებას ვიშნუს ნიჟარა არჯუნას გამარჯვებას და კურთხეულ ბედ-იღბალს.

ეტლი, რომელშიც უფალი და არჯუნა ისხდნენ, არჯუნას აგნიმ (ცეცხლის ქალღმერთმა) აჩუქა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ღვთიურ ეტლს სამი სამყაროს კიდეგანში ნებისმიერი მიწის დაპყრობა შეეძლო.

ლექსი 15
უფალმა კრიშნამ ანუ ჰრიშიკეშამ, ჩაჰბერა თავის ნიჟარას, რომელსაც პანჩაჯანია ერქვა, არჯუნამ კი – დჰანანჯაიამ – თავისას, რომელიც დევადატად იწოდება. ბჰიმამ, დევგმირული თავგადასავლებით გაუმაძღარმა, თავისი ზარდამცემი ნიჟარა, ანუ პაუნდრა ააგუგუნა.

შინა-არსი: ამ ლექსში კრიშნა ჰრიშიკეშადაა მოხსენიებული. ეს სიტყვა გრძნობათა გამრიგეს ნიშნავს. ვინაიდან ყველა სულდგმული უფლისაგან განუყოფელია, უზენაესის გრძნობებიც მათი გრძნობების მომცველია. იმპერსონალისტ მკვლევარებს ცოცხალი არსებების გრძნობათა ახსნა არ შეუძლიათ, ამიტომ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ სულიერი არსებანი უპიროვნოა, მოკლებულია გრძნობებს.

უფალი ყოველი ცოცხალი არსების გულში სუფევს და თავისი თანამყოფობით წარმართავს მათ ქცევას, ფიქრსა თუ გრძნობებს. მაგრამ ეს ხდება იმის მიხედვით, თუ ცოცხალი არსება როგორ მიენდობა უზენაეს გამრიგეს. წმინდა ერთგულნი ბოლომდე, მთელი არსებით არიან მინდობილნი უფალზე და უფალიც უშუალოდ მართავს მათ. კურუქშეტრას ბრძოლის ველზე იგი
თავად განაგებდა არჯუნას ტრანსცენდენტურ გრძნობებს. ამიტომ ზოგჯერ კრიშნას მოიხსენიებენ ჰრიშიკეშად.

სხვადასხვა გარემოებისა თუ საქმიანობის შესაბამისად უფალს სხვადასხვა სახელს არქმევენ. მაგალითად, მას ჰქვია მადჰუსუდანა – დემონ მადჰუს მკვლელი; გოვინდა, ვინაიდან სიამოვნებას ანიჭებს ძროხებს და გრძნობათა გამრიგეა; ვასუდევა, რადგან ამ სამყაროს ვასუდევას შვილად მოევლინა; დევაკი-ნანდანა, ვინაიდან ვრინდავანში დევაკი ღვიძლ დედად აღიარა; იაშოდა-ნანდანა, რაკი ვრინდავანში ბავშვობის გართობების დროს დაასაჩუქრა იაშოდა… ბოლოს მას მოიხსენიებენ როგორც პართჰა-სარათჰის – არჯუნას მეეტლეს. სწორედ ასევე, ჩამოთვლილ მაგალითთა მსგავსად, კრიშნას უწოდებენ ჰრიშიკეშას, რადგან იგი უძღვებოდა არჯუნას მოსწრაფებებსა და ძალმოსილებას კურუქშეტრას ბრძოლის ველზე.

ამავე ლექსში არჯუნა მოხსენიებულია, როგორც დჰანანჯაია. ეს სახელი მას ეწოდა შემდეგნაირად: იგი ეხმარებოდა ქონების დაგროვებაში თავი უფროს ძმას, რომელსაც დიდი ხარჯი დასჭირდა სხვადასხვა მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად. არჯუნას ამიტომაც დაარქვეს დჰანანჯაია – ქონების დამგროვებელი

ბჰიმა ცნობილი იყო, როგორც ვრიკოდარა, რაკი შეეძლო ძალიან ბევრი ეჭამა, მოეკრიბა ძალა და დევგმირული საქმეები ჩაედინა (თუნდაც დემონ ჰიდიმბას მოკვლა).

პანდავების მომხრეთა მიერ აგუგუნებული ყოველი ნიჟარა – დაწყებული უფლის ნიჟარით – მხნეობას ჰმატებდა ბრძოლის ველზე შეკრებილ მეომრებს. მათთან იყვნენ თავად უზენაესი უფალი და ბედის ქალღმერთი…

კურუთათვის საბედისწეროდ ღრიალებდნენ ნიჟარები – და ამცნობდნენ, რომ ისინი განწირულნი იყვნენ დასამარცხებლად.

ლექსები 16-18
კუნტის ძემ – მეფე იუდჰიშთჰირამ ჩაჰბერა თავის ნიჟარას – ანანტავიჯაიას, ნაკულამ და საჰადევამაც – სუგჰოშასა და მანიპუშპაკას. ჩაუქმა მშვილდოსანმა, კაშის მეფემ შიქჰანდიმ, დჰრიშტადიუმნამ, ვირატამ, დაუმარცხებელმა სატიკიმ, დრუპადამ, დრაუპადის ვაჟიშვილებმა და სხვებმა, სუბჰადრას მხარგრძელმა ძემ, ო მეფეო, რა ძალით აახმიანეს თავიანთი ნიჟარები?!

შინა-არსი: სანჯაიამ მორიდებით აუხსნა მეფე დჰრიტარაშტრას, რომ მისი მცდელობა პანდუს შთამომავალთა მოტყუებით საკუთარი შვილების სახელმწიფო ტახტზე დამკვიდრება – არაკეთილგონივრული იყო. მრავალი რამ უკვე აშკარად მიუთითებდა, რომ ამ დიდ ბრძოლაში ამოწყდებოდა კურუთა მთელი საგვარეულო მოდგმა – დაწყებული ბაბუა ბჰიშმათი, დამთავრებული შვილიშვილებით, როგორებიც იყვნენ აბჰიმანიუ და სხვები – მსოფლიოს
სხვადასხვა მეფეთა ჩათვლით.

ერთი სიტყვით, კურუთა დინასტია განწირული იყო. მთელი ამ უბედურების მიზეზი იყო მეფე დჰრიტარაშტრა, რადგანაც იგი თავისი შვილების განდიდების ცოდვილ გზას ადგა.

