ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება

ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება

   ბერძნები ერთ-ერთი უძველესი ერია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ძველი მსოფლიოს ისტორიაში.
საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებები წარმოიქმნა ძვ.წ. VI ს. მეორე ნახევარში შავიზღვისპირეთში-ფაზისი (ფოთთან), დიოსკურია (სოხუმთან), გიენოსი (ოჩამჩირესთან).
საქართველოში მცხოვრები ბერძნები ეთნიკური ჯგუფია, რომელთა ეთნოგენეზი წარიმართა სხვა ტერიტორიაზე. ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ ძირითადად დასავლეთ კავკასიის ქალაქებში. აღმოსავლეთით მათი გავრცელება ქართლის ტერიტორიას არ გასცილებია. კავკასიაში ბერძნების მიგრაციის მეორე პერიოდი XVIII-XX საუკუნის მანძილზე ხორციელდებოდა. ამ ტალღის მოსახლეობა ძირითადად სოფლებში სახლობდა, ეწეოდა მეცხოველეობას და მიწადმოქმედებას.
თანამედროვე ბერძნები ენობრივი თვალსაზრისით ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვან და თურქულენოვან, ხოლო განსახლებული არიან გარდა საბერძნეთისა ანატოლიაში, საქართველოში, ყირიმში და შუააზიაში. შუააზიის გარდა ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ყველა მასალა ბერძნული ჯგუფების მორფოლოგიური იერის შესახზებ
ცალკეული ბერძნული ჯგუფების დახასიათება:
ბერძნები ბერძნულენოვანი თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების (შესწავლილი მ.აბდუშელიშვილის მიერ) ჯგუფისათვის დამახასიათებელია თავის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, მცირე ძრძივი და შესაბამისად თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი (ბრაქიკრანული), სახის სხვა დიამეტრები (შუბლის, ყვრიმალთაშუა, ქვედა ყბის) ძალიან დიდი დიამეტრები, სახის მორფოლოგიური სიმაღლე ძალიან დიდი, ფიზიონომიური დიდი, ცხვირის უნაგირი ძალიან მაღალი, ცხვირის წვერისა და ფუძის დახრილი ფორმების ძალზე მაღალი პროცენტი, ცხვირის ხრტილოვანი ნაწილი ჩაზნექილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ზედა პროქეილური ტუჩის დიდი სიმაღლე, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, გამობერილი ქვედა ტუჩის დიდი პროცენტი.
ამდენად კავკასიური მასშტაბით ბერძნულენოვან ბერძნებს ახასიათებთ თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, ძალიან მსუქანი ტუჩები, ძალზედ მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალიან გამოწეული ნიკაპი, ძალიან მაღალი ცხირის უნაგირი, ჩამოშვებული ფორმების ცხირის წვეტისა და ფუძის ძალიან მაღალი პროცენტი, თვალის ჭრილის ვიწრო ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ზედა თხელი პროქეილური ტუჩის ძალიან დიდი პროცენტი, თმოვანი საფარველის ძალიან სუსტი განვითარება 50,0 % აღწევს, სუსტი – 16,2 %, ხოლო ძლიერი – 8,8% და ძალიან ძლიერი – 15,0 %, თმები ძირითადად შავია ##27, 4, 5 (94,3%), კანის ფერი ძალიან ღია (#3-9) 100%, თმების ფორმა სწორი (86,6%).
ბერძნები თურქულენოვანი წალკის რაიონის (ურუმები). მათ ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მორფოლოგიური მაჩვენებელი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან მკვეთრად დაქანებული ნიკაპი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ხრტილოვანსა და საერთო პროფილში შეინიშნება ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი. დამახასიათებელია აგრეთვე თავის მაღალი მაჩვენებელი, სახის დიდი დიამეტრები, სახეზე თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება (ძლიერი და ძალიან ძლიერი ფორმები 52,7 % შეადგენს).