ლექსი 19
ამ ნიჟარების ერთობლივი ხმები სმენისწამღებ გრგვინვა-გრიალში გადაიზარდა, ცა და დედამიწა შეარყია და დჰრიტარაშტრას ძეთა გულებიც შეძრა.

შინა-არსი: ბჰიმასა და დურიოდჰანას სხვა მომხრეთა ნიჟარების ხმაზე პანდავები არ შემკრთალან – ასეთი რამ არსად არის აღნიშნული. სამაგიეროდ, ამ ლექსში ხაზგასმულია, რომ პანდავების მხრიდან ნიაღვარივით მოვარდნილმა გუგუნმა დჰრიტარაშტრას ვაჟებსა და მათ მომხრეებს თავზარი დასცა. ამის მიზეზი იყო პანდავების ძალმოსილება, რასაც მათ უფალი კრიშნასადმი რწმენა უნერგავდა და განუმტკიცებდა.

ჭეშმარიტებაა – ვინც უზენაესს შეაფარა თავი, უდიდესი განსაცდელის დროსაც კი არ დრკება.

ლექსი 20
ამ დროს პანდუს ძემ – არჯუნამ, რომლის ეტლზეც ჰანუმანის გამოსახულებიანი დროშა აღმართულიყო, მშვილდი გააწყო და სატყორცნად მოზიდა. თანაც, ო, მეფეო, როგორც კი თვალი მოავლო მტრის დაწყობილ რიგებს, ასე მიჰმართა უფალს.

შინა-არსი: ბრძოლა ის-ის იყო, უნდა დაწყებულიყო, რომ კურუს შთამომავალნი ერთხელ კიდევ დაფიქრდნენ თავიანთ ძალებზე და შეშფოთდნენ, რადგან მათ წინ საომრად გაწყობილ პანდავებს თვალი ჰკიდეს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რაკი ამ უკანასკნელთ თავად კრიშნა მეთაურობდა. არჯუნას დროშაზე მაიმუნის ემბლემაც გამარჯვების მაუწყებელი კიდევ ერთი ნიშანი იყო. ცნობილია, რომ ჰანუმანი უფალ რამას ეხმარებოდა რავანასთან ბრძოლაში და გამარჯვებაც მოიპოვა. ახლა კი უფალი რამა, ანუ კრიშნა, და ჰანუმანიც არჯუნას ეტლში ბრძანდებოდნენ.

სადაც არ უნდა იყოს უზენაესი უფალი, მასთან არიან მისი განუყრელი, მარადიული მსახური ჰანუმანი და მისი მარადიული მეუღლე სიტა – ბედის ქალღმერთი. ამიტომ არჯუნას არავითარი საბაბი არ ჰქონდა, მტრის ძალას შეეშინებინა იგი – მასთან ხომ თავად კრიშნა იყო! მთავარი იყო, არჯუნას ბრძოლის წინ და შეკრების დროსაც სწორი არჩევანი გაეკეთებინა. გამარჯვება კი გარდუვალი იყო, რადგანაც უფალი თავის მარადიულ ერთგულს საამისო ძალას მისცემდა.

ლექსები 21-22
არჯუნამ სთხოვა კრიშნას: ო აჩიუტა – უცდომელო, გთხოვ, ეტლით გამიყვანე საომრად გაწყობილ ორ ლაშქარს შორის, რათა ახლოს ვიხილო ბრძოლას მოწყურებული მეომრები, რომლებთანაც მომიწევს დაუნდობელი ომი.

შინა-არსი: თუმც უფალი კრიშნა უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნებაა, თავისი წყალობით, რომელსაც რაიმე მიზეზობრივი ახსნა არ გააჩნია, საკუთარ მეგობარს მსახურად დაუდგა. უნაკლოა მისი სასიყვარულო ურთიერთობა საკუთარ ერთგულებთან! მას, როგორც მეეტლეს, არჯუნას ბრძანებები ზუსტად უნდა შეესრულებინა. ასეც იქცეოდა, ამიტომაც ლექსში უცდომელის – აჩიუტას სახელით იხსენიება.

მართალია, უფალი თავისი ერთგულის ეტლში იდგა, როგორც მსახური, მაგრამ განა რაიმე ეჭვს აღძრავს, რომ ის აქაც და ნებისმიერ ვითარებაშიც რჩება უზენაესად – ღმრთაებრივ პიროვნებად, ჰრიშიკეშად – ყველა სულდგმულის გრძნობათა მეუფედ. ურთიერთობა კრიშნასა და მის ერთგულთ შორის უზადოდ ნეტარი და ღვთაებრივია. ერთგული მარად მისი წმინდა
მსახურებისთვისაა მზად და უფალიც არასოდეს ტოვებს მას განსაცდელში. უფრო მეტიც – მას უფრო სიამოვნებს, როცა ერთგულის სურვილებსა და მითითებებს ასრულებს, ვიდრე თავად მბრძანებლობდეს. მას ეს არც სჭირდება – თავად ყოვლისმპყრობელს თავისთავად ყველა ემორჩილება, არავინ აღემატება მას და ვერც მისი მბრძანებლობის გალავანს გაარღვევს. მაგრამ თავად თავისი ღვთიური გულმოწყალების გამო, როდესაც ერთგულის თხოვნას ან მითითებას ასრულებს, იგი ტრანსცენდენტური ნეტარებით აღივსება.

როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არჯუნას საერთოდ არ ეწადა ღვიძლ ძმებთან და ბიძაშვილებთან ბრძოლა, მაგრამ უხიაგი დურიოდჰანას გამო, რომელიც ჯიუტად უარყოფდა რაიმე მშვიდობიან მორიგებას, იძულებული გახდა საომრად აღჭურვილიყო.

აი, ახლა საომარი ეტლით იდგა ორ ლაშქარს შორის და ერთი სული ჰქონდა, თვალი შეევლო ბრძოლის ველზე გამოსული მეთაურებისათვის. თუმც სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების წინ შერიგებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, არჯუნას შეგნებაში მაინც ღვიოდა იმედის ნაპერწკალი – იქნებ მოწინააღმდეგეც ყოყმანობდა ძმათამკვლელი ომის წინ.

ლექსი 23
უნდა საკუთარი თვალით ვიხილო ისინი, ვინც საბრძოლველად შემართულან, რათა ასიამოვნონ დჰრიტატაშტრას ბოროტ ნაშიერს.

შინა-არსი: აღარავისათვის იყო საიდუმლო, რომ დურიოდჰანა მამამისთან – დჰრიტარაშტრასთან ერთად აწყობდა მზაკვარ გეგმებს, რათა პანდავების კუთვნილ სამეფო ტახტს უკანონოდ დაჰპატრონებოდნენ. რა თქმა უნდა, ვინც მათ მიემხრო, მათივე ყაიდის ხალხი უნდა ყოფილიყო. სწორედ მათი ნახვა ეწადა არჯუნას ბრძოლის წინ; ამ დროს ის შეთანხმებაზე არც ფიქრობდა. მათი თვალის გადავლებით მოწინააღმდეგის ძალების შეფასებაც უნდოდა, თუმც ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ გამარჯვებაში – კრიშნა მასთან იყო!

ლექსი 24
სანჯაიამ განაგრძო: ო ბჰარატას შთამომავალო, არჯუნას ამ თხოვნის შემდეგ უფალმა კრიშნამ თავისი სწორუპოვარი ეტლი საომრად განლაგებულ სპათა შუა გაიყვანა.

შინა-არსი: ამ ლექსში არჯუნა გუდაკეშად იხსენიება. გუდაკეშა ნიშნავს ძილს. ვინც
ძილს ამარცხებს, გუდაკეშას ეძახიან. ძილი უგუნურების, მოდუნების ნიშანიც არის. კრიშნასთან მეგობრობით არჯუნამ შეძლო დაეძლია ძილიც და უგუნურებაც. როგორც უფლის პირუთვნელ ერთგულს, მას წამითაც არ ამოვარდნია გულისყურიდან უფალი – ასეთია ჭეშმარიტი მსახურის არსი. ძილში თუ ცხადში იგი მუდამ კრიშნას სახელზე, ფორმებზე, თვისებებსა და გართობებზე ფიქრობდა, რითაც ძილსა და უაზრო, უგუნურ ყოფნას ამარცხებდა. ამას ეწოდება კრიშნას ცნობიერება, ანუ სამადჰი.

როგორც ჰრიშიკეშამ – ყოველი სულდგმულის გრძნობათა და ჭკუის მპყრობელმა – იცოდა, რატომ სთხოვა არჯუნამ ეტლით ლაშქართა შორის გაყვანა. მან თხოვნა შეუსრულა თავის ერთგულს.

ლექსი 25
ბჰიშმას, დრონას და სამყაროში სახელგანთქმული სარდლების გასაგონად უფალმა უთხრა არჯუნას: თვალნი მიაპყარ, პართჰა! ხედავ, როგორ შეყრილა ერთად კურუს მთელი მოდგმა.

შინა-არსი: როგორც ყოველი ცოცხალი არსების ზესულს, უფალ კრიშნას ესმოდა, რას განიცდიდა ან რა აფიქრებდა არჯუნას. აქ ნახმარი სიტყვა ჰრიშიკეშაც ამაზე მიუთითებს – იგი ხომ ყოვლისმცოდნე გულთამხილავია!

საყურადღებოა არჯუნასთან დაკავშირებული სიტყვა პართჰა – იგი კუნტის შვილი და ვასუდევას დისწულია. ე.ი. კრიშნა არჯუნას მეგობარიც არის და ნათესავიც – მამიდაშვილად ეკუთვნის თავისი ერთგული; ამიტომაც დათანხმდა, ყოფილიყო მისი მეეტლე.

რას გულისხმობდა უფალი, როცა არჯუნას ყურადღებას მიაპყრობდა ბრძოლის ველზე განლაგებული მოწინააღმდეგის რაზმებზე – შეხედე, აქ კურუს მთელი მოდგმააო. იქნებ სურდა არჯუნა შეეჩერებინა, ხელი აეღებინებინა ძმათამკვლელ ომზე?! არა! კრიშნა არც მოელოდა თავისი მამიდაშვილისაგან ამგვარ საქციელს. რა იყო ეს? იქნებ მეგობრული გახუმრება, რაკი იცოდა, რომ არჯუნას სწორედ კურუთა თავყრილობა ეცემოდა თვალში და თავად მიუთითა მათზე.

ლექსი 26
იქ, სპათა გასაყარზე მდგარმა მიმოიხედა და ორივე მხარეს თავისი ბაბუები, მოძღვარნი, დედის ძმები; ძმები და ძმისშვილები, შვილიშვილები, მეგობრები და სხვა ახლობლები დაინახა.

შინა-არსი: ბრძოლის ველზე არჯუნას მთელი თავისი ნათესაობა დახვდა. აქ იყო
ბჰურიშრავა, რომელიც მამამისის თანატოლი იყო, ბაბუები – ბჰიშმა და სომადატა, მოძღვრები – დრონაჩარია და კრიპაჩარია, ბიძები დედის მხრიდან – შალია და შაკუნი, ძმები, როგორიც იყო დურიოდჰანა, შვილები – ლაქშმანა, მეგობრები – აშვატთჰამა, კეთილისმსურველები – კრიტავარმა და ა.შ. იგი ხედავდა რაზმებსაც, რომელშიც ბევრი მისი მეგობარი ერია.

ლექსი 28
არჯუნამ თქვა: ჩემს წინაშე მდგომი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი მეგობრებისა და ნათესავების შემყურეს მუხლები მეკვეთება და პირი მიშრება.

შინა-არსი: უფლის ყველა გულწრფელი ერთგული ზეციური (ღვთიური) არსებების – ნახევარღმერთების ღირსებებს ფლობს, არაერთგულნი კი, რაგინდ დიდ მიწიერ წარმატებებს აღწევდნენ განათლების, კულტურის თუ მეცნიერების რომელიმე სფეროში, ღვთიურ მადლს მოკლებულნი არიან. როცა არჯუნამ ბრძოლის ველზე ერთმანეთის სისხლს დახარბებული ნათესავები და ახლობლები იხილა, მაშინვე სინანულმა და თანაგრძნობამ შეძრა მისი
ბუნება. მას თავისი მეომრების ხვედრი თავიდანვე აწუხებდა, გული შესტკიოდა მათზე, მაგრამ მოწინააღმდეგის მებრძოლებიც შეეცოდა, გარდუვალი სიკვდილის ლუკმად რომ უნდა ქცეულიყვნენ ცოტა ხანში. ხელ-ფეხი აუკანკალდა და პირი გაუშრა.