კავკასიური მასშტაბით მათ ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მაჩვენებელი და ქავედა ყბის მაჩვენებელი, სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, სწორი ფორმის შუბლის ძალიან დიდი პროცენტი, გამოწეული ნიკაპის ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის ძალიან მაღალი უნაგირი, გულ-მკერდზე თმოვანი საფარველის სუსტი განვითარება (სუსტი 16,7%, ძალიან სუსტი 52,6 %), ვიწრო ფორმის თვალის ჭრილის დიდი პროცენტი, ცხვირის ძვლოვანსა და ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი. მათ ასევე ახასიათებთ: შავი თმები (93,0%), თმების ფორმა სწორი (94,6 %), ყვრიმალები სუსტად გამოხატული (67,6%), წარბზედა რკალი სუსტად გამოხატული, თვალის ფერი ძირითადად შერეული (M=1,12).
ბერძნები ტრაპეზუნდისა დაბადებულები საბერძნეთში: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი (ჰიპერბრაქიკრანული), ასევე ძალიან მაღალი სახის მორფოლოგიური მაჩვენებელი, სახის (ყვრიმალთაშუა, ქვედა ყბის) ძალიან დიდი განივი დიამეტრები, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე და ოპისტოქეილური ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, Aზალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალიან ძლიერი განვითრება, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხირის ძალზე მაღალი უნაგირი, ცხირის ხრტილოვანსა და ძვლოვან ნაწილში აზნექილი ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ცხირის წვეტისა და ფუძის დახრილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ცხირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით თავის ძალიან მარალი მაჩვენებელი, ძალიან მაღალი ფიზიონომიური მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალზე მაღალი პროცენტი, მუქი ფერის თმების ძალზე მაღალი პროცენტი, თვალის ვიწრო ჭრილი, დაქანებული შუბლი, ძალზე ძლიერად განვითარებული წარბზედა რკალი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი, ძალიან მარალი ზედა ტუჩი, ძალიან დაქანებული ნიკაპი და ძალზე სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
ბერძნები ტრაპიზუნდისა ემიგრირებული საბერძნეთში. მათ ახასიათებთ: თავის Aძალიან დიდი მაჩვენებელი, დიდი სახის განივი დიამეტრი, ძალიან მაღალი ზედა ტუჩი, გულმკერდსა და სახეზე ძალზე ძლიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი, ძალზე ვიწრო ცხვირი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, დახრილი ნიკაპის ძალზე დიდი პროცენტი, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი.
კავკასიური მასშტაბით მათ ახასიათებთ ძალზე მსუქანი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალზე დიდი პროცენტი, ზალზე დიდი პროცენტი მუქი ფერის თვალებისა, თვალის ფართო ჭრილი, ძალზე მაღალი ცხვირის უნაგირი, ძალზე მცირე სახის ფიზიონომიური სიმაღლე.
ბერძნები დასავლეთ მცირე აზიისა ემიგრირებულები საბერძნეთში. მათ ახასიათებთ: თავის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად ძალიან დიდი განივი დიამეტრის გამო, ოპისტოქეილური ზედა ტუჩის დიდი სიმაღლე, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ვიწრო ცხირი, ცხირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან. დამახასიათებელია ცხირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობის და მრგვალი ან კვადრატული ფორმის ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე დახრილი ნიკაპი, მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი.
კავკასიური მასშტაბით მათ აღენიშნებათ მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, თვალის ძალზე ფართო ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხირის ძალზე მაღალი უნაგირი, ძალზე მცირე ყვრიმალთაშუა დიამეტრი, სახის ძალზე მცირედ გამოხატული ცხირის ღარები.
ბერძნები დასავლეთ მცირე აზიისა დაბადებულები საბერძნეთში. მათთვის დამახასიათეელია თავის დიდი მაჩვენებელი, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის ღარების შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ძალიან ვიწრო ცხვირი, ძალზე დახრილი ნიკაპი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ტანის ძალზე დიდი სიმაღლე.