მას თავზარი დასცა საომრად გამოსული ადამიანების სისხლით და ხორცით ერთმანეთის ნათესავების საბრძოლო შემართებამ. სწორედ ამან შეაძრწუნა უფლის ერთგული, სიკეთით სავსე არჯუნა. ადვილი წარმოსადგენია, რომ მას არა მარტო ხელ-ფეხი უთრთოდა და პირი უშრებოდა, ალბათ, სიბრალულის ცრემლებსაც ღვრიდა. მაგრამ ეს ხდებოდა არა მისი უნარიანობისა და სისუსტის, არამედ ადამიანური გულჩვილობის გამო. აი, ეს არის წმინდა ერთგულის თვისება.

ნათქვამია ღმრთაებრივი პიროვნების პირუთვნელი ერთგული ნახევარღმერთებისათვის დამახასიათებელი ყველა კარგი თვისებითაა შემკული, ხოლო ის, ვინც უფლის მსახურებას გაურბის, მხოლოდ მიწიერ სწრაფვათა მონაა და არავითარი სულიერი ღირსება არ გააჩნია.” ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთი კაცი ნიადაგ ამქვეყნიურ წრებრუნვაში დაეხეტება და მხოლოდ თვალისმომხრელი მაცდური მიწიერი ენერგია იზიდავს (ბჰაგ. 5.18.12).

ლექსი 29
მთელი სხეული მიკანკალებს და კანი მიხურს, თმები ყალყზე მიდგება, მშვილდი განდივა ხელიდან მივარდება.

შინა-არსი: ადამიანს სხეული უკანკალებს და თმა ყალყზე უდგება ან მძაფრი სულიერი აღტყინების ან ძლიერი შიშის დროს. ტრანსცენდენტური შემეცნების გზაზე შიში არ განიცდება, მას მხოლოდ მიწიერი პირობებით გამოწვეული ელდა განაცდევინებს კაცს. ამ შემთხვევაში არჯუნას შიში ახლობელთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხელყოფით არის გამოწვეული. მისი განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ათრთოლებული ხელებიდან მშვილდი
განდივა უვარდებოდა. განსაცდელის მოლოდინში გული ეწვოდა და მის კანზეც ეს მწველი განცდა გადადიოდა. ეს შეგრძნებები სიცოცხლეზე მატერიალური შეხედულებების შედეგი გახლდათ.

ლექსი 30
ო, კრიშნა – დემონ კეშის შემმუსვრელო! აქ გაჩერება აღარ შემიძლია, თავგზა აბნეულს გონება მებინდება და თვალწინ მხოლოდ ავბედითი განსაცდელი მესახება.

შიან-არსი: არჯუნას მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ბრძოლის ველზე ვეღარ ჩერდებოდა, ჭკუა ებინდებოდა, თავს ვერ ერეოდა – ასეთი შფოთვა-დრტვინვის მიზეზი შემდეგი რამ იყო: ყოველივე მატერიალურზე მეტისმეტად მიჯაჭვულ ადამანს ასეთ მძიმე მდგომარეობაში მოხვედრისას გაძლების სულიერი ძალა არ ჰყოფნის. ბჰაია დვიტიაბჰინივიატა სიატ (ბჰაგ. 11.2.37). შიშისაგან დაზაფრულს გონება აღარ უჭრის და წონასწორობა ეკარგება მაშინ, როცა პიროვნება ხორცისმიერ ტყვეობას ნებით ირჩევს.

არჯუნა ბრძოლის ველზე – ორი ლაშქარის გასაყარზე – მდგომი აუტანელ ტანჯვას
განიცდიდა. იმასაც გრძნობდა, რომ ვერც მტერზე გამარჯვების შემდეგ იქნებოდა
ბედნიერი. მნიშვნელოვანია ამ ლექსში სიტყვები: ნიმიტტანი ვიპარიტანი – როდესაც ადამიანი მომავალში მხოლოდ იმედების გაცრუებას ელის, ეჭვი ღრღნის მის შეგნებას – საერთოდ რატომ ვარსებობ?!ასე რწმენადაშრეტილი მაშინ არის პიროვნება, როდესაც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მისი ფიქრი მხოლოდ მისსავე გარშემო ტრიალებს და არ აინტერესებს უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება.

კრიშნას ნებით, არჯუნამ – საომარ ეტლზე აღმართულმა – გამოავლინა საკუთარი მიწიერი ინტერესების უაზრობა. ყოველი ცოცხალი არსების ფიქრი ვიშნუსკენ, ანუ კრიშნასკენ უნდა იყოს მიპყრობილი. განპირობებული სულს ავიწყდება ეს და ხორცისმიერი ტკივილებით იტანჯება. არჯუნას იმის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა, რომ მტერთაძლევა სიხარულს მოუტანდა.

ლექსი 31
ო, სწორუპოვარო კრიშნა! ჩემი გონება ვერ აცნობიერებს, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ბრძოლაში საკუთარი ნათესავების ამოხოცვა. განა ასეთი უგუნურების შემდეგ რაიმე ფასი ექნება გამარჯვებას, სამეფო ხელმწიფებას?! ან საერთოდ სისხლიანი ბედნიერება გაგონილა!..

შინა-არსი: ცოცხალი არსებების ინტერესები ვიშნუს ანუ კრიშნასკენ უნდა იყოს
მიმართული. განპირობებულმა სულებმა ეს არ იციან – მათ იზიდავთ ხორცისმიერი ნათესავები და ბედნიერების მოპოვებასაც მხოლოდ მათთან სიახლოვე-ურთიერთობით ცდილობენ. საკუთარ სიცოცხლეზე ასეთი ბრმა შეხედულების გამო ავიწყდებათ, რომ თვით მიწიერი, ამქვეყნიური ბედნიერების საწინდარი მხოლოდ უფლის ერთგულებაა.

როგორც ჩანს, ძმათამკვლელი ომის მომლოდინე არჯუნას ქშატრიების ზნეობრივი კანონებიც დაავიწყდა.