კავკასიური მასშტაბით აღენიშნებათ ძალზე სქელი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალზე ძლიერი განვითარება, თმების ტალღოვანი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალზე ფართო თვალის ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალზე მაღალი ცხვირის უნაგირი, სახის ძალზე მცირე ფიზიონომიური და მორფოლოგიური სიმაღლე, ძალზე დაქანედული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
თრაკიის ბერძნებისათვის დამახასიათებელია: თავის დაბალი მაჩვენებელი, ძალიან ვიწრო ცხვირი, ძალზე სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ზედა ოპისტოქეილური ძალიან მაღალი ტუჩი, ძალზე მკვეტრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ჩაზნექილის ფორმების დიდი პროცენტი, ძალზე დახრილი ნიკაპი, ყურის ბიბილოს სამკუთხოვანი ფორმების ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, მუქი ფერის თვალების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ძალზე მსუქანი ქვედა ტუჩი, თავის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, სახის ძალიან მცირე მორფოლოგიური და ფიზიონომიური სიმაღლე, ძალზე დაქანებული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები.
ეგეოსის კუნძულების ბერძნებს ახასიათებთ: ძალიან დიდი ფიზიონომიური სიმაღლე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, მცირეთ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან, ცხვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, თავის დიდი გრძივი და განივი დიამეტრები, სქელი ქვედა ტუჩის დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან სქელი ტუჩები, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება, ტალღოვანი თმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, სქელი ქვედა ტუჩის ძალიან მაღალი პროცენტი, ძალიან მცირე ცხვირის სიგანე, ვიწრო თვალის ჭრილი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე დაქანებული ნიკაპი.
ბერძნები ბერძნულენოვანი მარიუპოლის: სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ოპისტოქეილური ზედა ტუჩის ძალზე დიდი სიმაღლე, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ხცვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე დაქანებული ნიკაპი, თავის მაღალი მაჩვენებელი, სახის დიდი განივი დიამეტრი.
კავკასიური მასშტაბით: სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, პირის ძალიან დიდი სიგანე, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, მუქი ფერის თვალების ძალიან მაღალი პროცენტი, თვალის ფართო ჭრილის ძალიან მაღალი პროცენტი, ცხვირის ძალზე მაღალი უნაგირი, ზედა ოპისტოქეილური მსუქანი ტუჩი, ძალიან დაქანებული ნიკაპი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან მაღალი პროცენტი.
ბერძნები თურქულენოვანი მარიუპოლის. მათ ახასიათებთ ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ოპისტოქეილური ძალიან მაღალი ტუჩი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, თავის დიდი გრძივი და განივი დიამეტრები, თავის დიდი მაჩვენებელი (ბრაქიკრანია), სქელი ზედა და ქვედა ტუჩები, ძალზე დაქანებული ნიკაპი, ყურის ბიბილოს სამკუთხოვანი ფორმის ძალზე დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: სახის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ზედა ძალიან მაღალი ოპისტოქეილური ტუჩი, ტალღოვანი ფორმის თმების ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეტრედ გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალზე ვიწრო თვალის ჭრილი, ძალიან მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალიან დაქანებული ნიკაპი, ცხვირის წვეტის აწეული ფორმების ძალიან მაღალი ფორმები.
თურქულენოვან ბერძნებს (ა.პულიანოსის შესწავლილი) ახასიათებთ: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, სახის ძალიან დიდი დიამეტრები (შუბლისა და ქვედა ყბის) და მორფოლოგიური სიმაღლე, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი პროცენტი, ძალზე მკვეთრად გამოხატული ზედა ქუთუთოს ნაოჭი, ძალიან მაღალი ცხვირის უნაგირი, ცხვირის ფუძის დაშვებული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ცხვირის ნესტოების ირიბ-განივი დახრილობისა და მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალზე დიდი პროცენტი, ძალზე მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები და მათი შერწყმა ცხვირტუჩის ნაოჭთან, თმოვანი საფარველის ძლიერი განვითარება გულმკერდსა და სახეზე, ცხვირის ხრტილოვანსა და ძვლოვან ნაწილში ამოზნექილი ფორმების დიდი პროცენტი, სქელი ზედა და ქვედა ტუჩები, ნიკაპი ძალზე დაქანებული.
კავკასიური მასშტაბით: ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი, სახის ძალიან დიდი მორფოლოგიური სიმაღლე, ოპისტოქეილური მსუქანი ტუჩების ძალიან დიდი პროცენტი, მუქი ფერის თვალების ძალიან დიდი პროცენტი, ზედა ქუთუთოს ძალიან მკვეთრად გამოხატულო ნაოჭი, თვალის ძალიან ფართო ჭრილი, ძალზე მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარები, ირიბ-განივად დახრილი ნესტოების დიდი პროცენტი.
ბერძნულენოვან ბერძნებს (ა.პულიანოსის შესწავლილი) ახასიათებთ: ძალიან დიდი თავის მაჩვენებელი და განივი დიამეტრი, ასევე ძალიან დიდი ყვრიმალთაშუა დიამეტრი და სახის მორფოლოგიური სიმაღლე, პირის ძალიან დიდი სიგანე, გულმკერდზე თმოვანი საფარველის ძალიან ძლიერი განვითარება, ცხვირის ძალიან მაღალი უნაგირი, ხრტილოვან ნაწილში ამოზნექილი ფორმების ძალზე მაღალი პროცენტი, ზედა ოპისტოქეილური ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალზე მცირედ გამოხატული ცხვირის ღარები, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, ცხვირის ნესტოების მრგვალი ან კვადრატული ფორმების ძალიან დიდი პროცენტი.
კავკასიური მასშტაბით: თავის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ტანის ძალიან დიდი სიმაღლე, თავის ძალიან დიდი განივი დიამეტრი, ზედა ტუჩის ძალიან დიდი სიმაღლე, ძალიან სქელი ტუჩები, გულმკერდსა და სახეზე ძალიან ძლიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, ტალღოვანი თმების ძალიან დიდი პროცენტი, მუქი ფერის თვალის ძალიან დიდი პროცენტი, ფართო თვალის ჭრილი, მკვეთრად პროფილირებული სახე, ძალზე დაქანებული ნიკაპი, სუსტად გამოხატული ცხვირის ღარების ძალიან მაღალი პროცენტი.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძნების ანთროპოლოგიური დახასიათება ანთროპომეტრული და ანთროპოსკოპური სისტემების მიხედვით და ასვე ა. პულიანოსის მიერ შესწავლილი ბერძნები (საქართველოს, ყირიმის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეები) გვიჩვენებს მათ პოლიმოეფულობას. ორი ჯგუფი საქართველოში მცხოვრები ბერძნები შესწავლილი იყო მ. აბდუშელიშვილის (1952 წ.) და Aა პულიანოსის მიერ (1959 წ.). ამ ორ ავტორს შორის აღინიშნება ძალზედ მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს ფაქტი გასაგებია, რადგან სომატოსკოპური ნიშნების შესწავლისას სუბიექტური აღქმა ფერის, ფორმის ცნობილი ფაქტია. ამიტომ ფართო შედარებებს ჩვენ ვაწარმოებთ მ. აბდუშელიშვილის მონაცემების საფუძველზე, რადგან ყველა ანალიზში შესული ჯგუფი მისი შესწავლილია. რაც შეეხება ა. პულიანოსის მონაცემებს მისი მასალებით გავცემთ პასუხს, როგორი არიან მორფოლოგიურად ბერძნები და რა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთის მიმართ, ხოლო მ. აბდუშელიშვილის მასალებით ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოდ კითხვაზე რამდენად ახლო არიან სხვადასხვა ბერძნული ჯგუფი კავკასიელებთან, კერძოდ საქართველოში მცხოვრებ ქართულ და არაქართულ ჯგუფებთან.