ცნობილია, რომ არსებობენ ორი ჯგუფის ადამიანები: ქშატრიები, რომელნიც უზენაესის გარდუვალი ნებისამებრ ბრძოლის ველზე ამთავრებენ სიცოცხლეს, და ისინი, ვინც განდეგილის წესით ცხოვრობს, თავის სიცოცხლეს მხოლოდ სულიერ განწმენდა-ამაღლებას უძღვნიან და ღირსქმნილი აღწევენ პლანეტა მზეს – კაშკაშა სხივმფინარებით გამორჩეულს.

არჯუნას ისე აებნა თავგზა, არა თუ ნათესავების, მტრის მოკვლაც აღარ შეეძლო. მას ჩაუქრა ბრძოლის ჟინი და დაემსგავსა კაცს, რომელსაც შიმშილის გრძნობა არ აწუხებს და ამიტომ არც საჭმლის მომზადების სურვილი ჰქონდა. ცნობილია, რომ ადრე იმედებგაცრუებულმა არჯუნამ ტყეში წასვლა და უკაცრიელ ადგილას განდეგილად ცხოვრება განიზრახა, მაგრამ როგორც ქშატრიას საარსებოდ სამეფო სჭირდებოდა (წერილთა წესთა მიხედვით, ქშატრიებს არ ჰქონდათ სხვა საქმიანობის უფლება, თუ არა ბრძოლისა და ხელისუფლების წარმართვისა). არჯუნას კი არ ჰქონდა სამეფო, რომლის მოპოვების ერთადერთ გზად
ბიძაშვილებთან და ძმებთან ომი რჩებოდა – ასე უნდა დაებრუნებინა მამისაგან
მემკიდრეობად ბოძებული სამეფო ტახტი. არჯუნას არ შეეძლო ამ სისხლიანი გზით ხელთ აეღო ძალაუფლება, ამიტომაც გადაწყვიტა, ტყეს შეჰკედლებოდა და ამაოებათაგან განრიდებულს ეცხოვრა.

ლექსები 32-33
ო, გოვინდა!.. რა თავში ვიხლი სამეფო ბედნიერებას ან თვით სიცოცხლესაც კი, როდესაც ბრძოლის ველზე ჩვენს შესამუსრავად ამხედრებულან ისინი, ვისთან ერთადაც წუთისოფელი განცხრომით უნდა გაგველია.

ო, მადჰუსუდანა, როდესაც მოძღვარნი, მამა-პაპანი, შვილები თუ შვილიშვილები, დედის ძმები, სიმამრები, სიძეები და სხვა ახლობლები აღჭურვილან და მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც დათმონ. ჩემს წინაშე ჩამწკრივებულან სისხლსმოწყურებულნი… ნუთუ შეიძლება მე, მათს სისხლსა და ხორცს, აღმეძრას სურვილი მათი დახოცვისა, თუმცა ვიცი, რომ მათ ჩემი მოკვლის მოლოდინში იარაღზე დადებული ხელები უთრთით.

ო, ყოველთა მასულდგმულებელო! მე ამას არ ვიქმ. არ აღვმართავ მათზე სიკვდილის მახვილს არა მარტო დედამიწის, არამედ სამყაროს სამივე სკნელის დასაპყრობადაც კი. რა სიხარული უნდა მოგვანიჭოს დჰრიტარაშტრას ძეთა გაჟლეტამ?!

შინა-არსი: არჯუნამ უფალ კრიშნას უწოდა გოვინდა, რადგან იგი ითვლება ძროხებისა და სხვა სულდგმულთა სიამოვნების წყაროდ. ამ მნიშვნელოვანი სიტყვით არჯუნას ეწადა უზენაესი ჩასწვდომოდა მის ყოყმანსა და გულისტკივილს და რაიმე ეშველა მისი აშლილი განცდებისათვის. მაგრამ გოვინდას მოვალეობა არის არა ჩვენი გრძნობების დაკმაყოფილება – ეს ჩვენ უნდა მივანიჭოთ მას კმაყოფილება, რითაც ჩვენი აფორიაქებული გულიც დაცხრება. მატერიალური კეთილდღეობის მოსურნენი თავად საკუთარი გრძნობების ყურმოჭრილ მონებად ქცეულან და უნდათ, რომ უფალი მათ მოთხოვნებს ასრულებდეს. უფალი კი იმდენად იქნება სულიერი არსებების მიმართ კეთილგანწყობილი,
რამდენადც ისინი ამას იმსახურებენ, არა იმდენად, რამდენადაც გზააბნეულთ საკუთარი ხორცის ზეიმისათვის სწადიათ დახმარება.

თუ ადამიანი საკუთარ გრძნობათა ტყვეობას თავს დააღწევს და მთელი არსებით უზენაესის მსახურებას მიეცემა, მაშინ უფლის წყალობა უხვად გადმოვა მასზე და ყველა სურვილი აღუსრულდება.

არჯუნა ძლიერ იყო მიჯაჭვული თავის საგვარეულო ერთობასა და ოჯახის წევრებზე, მათდამი სიბრალულის გრძნობაც ამიტომ თრგუნავდა მის საბრძოლო შემართებას და მარჯვენა უდუნდებოდა. მას იმისაც ეშინოდა, რომ თუკი ომში ყველა თავისიანს ამოწყვეტდა, ძლევამოსილ გამარჯვებას მოიპოვებდა, სიხარულს მაინც ვერ ეზიარებოდა. ან კი მარტოსულად დარჩენილს ვისთვისღა უნდა გაეზიარებინა ეს სიხარული, ვისთან ერთად
ეგრძნო განცხრომა თავისი სიმდიდრით. ასეთი ფიქრები მატერიალური ყოფიერების შვილთათვის ბუნებრივია. ტრანსცენდენტური გაგება ყოველგვარი პატივისა და სიმდიდრისა სხვაა – თუ ადამიანი უფლის ერთგულია და მისი მსახურების მიზანი მხოლოდ უზენაესის სურვილების აღსრულებაა, უზენაესისავე ნებით ყოველგვარ სიმდიდრეს მიიღებს, ერთი გროშიც კი არ მიეცემა კაცს უფლის სურვილის გარეშე.