მ. აბდუშელიშვილის მასალებით იკვეთება, რომ საქართველოში შესწავლილი ბერძნები მორფოლოგიურად ატარებენ წინააზიური რასისათვის დამახასიათებელ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს ფაქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძნები თავისი ანთროპოლოგიური თავისებურებებით უნდა ეკუთვნოდნენ წინა აზიის (და არა ბალკანეთის) ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ასევე დასტურდება ისტორიული წყაროებით (Nეოპჰყტოს, 1991, ა. პულიანოსის მიხედვით). ა. პულიანოსი (1960) მის მიერ შესწავლილ ბერძნებს დიდი ევროპეიდული რასის სამხრეთევროპეიდულ ტიპს აკუთვნებს, ამავე დროს ბერძნებში გამოყოფს ორ ვარიანტს. ერთს არქმევს “ანატოლიურს”, რომელიც ხასიათდება ტუჩების მეტი სისქით, უფრო მუქი პიგმენტაციით, სხეულის საშუალო სიმაღლით და ცხირის ზურგის გამოდრეკილი პროფილის მცირე რაოდენობით. ამ ვარიანტს მიაკუთვნა საქართველოში მცხოვრები თურქულენოვანი ბერძნები და მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთის ბერძნები. მეორე ვარიანტი ხასიათდება “წინააზიური” ნიშანთა კომპლექსით, ცხვირის წვეტისა და ფუძის დაშვებული ფორმების დიდი რაოდენობით. ამ ჯგუფს მიაკუთვნა საქართველოში მცხოვრები ბერძნულენოვანი ბერძნები, ტრაპეზუნტის ბერძნები და ნაწილობრივ თურქულენოვანი ბერძნები და წალკის ქართლელები. ეს ტიპი ასევე წარმოდგენილია მარიუპოლის, განსაკუთრებით ბერძნულენოვან ბერძნებში (А. Пулянос, 1960, с. 89). იგი აღნიშნავს, რომ “ანთროპოლოგიური თვალსაზრისით ბერძნულენოვანი და თურქულენოვანი ბერძნების დიდი ნაწილი მცირე აზიის ავტოქტონები არიან, ხოლო დრო და გზები თუ როგორ აითვისეს მათ ბერძნული ენა საჭიროებს შემდგომ კვლევებს, ასევე, როგორც დრო თურქულენოვანი ბერძნების მიერ თურქული ენის ათვისებისა” (А. Пулянос, 1960, с. 84). მარიუპოლის ბერძნებს იგი თვლის მეტად შერეულ ჯგუფად და მიაკითვნებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული ტიპის “ეგეოსის” ვარიანტს. ეს ვარიანტი გამოირჩევა მკერდზე საშუალოდ გაბვითარებული თმოვანი საფარველით და ძლიერად განვითარებული წვერით, ცხირის ზურგის სწორი პროფილით, ზედა ტუჩის ორტოქეილური ან ოპისტოქეილური პროფილით. მარიუპოლის ბერძნულენოვანი და თურქულენოვან ბერძნებს აქვთ საეთო წარმომავლობა, გაურკვეველია მათი ნაწილი როდის გახდა თურქულენოვანი. მისივე აზრით ფრაკიული ვარიანტი მეტადაა გამოცალკევებული ხმელთაშუა-კავკასიური ბარძნებისაგან – მეზოკეფალიით, ზოგადად მცირე ზომებით, საშუალოდ განვითარებული წვერითა და სუსტად განვითარებული თმებით მკერდზე. აღნიშნავს მის მსგავსებას “პონტოურ” ტიპთან. ამ ვარიანტის მონაწილეობა გარკვეულწილად ვლინდება აზიელ ბერძნებში, მეტად კი დასავლეთ მცირე აზიის ბერძნებში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s