არჯუნას, როგორც ითქვა, თავისიანებზე სასიკვდილო მახვილის აღმართვა არ უნდოდა და თუ მაინცდამაინც გარდუვალი იყო კურუთა მოდგმის განადგურება, თავად უფალს აღესრულებინა ეს. არჯუნაც არც კი იცოდა, რომ კრიშნას მათი ბედი უკვე გადაეწყვეტილი ჰქონდა – ყველა მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე გამოსვლამდე მოკლული ჰყავდა და რომ არჯუნა მხოლოდ უფლის განაჩენის აღმსრულებელი უნდა გამხდარიყო. ეს ყოველივე ნათელი გახდება მომდევნო თავებში.

რაკი არჯუნა ბუნებით უფლის ერთგული იყო, მისი ღვთიური მადლით ცხებულს არ შეეძლო თავისი ხარბი ბიძებისა თუ ძმებისათვის სამაგიეროს გადახდა. უფალს კი თავისი უზენაესი განჩინებით მათი ამოწყვეტა ჰქონდა განზრახული. უფლის ერთგულს უჭირს შურისძიება, უფალი კი არავის აპატიებს უკეთურობას, რასაც უზენაესის ერთგულებს აყენებენ არამზადები.

უფალმა შეიძლება საკუთარი წყენა მიუტევოს ვინმეს, მაგრამ თავისი ერთგულისადმი უდიერებას არავის შეარჩენს.

კურუს შთამომავალნი გაუმაძღარი არამზადები იყვნენ – უფლის გულთამხილაობას არაფერი გამოეპარება – ამიტომაც გადაწყვეტილი იყო მათი ბედი: უნდა აღსრულებულიყო კრიშნას რისხვა მიუხედავად იმისა, რომ გულმოწყალე არჯუნას მათი პატიება სურდა.

ლექსი 36
თუმც ბოროტისმქმნელნი არიან ჩვენი მტრები, მაგრამ მათი სიცოცხლის ხელყოფით ცოდვა ჩვენც მოგვეწევა. არ შეგვფერის დჰრიტარაშტრას ძეთა დახოცვა. ო, კრიშნა, ბედის ქალღმერთის მეუღლევ, საკუთარ ნათესავთა სისხლის დამაქცევარნი როგორღა ვიქნებით ბედნიერნი?!

შინა-არსი: ვედების მიხედვით, არსებობს ექვსი სახის ბოროტმოქმედი: სხვის
მომწამვლელი, სხვისი სახლისთვის ცეცხლის გამჩენი, იარაღით თავდამსხმელი, ქონების მპარავი, სხვათა მიწის დამპყრობი და სხვის ცოლის მიმტაცებელი. ასეთი ცოდვისმოქმედნი უსათუოდ უნდა ამოიძირკონ საზოგადოებიდან და ვინც ამას ჩაიდენს, მადლად ჩაეთვლება. ეს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიასათვის გასაგებია. მაგრამ არჯუნა უბრალო პირი არ იყო – მას წმინდანის ბუნება ჰქონდა და წმინდანივით უნდოდა მოქცეოდა მზვაობარ მტრებს. ასეთი რამ კი ქშატრიის მოწოდებას არ ეთანადება. თუმცა ქვეყნის ხელმწიფე თავისი პატიოსნებით უნდა გამოირჩეოდეს, მას არ შეშვენის
გულჩვილობა, საიდანაც სიმხდალემდე ერთი ნაბიჯია.

მაგალითად, უფალი რამა იმდენად დიდი წმინდანი იყო, რომ ხალხი დღესაც ნატრობს მის სამეფოში (რამა-რაჯიაში) ცხოვრებას. მაგრამ რამა არც გულჩვილი ყოფილა და არც მხდალი. როცა რავანამ ბოროტება ჩაიდინა და მეუღლე სიტა მოსტაცა, უფალმა მას გაუგონარი სისასტიკით გადაუხადა.

არჯუნას მოწინააღმდეგენი განსაკუთრებული მზაკვრობით გამოირჩეოდნენ, მათი ბოროტება არ იყო ჩვეულებრივი – ამიტომაც არ უნდოდა არჯუნას, ისინი დასჯილიყვნენ, როგორც უბრალო დამნაშავენი. ასეთი მიმტევებელი უნდა იყოს ყველა მორწმუნე – ეს ყოველგვარ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მნიშვნელოვანია. ეს ვედური დანაწესია.

არჯუნაც, რელიგიით შთაგონებული და ვედური დანაწესების მიმდევარი გაცილებით მნიშვნელოვნად თვლიდა, ეპატიებინა მტრისთვის. დროებითი ხორცისმიერი კმაყოფილება და ბედნიერება მისთვის მიუღებელი იყო. ამ გზით მოპოვებული პატივი, სამეფოები და განცხრომა ამაო იყო და წარმავალი. მაშ, ღირდა კი, არჯუნას ნათესავების ამოხოცვით გაეწირა საკუთარი სულის მარადიული სიმშვიდე და ხსნა?!

არჯუნამ კრიშნას მიმართა, როგორც მადჰავას ანუ ბედის ქალღმერთის მეუღლეს. ამით მას სურდა, უფალს, რომელიც მეუღლე იყო ადამიანთა ბედის გამრიგე ქალღმერთისა, ეზრუნა მის ბედზეც და არ ჩაედენინებინა ის, რაც მომავალში სამუდამ ტკივილსა და სინანულს განუმზადებდა.

კრიშნასთვის ასეთი თხოვნა ზედმეტი იყო – ის არასოდეს ივიწყებს თავისი ერთგულის ბედს, არასოდეს არავისთვის მოაქვს უბედურება!

ლექსები 37-38
ო, ჯანარდანა, ჩვენს მტრებს გულები მუხთალი სიხარბით უსკდებათ, საკუთარი
საგვარეულოს მოსპობაში ვერ ხედავენ რაიმე საძრახისსა და ცოდვიანს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა ცოდვას დავიდებთ ასეთი დანაშაულის ჩადენით. მაშ, რატომ ზურგს არ შევაქცევთ ასეთ ძმათამკვლელ ომს?!

შინა-არსი: ქშატრიამ, თუ ბრძოლაში ან აზარტულ თამაშში გამოიწვევს ვინმე, უარი არ უნდა თქვას. არჯუნაც ქშატრია იყო და უარს ვერ იტყოდა იმ ბრძოლაზე, რომელიც დურიოდჰანას მომხრეებმა წამოიწყეს ისე, რომ ვერც ხვდებოდნენ, რა მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას. არჯუნა კი წინასწარ ჭვრეტდა ყოველივეს და უარს ამბობდა კურუებთან შერკინებაზე.

მოვალეობის შესრულება მაშინაა ადვილი, როცა მას სასიკეთო შედეგები მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არავის უნდა სული დაიმძიმოს ცოდვებით. არჯუნაც ამას ერიდებოდა.

ლექსი 39
დავუშვათ, ამოვწყვიტეთ მთელი საგვარეულო, ამით ხომ მოდგმის საუკუნოვანი ტრადიციები შეიბღალება ან მოისპობა. გადარჩენილი შთამომავალნი ურწმუნოებისა და უწესრიგობის ჭაობში ჩაეფლობიან.

შინა-არსი: ვარნაშრამას საზოგადოების სისტემაში მოცემულია მრავალი რელიგიური თუ ყოფითი ტრადიცია, რომლის მიზანია ოჯახის წევრების სწორი აღზრდა, განსაკუთრებით სულიერი სრულყოფისაკენ გზის გაკვალვა. ასეთი განწმენდი უწყვეტი პროცესი გრძელდება ადამიანის დაბადებიან თვით სიკვდილამდე. ამ წესების შეუბღალავად დაცვაზე ოჯახის უფროსი წევრები აგებენ პასუხს.

არჯუნას აშფოთებდა ის, რომ თუ კურუთა მოდგმის დიდი ნაწილი ამოწყდებოდა, შეწყდებოდა მათი ძირძველი საგვარულო ტრადიციებიც და გადარჩენილი თაობები დაადგებოდნენ ურწმუნოების გზას, რითაც სამუდამოდ წარიკვეთდნენ სულის მარადიული ხსნის იმედს. ამიტომ არ შეიძლებოდა ოჯახური ერთობის უფროს წევრთა ამოხოცვა.

ლექსი 40
როდესაც ოჯახში ურწმუნოება დაიდებს ბინას, ო, კრიშნა, ვრიშნას შთამომავალო, ქალები ბიწიერების გზას ადგებიან, მათი ბინძური წიაღიდან მანკიერი თაობები მრავლდებიან.

შინა-არსი: სულით და ხორცით ჯანსაღი კაცობრიობის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სულიერი აღორძინების საფუძველია ვარნაშრამას რელიგიური პრინციპების დაცვა. ამ წმინდა პრინციპებით, ქვეყნისა და საზოგადოების საყოველთაო სულიერი ამაღლების ჟამი მაშინ დგება, როცა ღირსეულნი სჭარბობენ უღირსთ. ასეთი მოსახლეობის მომრავლების
თავწყარო ქალია – მისი სიწმინდე და ერთგულება. მაგრამ ქალს – როგორც ბავშვებს ახასიათებთ – გაუწონასწორებელი ბუნება აქვთ და იოლად გადასცდებიან ხოლმე თავიანთი წმინდა მოვალეობის გზიდან. ამიტომ ბავშვებსაც და ქალებსაც ოჯახის უფროს წევრთაგან მუდმივი თვალყური სჭირდება.

თუ ქალი რელიგიური წესების შესრულებით ან სხვა საქმიანობით ხშირად იქნება
დაკავებული, იგი მრუშობისა და თავქარიანობის დროს ვერ იპოვის. ჩანაკია პანდიტის აზრით, ქალები მყარი გონიერებით არ გამოირჩევიან და მათი ნდომა, თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება. ოჯახში, სადაც რელიგიურ ტრადიციებს იცავენ, აღასრულებენ სარწმუნოებრივ წესებს და ამაში ქალები მონაწილეობენ, ამ უკანასკნელთ ქარაფშუტობის დრო აღარ რჩებათ, მთელი არსებით ღვთის მსახურებას ეძლევიან და თავად სულიერადგანწმენდილნი ბადებენ ვარნაშრამას სისტემისათვის შესაფერის თაობებს.

ვარნაშრამა-დჰარმას დაცემასთან ერთად, ბუნებრივია, ქალები თავისუფლებას იძენენ, ოჯახის გარეთ ეძებენ გართობას, არ ერიდებიან სიძვას და თავად მოკლებულნი სულიერების მადლს, შთამომავლობასაც მანკიერსა და ურწმუნოს ამრავლებენ. Eეს საზოგადოებისთვის უდიდესი საშიშრეობაა. თავქარიანი მამაკაცებიც ხელს უწყობენ გარყვნილებას და მრავლდება სულითხორცამდე დასნებოვანებული კაცთა მოდგმა, რასაც თან სდევს ომებისა და ეპიდემიების საშიშროება.

ლექსი 41
მანკიერთა და მკვლელთა მოჭარბება ძირშივე მოარყევს ოჯახისა და მისი ტრადიციების ბალავარს. თვით დამანგრეველთა სიცოცხლე ჯოჯოხეთად იქცევა, ასე წახდებიან მოდგმათა წინაპრები და ქვეყნად აღარავინ იბოგინებს ისეთი, მათ წყლის ყლუპი და პურის ლუკმა შესთავაზოს.

შინა-არსი: კარმიული საქმიანობის წესებისა და წესრიგის თანახმად, ოჯახის
წინაპართათვის ხანდახან საჭმლისა და წყლის შეთავაზებაა საჭირო. ამ ტრადიციის შესრულება ვიშნუს თაყვანისცემით ხდება, ვინაიდან უზენაესისათვის შეთავაზებულ კერძს შემდეგ ვინც მიირთმევს, შეძლებს ყოველგვარ ცოდვათაგან განწმენდას.

ზოგჯერ წინაპრები მრავალი ცოდვით არიან დამძიმებულნი, რის გამოც ზოგი მათგანი უხეშ, მატერიალურ სხეულსაც კი ვერ ეღირსება და იძულებულია მქრქალ საბურველში გამოხვეული მოჩვენებასავით იფარფატოს აღმა-დაღმა.

ამრიგად, როდესაც შთამომავლები თავიანთ წინაპრებს პრასადს სთავაზობენ, წინაპრები თავს აღწევენ მოჩვენებებად ყოფნასა თუ სხვა სახის საშინელ განსაცდელს. ადამიანთა მიერ ერთმანეთისათვის ასეთი დახმარება ოჯახური ტრადიციაა – საუკუნეთა მიღმა შრეებიდან მომდინარე – და ვინც ღვთის ერთგულებით არ ცხოვრობს, ასეთი რიტუალების შესრულება მოეთხოვებათ. მათ კი, ვინც მთელი გულით ემსახურება უფალს, არ დასჭირდებათ ასეთი გარჯა – ისინი ძალიან იოლად შეძლებენ ასობითა და ათასობით წინაპრის ცოდვილი სულის დახსნას ყოველგვარი ტანჯვისაგან. ბჰაგავატამში (11.5.41)
ნათქვამია:

ვინც ჰპოვა თავისუფლების მომნიჭებლის – მუკუნდას ლოტოსისდარ ტერფთა თავშესაფარი, მიატოვა ყოველგვარი მოვალეობა და სრული მოწადინებით დაადგა ამ გზას, მას აღარა სძევს რაიმე ვალდებულება ნახევარღმერთთა, ბრძენთა, საერთოდ ცოცხალ არსებათა, ოჯახის წევრთა, წინაპრების თუ მთელი კაცობრიობის წინაშე. უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების ერთგული სამსახურით იგი თავისთავად იხდის ამ ვალდებულებებს.

ლექსი 42
ოჯახური ტრადიციების დამანგრეველთა ავკაცობის ფესვზე აღმოცენდებიან ზნენაკლული თაობები, გაცამტვერდება გვარის მომავალი და ოჯახური კეთილდღეობა აღიგვება სამარადჟამოდ.

შინა-არსი: ადამიანთა საზოგადოების ოთხივე ფენის ერთობლივი სამომავლო გეგმები ოჯახის კეთილდღეობისათვის გაწეულ საქმიანობასთან ერთად (რაც სანატანა-დჰარმასა და ვარნაშრამა-დჰარმას საზოგადოებისათვისაა დამახასიათებელი), განკუთვნილია იმისთვისაც, რომ პიროვნებას საბოლოო ხსნის გზა გაუნათოს.

როცა უპასუხისმგებლო ლიდერები სანატანა-დჰარმას ტრადიციებს უგულვებელყოფენ, საზოგადოება ქაოსში ინთქმება – ხალხი ივიწყებს თავდაპირველ მიზანს, ანუ ვიშნუს. ამგვარი მხედველობადაშრეტილი მეთაურების მიმდევრები უფსკრულისაკენ მიექანებიან.

ლექსი 43
ო, კრიშნა, კაცთა მოდგმის სულისჩამდგმელო, მოწაფეობრივი რიგის ბრძენთაგან მსმენია, რომ ჯოჯოხეთია ოჯახური ტრადიციების სიწმინდის ამამღვრეველთა საუკუნო სამყოფელი.

შინა-არსი: არჯუნა იმოწმებს არა პირად გამოცდილებას, არამედ იმას, რაც აღიარებულ ბრძენთაგან მოუსმენია – ეს არის ჭეშმარიტ ცოდნასთან ზიარების უტყუარი გზა. შეუძლებელია რამეს სწავლა ღრმად მცოდნე, ავტორიტეტული პიროვნების დახმარების გარეშე. ვარნაშრამას საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სისტემა, რომლის საშუალებითაც სიკვდილის წინ ადამიანმა თავისი უკეთური საქმენი უნდა მოინანიოს. მან, ვინც ცოდვილი ცნობიერებით გალია წუთისოფელი, უნდა ისარგებლოს სულის ხსნის ამ შესაძლებლობით (მას პრაიაშჩიტა ეწოდება).

მოუნანიებლად აღსრულებული კაცი აუცილებლად ჯოჯოხეთის პლანეტებზე მოხვდება, რათა სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვათა გამო სამარადისო ტანჯვის უღელი ატაროს.

ლექსი 44
ვაი ჩვენ – უმძიმეს ცოდვათა ჩამდენთ! დაჯერებაც კი ძნელია, რომ სამეფე ხელისუფლების ფლობით ნეტარებას მოწყურებულთ ნათესავების ამოხოცვა შეგვიძლია.

შინა-არსი: მიკერძოებული სურვილებით შეპყრობილ ადამიანს ქვეშეცნეულად საკუთარი დედ-მამის მოკვლა შეუძლია. მსოფლიო ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი მოიძებნება. მაგრამ არჯუნას, როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არასოდეს ტოვებს ზნეობრიობა, ამიტომაც ცდილობს თავი აარიდოს ძმათამკვლელ ომს.

ლექსი 45
მე მირჩევნია იარაღაყრილი და წინააღმდეგობის ძარღვმოდუნებული შეჭურვილმა დჰრიტარაშტრას შვილებმა ასო-ასო ამკუწონ ბრძოლის ველზე.

შინა-არსი: ქშატრიათა საბრძოლო კანონების თანახმად, უიარაღო და მშვიდად მდგომ მტერზე თავდასხვა არ შეიძლება. არჯუნამ გადაწყვიტა, მაშინაც კი არ შებრძოლებოდა შეტევაზე გადმოსულ მტერს, თუ ისინი მის თვინიერ პოზიციას არად ჩააგდებდნენ. არჯუნას ეს სულგრძელობა გამოწვეული იყო იმით, რომ იგი უფლის ერთგული იყო.

ლექსი 46
სანჯაიამ ასე დაასრულა თხრობა: წარმოთქვა რა ეს ბოლო სიტყვები ბრძოლის ველზე, არჯუნამ მშვილდ-ისარი გადადო და ეტლის სკამზე დაეშვა. მრუმე სევდა შემოსძალვოდა მის გონებას.

შინა-არსი: მტრის განლაგების დათვალიერებისას არჯუნა საომარ ეტლში შემართულად და ამაყად იდგა, მაგრამ მწარე ფიქრებმა იმდენად დათრგუნა იგი, რომ სკამზე დაეშვა და მომარჯვებული მშვილდი გადადო.

სწორედ ასეთი კეთილი, გულმოწყალე ადამიანი, რომელიც წმინდად ემსახურება უფალს, ღირსია – შეიცნოს საკუთარი მე

ამით მთავრდება ბჰაქტივედანტას კომენტარები “შრიმად ბჰაგავად-გიტას” პირველ თავზე “კურუქშეტრას ბრძოლის ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება”.